"25 მილიონი ნაპოლისგან? კარგი ფასია!", - რუბინის დირექტორი კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ნაპოლის კვარაცხელიასადმი ინტერესის შესახებ არაფერია მსმენია, რადგან ოფიციალური წინადადება მათი მხრიდან არ მოგვსვლია.
რაც შეეხება გაჟღერებულ თანხას, 25 მილიონი ევრო საკმაოდ კარგი ფასია!", - განაცხადა რუსმა სელექციონერმა БИЗНЕС Online-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პრესაში აქტიურად იწერება ქართველი შემტევის "ლურჯების" შემადგენლობაში შესაძლო გადასვლის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, "აძური" რუსულ გუნდს თავიანთი ვინგერის სანაცვლოდ სწორედ 25 მილიონ ევროს სთავაზობს.
"პარტენოპელების" გარდა, 19-წლის გარემარბის სახელს გასული წლის შემოდგომაზე დორტმუნდის "ბორუსიასა" და "სევილიას" უკავშირებდნენ.