ავტორიზაცია

მიჰაილოვიჩი, ჟუნინიო, რობერტო კარლოსი და სხვა მოთამაშეები, რომლებიც ჯარიმებს ბრწყინვალედ ასრულებდნენ

მიჰაილოვიჩი, ჟუნინიო, რობერტო კარლოსი და სხვა მოთამაშეები, რომლებიც ჯარიმებს ბრწყინვალედ ასრულებდნენ
თარიღი 22 Feb 2015, 00:35
დღეს სინიშა მიჰაილოვიჩს 46 წელი შეუსრულდა. ლეგენდარულ სერბ ნახევარმცველს მთელი მსოფლიო იცნობს, როგოც - "ჯარიმების ექსპერტს". სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მიხაილოვიჩთან ერთად გავიხსენოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც უზადო ჯარიმებს ასრულებდნენ (ასრულებენ). სინიშა მიჰაილოვიჩი, სერბეთი იხილეთ ვიდეო მიჰაილოვიჩმა განაცხადა: "რომ არა ჯარიმები, შესაძლოა, ფეხბურთი არასდროს მეთამაშა". როგორც ჩანს, სერბი ფეხბურთელი ჯარიმების დარტყმაში ბავშვობიდან ვარჯიშობდა. პატარა მიჰაილოვიჩს განვითარებაში მამამისიც ეხმარებოდა, თუმცა, სინიშას მამას უცნაური მეთოდი ჰქონდა. თუ პატარა სინიშა ჯარიმას სუსტად, ან არაზუსტად შეასრულებდა, მაშინ მას მამამისი მცირედით დასჯიდა. სწორედ ამიტომ, მამამისის დიდი დამსახურებაა, რომ სინიშა მომავალში ლეგენდად ჩამოყალიბდა და სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა. 1998 წელს მიჰაილოვიჩმა წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა: მან "სამპდორიას" კარში 3 გოლი გაიტანა და სამივე გოლი  საჯარიმო დარტყმიდან შეაგდო. მიჰაილოვიჩს ფეხის ზომა მხოლოდ 38 ჰქონდა, თუმცა, იტყობინებიან, რომ მისი წარმატების მიზეზი სწორედ პატარა ფეხი იყო. რობერტო კარლოსი, ბრაზილია იხილეთ ვიდეო რობერტო კარლოსს, ისევე, როგორც მიჰაილოვიჩს, პატარა ფეხი ჰქონდა. ბრაზილიელი მცველი 39 ზომის ბუცს ხმარობდა. კარლოსმა ჯარიმების ექსპერტის სახელი საფრანგეთთან გატანილი გოლის შემდეგ მიიღო. "როგორ გავაკეთე? არ ვიცი. უბრალოდ, კუთხეს დავუმიზნე და ვცადე, მაქსიმალურად ძლიერად დამერტყა. გოლი იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ მეც გავოცდი." ზიკო, ბრაზილია იხილეთ ვიდეო ერთ დროს ბრაზილიელები შორეული დარტყმებით განთქმულნი იყვნენ. თეთრ პელედ წოდებული ზიკო 80-იან წლებში მეკარეების მთავარ კოშმარს წარმოადგენდა. ერთხელ "ფიორენტინას" გოლკიპერმა, ჯოვანი გალიმ განაცხადა: "ზიკოსთან ყველაფერი წესრიგშია: ის, უბრალოდ, მარჯვენა მაღალ კუთხეში ურტყამს, არანაირი ზებუნებრივი ძალა მას არ აქვს." ზიკომ "უდინეზეში" თამაშის დროს საჯარიმო დარტყმებით კიდევ არაერთი იტალიური კლუბის გოლკიპერი განარისხა. ჟუნინიო პერნანბუკანუ, ბრაზილია იხილეთ ვიდეო ბევრის აზრით, მსოფლიოში საუკეთესო მეჯარიმე ჟუნინიოა. ბრაზილიელი ფეხბურთელის მთავარი პლიუსი ისაა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს საჯარიმო დარტყმა 20 მეტრითაა კარიდან დაშორებული თუ - 40-ით. თავისი კარიერის განმავლობაში ჟუნინიომ 100-მდე ჯარიმა გაიტანა, ახლა კი ის მწვრთნელობაზე ფიქრობს. გაზრდის კი მისნაირ ვარსვლავს? მარკუს ასუნსაო, ბრაზილია იხილეთ ვიდეო "ასუნსაუს წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია", – განაცხადა "ბეტისთან" თამაშამდე მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, იკერ კასილიასმა. მისი სიტყვების გამეორება 2000 წლიდან მოყოლებული, პრიმერას ყველა გოლკიპერს შეუძლია, რომელსაც ასუნსაოს წინააღმდეგ მოუწია თამაში. ასუნსაოს "სანტოსში" თამაშის დროს, მიჰაილოვიჩის მსგავსად, ერთ შეხვედრაში 3 ჯარიმა აქვს გატანილი. დევიდ ბექჰემი, ინგლისი იხილეთ ვიდეო გენიალური ჯორჯ ბესტი ბექჰემზე ამბობდა: "დევიდს მარცხენა ფეხით თამაში არ შეუძლია, ის ვერც თავით თამაშობს კარგად, არ აქვს განსაკუთრებული სისწრაფე და არც განსაკუთრებული დრიბლინგით გამოირჩევა. დანარჩენში ის, უბრალოდ, შეუდარებელია." დევიდ ბექჰემის საინტერესო განცხადება: "სახლში დედა ბურთით თამაშს მიშლიდა, თუმცა, მე გამოსავალს მაინც ვპოულობდი. ხშირად ჩემი დის სათამაშოებს ვიღებდი და ვცდილობდი, როგორც ჯარიმა ისე შემესრულებინა, თუმცა, ამ დროს ჩემი სამიზნე არა მეტოქის კარი, არამედ, ჩემი და იყო." ხუან რომან რიკელმე, არგენტინა იხილეთ ვიდეო რიკელმე იდეალური პლეიმეიკერია. მისი სტანდარტულები ყოველთვის ძალიან სახიფათოა. რიკელმეს როგორც კარში დარტყმა, ისევე, ჩაწოდება უმაღლეს დონეზე გამოსდის. არგენტინელმა საკუთარ ფენომენალურ ბურთის ფლობაზე ერთხელ განაცხადა: "ბურთი ჩემთვის ისევეა, როგორც - გოგონებისთვის მათი საყვარელი სათამაშო. ის ჩემთვის ადამიანია, გმირი, რომელმაც სახელი გამითქვა." რონალდ კუმანი, ჰოლანდია იხილეთ ვიდეო "საუთჰემფტონის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი თავის დროზე უმაღლესი დონის მეჯარიმე იყო. რონალდ კუმანი სხვებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ ის საჯარიმოს შესრულების დროს არა დარტყმის სიძლიერეს, არამედ, ტექნიკას ანიჭებდა უდიდეს ყურადღებას. ჩემპიონთა ლიგის 1993/94 წლებში კუმანმა 8 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირი გახდა. მსგავსი რეზულტატის გამეორება მომავალში ვერც ერთმა მცველმა მოახერხა. ანდრეა პირლო, იტალია იხილეთ ვიდეო ჟუნინიო პერნამბუკანუ: "პირლო დემონია. მან ჩემი საჯარიმო დარტყმის ტექნიკა არა მხოლოდ შეისწავლა, არამედ, დახვეწა კიდეც. თუ მე მის შემდეგ დავიწყებდი ფეხბურთის თამაშს, აუცილებლად ვთხოვდი, რომ თავისი ტექნიკა და დარტყმის სტილი ჩემთვის ესწავლებინა". პირლოს, დაახლოებით, 50 ჯარიმა აქვს გატანილი. ალესანდრო დელ პიერო, იტალია იხილეთ ვიდეო თავად დელ პიერომ დაწერა თავის წიგნში, რომ მისი ყველაზე დიდი მიღწევა სერია ა-ში გატანილი 22 საჯარიმო დარტყმაა. პირლომ დელ პიეროს შედეგი უკვე გაიმეორა, თუმცა, მიჰაილოვიჩის შედეგიდან ისინი ჯერ კიდევ შორს არიან (28). ნიკა ნოზაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.