ავტორიზაცია

რასელ ქროუ "ლიდსის" შეძენას აპირებს

რასელ ქროუ "ლიდსის" შეძენას აპირებს
თარიღი 26 Feb 2015, 13:36
წარსულში საკმაოდ წარმატებული ინგლისური კლუბი, „ლიდს იუნაიტედი“, შესაძლოა, რასელ ქროუს საკუთრება გახდეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი აპირებდა კლუბის შეძენას, თუმცა, ოფიციალური ნაბიჯი ამისთვის არ გადაუდგამს. ეს იდეა ძალიან მოეწონათ გულშემატკივრებს და მათ უკვე მიმართეს თხოვნით ქროუს, რათა მან დაიწყოს ოფიციალური მოქმედება. 2000–იან წლებში „ლიდს იუნაიტედს“ პრემიერ ლიგის წინა ოთხეულშიც აქვს პოზიცია დაკავებული. წყარო: the Guardian