"დინამომ" წააგო, "დილამ" მოიგო - საქართველოს ჩემპიონატს ახლა გორელები ლიდერობენ!



დღეს საქართველოს ჩემპიონატის მე-17 ტურის 6 მატჩი გაიმართა. დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, შეიცვალა უმაღლესი ლიგის ლიდერი. ბოლნისის "სიონმა" მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. ანგარიში 35-ე წუთზე "დინამოელმა" მათე ცინცაძემ გახსნა, რომელმაც "სიონის" გოლკიპერის, მირზა მერლანის უხეში შეცდომით ისარგებლა და ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. ბოლნისელთა ლეგიონერმა, ლუის ალბერტუმ ტაიმის ბოლო წუთზე შეძლო წონასწორობის აღდგენა, "მეტალურგიდან" წამოსულმა დაჩი ცნობილაძემ კი მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში სტანდარტული მდგომარეობიდან შეძლო თავური-გოლის გატანა. დარჩენილ დროში ორივე გუნდის კართან იქმნებოდა მომენტები, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. dinam "დინამოს" ფოტო "სიონი" 2:1 "დინამო" გოლები: ლუის ალბერტუ, 45, დაჩი ცნობილაძე, 50 - ცინცაძე, 35 "სიონი": მერლანი, ცხადაია, უგულავა (ზვიად ლობჯანიძე, 73), გურეშიძე, ფოფხაძე, საჯაია, ალბერტუ, ჭანკოტაძე (გოგობერიშვილი, 68), ცნობილაძე, გაფრინდაშვილი, სიჭინავა (ქებურია, 62) "დინამო": ჰრდლიჩკა, ცინცაძე, შერგელაშვილი, პარუნაშვილი (ჯანელიძე, 78), ჭანტურია, ჭანტურიშვილი, ტაბატაძე, ფერეირა, ბუკორაცი (კიტეიშვილი, 56), ონვუ, ჯიღაური (ჩირგაძე, 63) გაფრთხილება: ფოფხაძე, 28, ცნობილაძე, 56, გურეშიძე, 69, რენე ფერეირა, 74. ამრიგად, თბილისის "დინამომ" უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, "სიონმა" კი - აიღო. კახი გოგიჩაიშვილის გუნდს ეს მარცხი პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდა, ვინაიდან გორის "დილამ" საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა 2:1. ახლა გორელები 34 ქულით ერთპიროვნული ლიდერები არიან, "დინამო" კი 32 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. "დილა" 2:1 "ტორპედო" გოლები: კვეკვესკირი, 14, ჩიკვილაძე, 41 (ავტო გოლი), საბანაძე, 70 "დილა": მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, კვახაძე, ბაგაევი, ხურცილავა, რაზმაძე, სეთურიძე, ფალავანდიშვილი (მარიჩი, 56), გვალია (ჭეჭელაშვილი, 85), კვეკვესკირი (ერისთავი, 80), გორელიშვილი "ტორპედო": შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, ჩიკვილაძე, ბაბუნაშვილი (ტუღუში, 60), საბანაძე, ქებაძე (კვერნაძე, 46), კლიმიაშვილი, იოსელიანი (კირკიტაძე, 46), ქიმაძე, ზაზა ჭელიძე გაფრთხილება: იოსელიანი, 32, ჩიკვილაძე, 60, ტუღუში, 77, კლიმიაშვილი, 80, ადამაძე, 90 რაც შეეხება დღის სხვა მატჩებს: მერანი 0:2 ცხინვალი გოლები: მარკოზაშვილი 45, შინდაგორიძე, 56 მეტალურგი 0:1 ზუგდიდი გოლი: გუგუჩია, 12 ვიტ ჯორჯია 0:1 სამტრედია გოლი: კერძევაძე, 34 ზესტაფონი 2:2 ჩიხურა გოლები: სიხარულიძე, 15, ილურიძე, 78 - მუმლაძე, 56, ჩიკვაიძე, 90 სატურნირო მდგომარეობა: 1. გორის დილა - 34 ქულა 2. დინამო თბილისი - 32 ქულა 3. დინამო ბათუმი - 30 ქულა 4. სამტრედია - 28 ქულა 5. ცხინვალი - 27 ქულა 6. ჩიხურა - 26 ქულა 7. მეტალურგი - 23 ქულა 8. გურია - 22 ქულა 9. მერანი - 21 ქულა 10. შუქურა - 21 ქულა 11. ზესტაფონი - 20 ქულა 12. კოლხეთი - 18 ქულა 13. ზუგდიდი - 18 ქულა 14. სიონი - 17 ქულა 15. ტორპედო - 17 ქულა 16. ვიტ ჯორჯია - 13 ქულა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჰარი კეინმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში ისტორიული რეკორდი დაამყარა.

დღეს, 02:32

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა [VIDEO]

ლეგენდარული ჯონა ლომუს გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა.

დღეს, 02:30

ინგლისის ნაკრებმა საოცარი შედეგი დააფიქსირა - პირველად 1908 წლის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა სტუმრად კოსოვო 0:4 გაანადგურა.

დღეს, 02:30

აზარმა ლამპარდი შეაქო: "მას შეუძლია, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდეს"

მადრიდის "რეალის" შემტევმა ედენ აზარმა 'ჩელსის" ამჟამინდელი თავკაცი ფრენკ ლამპარდი შეაქო.

დღეს, 02:26

პორტუგალიის მწვრთნელი: "ევრო 2020-ის ფავორიტები არ ვართ"

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიამ ლუქსემბურგი დაამარცხა და ევრო 2020-ზე გავიდა.

დღეს, 02:23

ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი: "აზარს ერთი დიდი ნაკლი აქვს"

ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ჯონ–ობი მიკელი თავის ყოფილ თანაგუნდელზე, ედენ აზარზე საუბრობს.

დღეს, 02:20

ლაშა ტალახაძემ ერთ დღეში ერთბაშად 3 ოქრო მოიგო!

დღ​ეს, თურქეთში ძალოსნობის ტურნირი დასრულდა, სადაც მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც მონაწილეობდა.

დღეს, 02:15

სუპერ ფინალი: ლონდონის შემაჯამებელ ტურნირს ახალი ჩემპიონი ჰყავს

ჩოგბურთში, ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ერთმანეთს დომინიკ ტიმი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:11

ჩემპიონთა თასი: მოქმედი ჩემპიონი პარიზში უშანსოდ დამარცხდა, ნარიაშვილის მონპელიემ ბრძოლაში წააგო

კვირას ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 01:57

ეროვნული ლიგა - 34-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 01:57

გვილია: "მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტებთან კარგი თამაში გველის"

19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს სტუმრად ხორვატიის ნაკრებთან გამართავს.

დღეს, 01:51

საქართველოს ნაკრებმა ხორვატიაში პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას ხორვატიაში განაგრძობს.

დღეს, 01:48

არაბიძის ტრავმა მძიმე გამოდგა - ქართველი შემტევისთვის წელი დასრულდა

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე 21-წლამდე ნაკრებს ტრავმის გამო ვერ ეხმარება.

დღეს, 01:46

საფრანგეთმა ჯგუფის ბოლო მატჩიც მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩი ალბანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის შედგა.

დღეს, 01:44

ილია კაიკაციშვილის ორი ლელო საფრანგეთში [VIDEO]

ქართველი პირველხაზელის ორი ლელო

დღეს, 00:19

აბჟანდაძის ყველა ქულა, გიორგაძის და ლობჟანიძის ლელოები ჩელენჯ თასზე [VIDEO]

ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "სტად ფრანსე" "ბრივს" დაუხვდა და 11:27 დამარცხდა.

დღეს, 00:13

აბიდალი: "გრიზმანმა იცის, რომ საუკეთესო ფორმაში არ არის"

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა ფორვარდ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

გუშინ, 23:57

დე ლიგტი: "იუვენტუსი და ინტერი ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ დე ვრეი მეხმარება"

მატეის დე ლიგტმა "ინტერის" მცველ სტეფან დე ვრეისთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:49

მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება - ინგლისის ნაკრებმა სტუმრად კოსოვო გაანადგურა [VIDEO]

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ტურის ეგიდით, ინგლისის ნაკრები კოსოვოს ეწვია.

გუშინ, 23:28

რონალდუ: "პორტუგალიის ნაკრები ევრო 2020-ის ფავორიტი არ არის"

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა ევრო 2020-ზე ეროვნული გუნდის შანსებზე ისაუბრა.

გუშინ, 23:22

"ყველამ იცის, რომ არ მიყვარს, როცა მცვლიან", - რონალდუ ალაპარაკდა

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო ორ მატჩში მის შეცვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:12

კომანის სანეში გაცვლა? - ბაიერნმა მანჩესტერ სიტის პასუხი შეუთვალა

"მანჩესტერ სიტი" კომანს ლეროი სანეს შემცვლელად განიხილავს, რომლის შეძენაც "ბაიერნს" სურს.

გუშინ, 22:35

"გაზონი კარტოფილის მინდორს ჰგავდა", - რონალდუ ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ საინტერესო კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:29

მილიონერმა კლუბი იყიდა, მწვრთნელად თავისი თავი დანიშნა და პირველი მატჩი წააგო

საკმაოდ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ინგლისის ერთ-ერთ დაბალ ლიგაში.

გუშინ, 22:24

აბიდალი ბარსელონადან ვალვერდეს შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ბარსელონას" დირექტორმა, ერიკ აბიდალმ გუნდის მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეზე ისაუბრა.

გუშინ, 22:16

ვინ შეცვლის ნოიერს? - ბაიერნმა პრიორიტეტული კანდიდატი შეარჩია

"ბაიერნი" გოლკიპერ მანუელ ნოიერის შემცვლელს უკვე ეძებს, წერს Sport1.de.

გუშინ, 22:10

რონალდუს მორიგი გოლი - პორტუგალიამ ლუქსემბურგს მოუგო [VIDEO]

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ტურის ეგიდით, პორტუგალიის ნაკრები ლუქსემბურგს ეწვია.

გუშინ, 21:56

სატრანსფერო ომი იტალიურ გრანდებსა და პრემიერ ლიგის კლუბებს შორის

"ატალანტას" ნახევარმცველი, დეიან კულუშევსკი ყურადღების ეპიცენტრშია მოქცეული.

გუშინ, 21:51

აბიდალი: "რაკიტიჩი გააფრთხილეს, რომ ნაკლებს ითამაშებდა"

"ბარსელონას" ტექნიკურმა დირექტორმა გუნდში ივან რაკიტიჩის მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:45

როდრი გვარდიოლას გაკრიტიკებაზე: "ესპანეთში უცხო აზრი მიუღებელია"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, როდრი გუნდის მწვრთნელ პეპ გვარდიოლაზე საუბრობს.

გუშინ, 21:41

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10