ავტორიზაცია

გიორგი ჯოხაძე: სხვა გუნდებიდან შემოთავაზება იყო, თუმცა, მე "მეტალურგი" ავირჩიე!

გიორგი ჯოხაძე: სხვა გუნდებიდან შემოთავაზება იყო, თუმცა, მე "მეტალურგი" ავირჩიე!
თარიღი 17 Feb 2015, 18:38
რუსთავის "მეტალურგიდან" იმდენად ბევრი ფეხბურთელი წავიდა, ხშირად კითხულობენ, ვინღა დარჩა კლუბს მეორე წრისთვის. დუბლშემადგენლობასთან და ჭაბუკთა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებთან ერთად, გუნდს გიორგი ჯოხაძეც დაეხმარება. იგი რუსთავის "მეტალურგში" გასულ წელს გადმოვიდა და მას მერე კლუბის ღირსებას იცავს. მისი საფეხბურთო კარიერა საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო. თბილისის "დინამოს" ჭაბუკთა ლიგაში გამოდიოდა, შემდეგ დუბლებშიც გადაიყვანეს. "დინამოს" მთავარ გუნდში მოსამზადებელი ეტაპიც გაიარა, თუმცა, გუნდთან ამის შემდეგ არ უთანამშრომლია. დღეს ის რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელია და როგორც თავად ამბობს, კლუბის დატოვებას ახლო მომავალში არ გეგმავს. გიორგი ჯოხაძემ GOAL.GE-სთან ინტერვიუში თავისი საფეხბურთო კარიერის და რუსთავის "მეტალურგის" შესახებ გვიამბო. -საფეხბურთო ცხოვრების გარდა, რას საქმიანობს გიორგი ჯოხაძე? -ჩემს მთელ დროს ფეხბურთს ვუთმობ, აქედან გამომდინარე, ჩემი საქმიანობაც ესაა. -როგორ დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა? giorgi joxadze metalurgi-ფეხბურთის თამაში 5 წლიდან დავიწყე. მამაჩემი ფეხბურთელია, აქედან გამომდინარე, ადრეული ასაკიდან შემიყვანეს კარლო მჭედლიძის საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკში". ბავშვობიდან ფეხბურთის მოყვარული ვიყავი. სახლშიც კი ბურთით ვთამაშობდი და ვამტვრევდი ყველაფერს. -პირველი კლუბი, მწვრთნელი და თანაგუნდელები... -2003 წელს თბილისის "დინამოში" მოვხვდი და ჭაბუკთა ლიგაში დავიწყე თამაში. მაშინ ჩემი მწვრთნელი გახლდათ, ამჟამად, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი, გია ჭიაბრიშვილი. ამის შემდეგ,  2006 წელს "დინამოს" დუბლებში გადამიყვანეს. მაშინ თემურ შალამბერიძესთან და დავით კევლიშვილთან მოვხვდი. დღეს რომ ფეხბურთს ვთამაშობ, ეს მათი დამსახურებაა. რაც შეეხება თანაგუნდელებს, ძალიან კარგი გუნდი ვიყავით, შეკრული და მეგობრული. -როგორ მოხვდი რუსთავის "მეტალურგში"? -ქუთაისის "ტორპედოში" კონტრაქტზე ხელი მქონდა მოწერილი, როდესაც დამიკავშირდა ვალერი ქოქიაშვილი და რუსთავის გუნდში თამაში შემომთავაზა. ჩემი ბევრი მეგობარი თამაშობა კლუბში, ამიტომ ქუთაისიდან წამოვედი და რუსთავის "მეტალურგს" შევუერთდი. დღეს თუ მე რუსთავის "მეტალურგის" ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობ, ეს ყველაფერი ვალერი კილასონიას დამსახურებაა. მან ნდობა გამომიცხადა და მე ვფქრობ, რომ შანსი გამოვიყენე. კლუბი შეკრული და მეგობრული დამხვდა, რაც საქართველოს ჩემპიონატში იშვიათია, ამიტომ, ბიჭებთან შეთამაშება არ გამჭირვებია. -ოცნების გუნდი...  -მიუნხენის "ბაიერნი". -მატჩი, რომელიც გამორჩეულად გახსოვს. 10704307_704975196237294_2818753765662144471_o-"მეტალურგის" რიგებში, როდესაც თბილისის "დინამო" დავამარცხეთ 3:0. ჩემი პირველი მატჩი იყო "მეტალურგის" მაისურით და მართლაც არასდროს დამავიწყდება ეს თამაში. -ყველამ კარგად ვიცით რუსთავის "მეტალურგში" შექმნილი არასახარბიელო სიტუაციის შესახებ. კლუბი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. პირველ წრეშიც იყო პრობლემები, თუმცა, თქვენ მოახერხეთ მე-6 ადგილზე გასვლა... - პირველ წრეს, მე დადებითად ვაფასებ.პირობების გარეშე დარჩენილი გუნდისთვის ეს ძალიან კარგი შედეგია. ცოტა გამართლებაც რომ გვქონოდა, უკეთეს შედეგს მივაღწევდით. რაც შეეხება კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობას, ბევრი ფეხბურთელი წავიდა. დეკემბრის ხელფასები არ აგვიღია. ბაზაზე წყალი, ელექტროენერგია და გაზი არ არის. არ გვაქვს ბურთები და ამაზე მეტი პრობლემა რა უნდა იყოს. თითქმის ყველას ჰქონდა შემოთავაზება სხვადასხვა გუნდიდან, მათ შორის ,მეც, თუმცა, ჯერჯერობით, "მეტალურგში" დარჩენა ვამჯობინე. დღეს "მეტალურგში" არანაირი პირობებიარ არის, თუმცა ,იმედი მაქვს, რომ კლუბს უპატრონოდ არ დატოვებენ და დახმარების ხელს გამოუწვდიან. -ასეთი სიტუაციაა, თუმცა, შენ კლუბში რჩები... -დიახ, "მეტალურგში" ვრჩები. იყო შემოთავაზება სხვა გუნდებისგან, თუმცა, მე "მეტალურგი" ავირჩიე. კლუბში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ერთ-ერთი მიზეზი მთავარი მწვრთნელია. ისეთი მწვრთნელი, როგორიც ვალერია, ვფიქრობ, რომ უფრო მოვუმატებ და განვვითარდები, ვიდრე - სხვა კლუბებში (იმედია, სხვა მწვრთნელები არ მიწყენენ). ყველას იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება და "მეტალურგი" დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. მოამზადა მარიამ ბატიაშვილმა, სპეციალურად  GOAL.GE -სთვის.