» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის სიმბოლური ნაკრები



საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა და მეტ-ნაკლებად ლოგიკური შედეგებით დასრულდა. გთავაზობთ, Goal.ge-ს საუკეთესო თერთმეტეულს განვლილი ტური მიხედვით. მეკარე: მიხეილ ალავიძე (ბთ.დინამო) გორის "დილასთან" შეხვედრაში ბათუმელთა კარს გამოცდილი კიპერი, მიხეილ ალავიძე იცავდა და თავი საიმედო და დამაჯერებელი თამაშით დაგვამახსოვრა. ალავიძე "დინამოს" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ბათუმელთა გამარჯვებაში. მართალია, გორელი ფეხბურთელები ბევრს ცდილობდნენ, ალავიძის კარი დაელაშქრათ, მაგრამ გამოცდილი კიპერი ნებისმიერ მომენტში მოწოდების სიმაღლეზე იყო. მარჯვენა მცველი: გიგა ბეჭვაია (სამტრედია) ბეჭვაია "სიონთან" მოგებულ შეხვედრაში (3-1) ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. 28 წლის ფეხბურთელი ძალიან აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და დაცვაშიც საიმედოდ იდგა, იმის მიუხედავად, რომ სამტრედიაში საშინელი ამინდი იყო. ფაქტობრივად, ბეჭვაიამ უშეცდომოდ ითამაშა და თავისი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში. ცენტრალური მცველი: ზურაბ ხიზანიშვილი (სამტრედია) ვეტერანმა მცველმა პირველი გოლი გაიტანა "სამტრედიას" მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში. ხიზანიშვილმა გოლი თავისი გამოცდილების ხარჯზე შეაგდო, როდესაც საჯარიმოში არეულობის დროს, ყველაზე სწრაფად გაერკვა სიტუაციაში და ანგარიში გახსნა. საერთოდ, ხიზანიშვილი ყოველ თამაშში უმატებს. ამ დონის ფეხბურთელის ყოლა საქართველოს ჩემპიონატში დიდი წარმატებაა. ცენტრალური მცველი: ლაშა თოთაძე (თბ.დინამო) თოთაძემ "ზესტაფონთან" გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა, როცა 73-ე წუთზე დალაშქრა მარგველთა კარი, რითაც თბილისური გუნდი გათამაშების სათავეში დაბრუნდა. საერთოდ, 26 წლის მცველი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, რასაც ლაშა ყოველი თამაშის შემდეგ ამტკიცებს. მარცხენა მცველი: გიორგი გურული (შუქურა) "შუქურამ" განვლილ ტურში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა სტუმრად "ჩიხურასთან", რითაც სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორა. "ჩიხურასთან" გამართულ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი გურული, რომელიც "შუქურაში" წლეულს ჩაირიცხა და უმალვე გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა. მარჯვენა ნახევარმცველი: ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი) ლაშა შინდაგორიძემ "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრაში თავისი მე-4 გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში, მაგრამ ეს გოლი ყველასგან გამორჩეულია, რადგან სწორედ ლაშას გოლით დაამარცხა "ცხინვალმა" "ვიტ ჯორჯია" და ერთი საფეხურით აიწია წინ. შინდაგორიძემ "ვეტერინარებთან" სრულად ითამაშა და 81-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ შინდაგორიძე გუნდის საუკეთესო მეგოლეა. ცენტრალური ნახევარმცველი: თეიმურაზ შონია (ბთ.დინამო) ბათუმის "დინამოს" 24 წლის ფეხბურთელი, თემიურაზ შონია, რომელიც გუნდში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მივიდა, უმალვე იქცა გუნდის ერთ-ერთ წამყვანდ მოთამაშედ. შონია ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ის შესანიშნავია შეტეეების ჩაჭრაში და კარგია შეტევაში, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს - შონიას მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი, რითაც უტოლდება გუნდის თავდამსხმელებს: გიორგი ბერიაშვილსა და დიმიტრი ტატანაშვილს. შეიძლება ითქვას, რომ გუნდის ხერხემალია და მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია თამაშის სურათის შეცვლა. ცენტრალური ნახევარმცველი: თორნიკე მოსიაშვილი (გურია) "გურიას" ახლაწვეული გუნდს შესანიშნავად შეეწყო და უკვე 2 ბურთის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ თორნიკე მოსიაშვილი ცენტრში დიდ სამუშაოს ასრულებს და მეტწილად მასზეა დამოკიდებული "გურიას" თამაში. აქამდე, მოსიაშვილს უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება თითქმის არ ჰქონია და გასაკვირი და სასიხარულოა, თუ რა ადვილად გაიარა ადაპატაცია უმაღლეს ლიგასთან. დიდი ალბათობით, მოსიაშვილი ნელ-ნელა მოუმატებს და ვინ იცის, იქნებ გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველად ჩამოყალიბდეს?! ყოველ შემთხვევაში, მოსიაშვილმა თუ ასე გააგრძელა, ხელს ვერაფერი შეუშლის. მარცხენა ნახევარმცველი: ნიკა სიჭინავა (კოლხეთი ფ.) ფოთის "კოლხეთის" ერთ-ერთი ჯოკერი და საუკეთესო მოთამაშე - ნიკა სიჭინავა, რომელმაც "ზუგდიდთან" შეხვედრაშიც მოახერხა თავის გამოჩენა (86-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და 89-ე წუთზე გაიტანა). ეს მისთვის სადებიუტო გოლი იყო უმაღლეს ლიგაში. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა როცა მინდორზე გამოდის, ის ყოველთვის ამწვავებს "კოლხეთის" შეტევებს და თამაშის ტემპს უმატებს. ფაქტია, რომ სიჭინავა "კოლხეთისთვის" დიდ ძალას წარმოადგენს  და ალბათ, სულ მალე გუნდის სასტარტო შემადგენლობაშიც დამკვიდრდება. თავდამსხმელები: მანუელ ონვუ (თბ.დინამო) თბილისის "დინამოს" ახალწვეული, 27 წლის მანუელ ონვუ გუნდს შესანიშნავად შეეწყო და "დინამოს" მაისურით 3 ბურთის გატანა მოახერხა, საიდანაც 2 გოლი წინა ტურში "ზესტაფონს" გაუტანა, ხოლო მანამდე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა "დინამს" სტუმრად სამტრედიაში, როცა ესპანელმა თავდამსხმელმა საგოლედ გაისროლა. ფაქტია, რომ "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი უმაღლეს ლიგას ადვილად გაუშინაურდა და შედეგიანობითაც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და ვინ იცის, იქნებ ბომბარდირობასაც უმიზნებს ესპანელი თავდამსხმელი? თავდამსხმელი: ზვიად მეტრეველი (შუქურა) დიდხნიანი შესვენების შემდეგ გოლის გატანა მოახერხა ქობულეთის "შუქურას" თავდამსხმელმა ზვიად მეტრეველმა, რომელმაც "ჩიხურასთან" შეხვედრაში აიღო მასპინძელთა კარი და თავისი მე-4 გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში. საგულისხმოა, რომ მეტრეველი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 29 წლის თავდამსხმელი თავის საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება და ჯერაც ბევრი აქვს დასამტკიცებელი. მთავარი მწვრთნელი: გელა სანაი (შუქურა) ტურის საუკეთესო მწვრთნელად ქობულეთის "შუქურას" დამრიგებელი, გელა სანაია დავასახელეთ, რომლის გუნდმაც საჩხერეში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში, რითაც თავი 24 ქულას მოუყარა და მე-8 ადგილამდე აღზევდა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ "ზუგდიდთან" წარუმატებელი მატჩის შემდეგ სანაიას შეგირდებმა ზედიზედ 2 შეხვედრაში მოახერხეს 3 ქულის მოპოვება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზიდანი: "რატომ ვყვიროდი მატჩის შემდეგ ბოლო ხმაზე?"

"გრანადასთან" მოგებული 1:2 მატჩის შემდეგ კომენტარი მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 03:08

რამოსი: "ჩემპიონობა ოთხშაბათს უნდა ვიზეიმოთ"

მადრიდის "რეალმა" "გრანადა" დაამარცხა და თუ შემდეგ ტურში "ვილიარეალსაც" მოუგებს, ლა ლიგის ჩემპიონი ხდება.

დღეს, 03:02

ევროლიგის საუკეთესო ტრანსფერებში შენგელიას "ცსკა"-ში გადასვლა მე-2 ადგილზეა

საკალათბურთო გამოცემა Eurohoops ზაფხულში განხორციელებულ ევროლიგის ტოპ 10 ტრანსფერს ასახელებს.

დღეს, 02:27

ყოფილი ფეხბურთელი: "არსენალში ფერგიუსონი, გვარდიოლა, მოურინიო და ვენგერი ერთად რომ იყვნენ, ვერ უშველიან"

ლონდონის "არსენალმა" მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა და "ტოტენჰემთან" 2:1 დამარცხდა.

დღეს, 02:23

სოლსკიაერი ბოლო წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ: "ჩვენი ახალგაზრდებისთვის მაგალითია"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" გოლი ბოლო წუთზე გაუშვა და "საუთჰემპტონთან" ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:19

რეალმა ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო - ერთი მოგებაც და გუნდი ჩემპიონია [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში ერთმანეთს "გრანადა" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:54

ინტერმა ქამბექით მოიგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა უხვგოლიანი შეხვედრა მილანის "ინტერსა" და "ტორინოს" შორის.

დღეს, 01:38

ვინ არის ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში მესის და სუარესის რეკორდი გაიმეორა?

ლა ლიგის გასულ ტურში "სოსიედადი" სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 01:28

დე ხეამ მანჩესტერში საიუბილეო მატჩი ჩაატარა - როგორია ესპანელის სტატისტიკა?

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა და 2:2 ითამაშა.

დღეს, 01:23

გახსოვთ აკინფევა? - მსოფლიოს ყველაზე ჭარბწონიანმა ფეხბურთელმა ინგლისში ითამაშა

ინგლისის ლიგა 1-ის ფლეი-ოფში "ოქსფორდი" "ვიკომბეს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 01:19

მენდის გოლის შემდეგ, რეალმა ისტორიული რეკორდი დაამყარა - ის, რაც ამ საუკუნეში არ ყოფილა

მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა ფერლანდ მენდიმ ამ გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

დღეს, 01:14

გარეთ ბეილი სათადარიგოთა სკამზე დღესაც ერთობა [ფოტო]

ლა ლიგაში მიმდინარეობს საინლა ლიგაში მიმდინარეობს საინტერესო შეხვედრა "გრანადასა" და "რეალს" შორის, რომელსაც მადრიდელები იგებენ.ტერესო შეხვედრა "გრანადასა" და "რეალს" შორის, რომელსაც მადრიდელები იგებენ.

დღეს, 01:12

იუნაიტედმა შინ საუთჰემპტონს ვერ მოუგო და ოთხეულში შესვლის შანსი გაუშვა ხელიდან [VIDEO]

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა.

დღეს, 01:00

არც რონალდუ და არც იმობილე - სერია ა-ს ივნისის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

„ატალანტას" არგენტინელი შემტევი, ალეხანდრო გომესი, იტალიური სერია ა-ს ივნისის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გუშინ, 23:17

იუვენტუსმა თვალი მილანის აღზრდილ ნახევარმცველს დაადგა

ტურინის „იუვენტუსი" „სასუოლოს" ნახევარმცველის, მანუელ ლოკატელის მიმართ იჩენს ინტერესს, იტყობინება Tuttosport.

გუშინ, 23:13

ფოტოები: სანეს პირველი ვარჯიში ბაიერნში

„ბაიერნის" ახალწვეულმა, ლეროი სანემ, გუნდში პირველი ვარჯიში გამართა.

გუშინ, 22:48

სიტის მთავარი სატრანსფერო სამიზნე გამოიკვეთა

„მანჩესტერ სიტის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამ ზაფხულს „ბაიერნის" მცველი, დავიდ ალაბა იქნება, იტყობინება The Guardian.

გუშინ, 22:38

უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ჰიუსტონ როკეტსის" კალათბურთელს რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუშინ, 22:34

ლამპარდი კეპას არ ენდობა და სატრანსფერო ბაზარზე ორი ვარიანტი შეარჩია

ფრენკ ლამპარდს კეპა არისაბალაგასადმი სრული ნდობა მაინც არ დაუბრუნდა, იტყობინება The Athletic.

გუშინ, 20:39

ბართომეუ: "გვაქვს თუ არა ლა ლიგის მოგების შანსი? ტიტული ბოლო 11 წელიწადში 8-ჯერ მოვიგეთ"

„ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, მისი გუნდის ლა ლიგის მოგების შანსები შეაფასა.

გუშინ, 20:31

რუსული გრანდი ან ესპანეთი - ტოპ მატჩების შემდეგ, კვარაცხელიას მსურველები გამოუჩნდა

კორონავირუსის შემდეგ განახლებულ სეზონში "რუბინის" ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე ფორმაშია.

გუშინ, 20:24

სოლსკიაერი: "მარსიალი-რაშფორდი-გრინვუდის ტრიო? იუნაიტედისთვის ეს ახალი არ არის"

„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, გუნდის შემტევ ტრიოზე, მარსიალი - რაშფორდი - გრინვუდზე ისაუბრა.

გუშინ, 19:24

რეალის ყოფილი დირექტორი: "მაქვს შეგრძნება, რომ სიტის პრობლემებს ერთი ფეხბურთელი შეუქმნის"

მადრიდის „რეალის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, „მანჩესტერ სიტისთან" საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:13

სოლსკიაერი: "დე ხეას მანჩესტერიდან გაშვებაზე წამითაც კი არ მიფიქრია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა გოლკიპერ დავიდ დე ხეაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:11

Tuttosport: კრიშტიანუ რონალდუს მომავალი გადაწყვეტილია

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, კრიშტიანუ რონალდუ ზაფხულში "იუვენტუსიდან" წავიდეს.

გუშინ, 17:04

"მთვრალი არ ყოფილა", - დაცვის კომპანიაში ახსნეს, თუ რატომ გააძევეს ჰოლანდი ღამის კლუბიდან

დაცვის კომპანია PSS Securitas-ის წარმომადგენელმა, კრისტოფერ ნესჰაიმმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 16:49

სიტის აპელაცია დაკმაყოფილდა - ლა ლიგის პრეზიდენტმა CAS-ი გააკრიტიკა

ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელმა, ხავიერ ტებასმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

გუშინ, 16:41

პასუხი დევიდ ბექჰემის კლუბს - რა ბედი ეწევა ვილიანს?

"ჩელსის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ვილიანმა MLS-ის კლუბ "ინტერ მაიამის" პასუხი შეუთვალა.

გუშინ, 16:36

პრემიერ ლიგის მე-5 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ გავა

სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ჩემპიონთა ლიგაზე ადგილების გადანაწილებაზე იქონია გავლენა.

გუშინ, 16:31
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10