ავტორიზაცია

2:4 - ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

2:4 - ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა
თარიღი 22 Mar 2025, 22:35
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, დღეს ანტალიაში, კალისტას სპორტული ცენტრის მოედანზე, ფინეთთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ჩვენმა ახალგაზრდულმა მეტოქეს 2-ბურთიანი სხვაობით - 4:2 მოუგო.

21-წლამდე ნაკრებში, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 30-ე მატჩში, ანგარიში ნომინალურმა მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევრის სტარტზე, ჩვენმა გუნდმა რეაბილიტირება შეძლო და მეტოქეს 3 გოლი გაუტანა. თავი საბა ხვადაგიანმა, გიზი მამაგეიშვილმა და საბა მამაცაშვილმა გამოიჩინეს.

შეხვედრის მიწურულს კი მატჩის საბოლოო ანგარიში, ოთო მამაგეიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ახალგაზრდულში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. შემდეგ მატჩს, ჩვენი გუნდი 25 მარტს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.