ყიფიანის თასის განმეორებითი მატჩები ხვალ გაიმართება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ყიფიანის თასის განმეორებითი მატჩები ხვალ გაიმართება



ხვალ, 9 მარტს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4 ფინალური მატჩები გაიმართება. შეგახსენებთ, პირველი თამაშები 18 თებერვალს გაიმართა და ლიდერებიც ფაქტობრივად გამოიკვეთა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვინ მოიპოვენს ნახევარფინალის საგზურს. 18 თებერვალს ჩატარებული მატჩების ასეთი შედეგით დასრულდა: "დილა" (გორი) 0:0 "დინამო" (თბილისი) "ცხინვალი" (ცხინვალი) 4:5 "ვიტ ჯორჯია" (თბილისი) "სამტრედია" (სამტრედია) 2:1 "ტორპედო" (ქუთაისი) "მეტალურგი" (რუსთავი) 0:0 "ჩიხურა" (საჩხერე) ჯერჯერობით გაურკვეველია რუსთავის "მეტალურგის" ბედი. შესაძლოა რუსთაველები საჩხერეში თამაშზე ვერ წავიდნენ. შეგახსენებთ, თბილისის "დინამოს" და გორის "დილას" შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება. "ვიტ ჯორჯია" "ცხინვალს" "მცხეთა პარკზე" დაუპირისპირდება. მატჩი 14:30-ზე დაიწყება. "ჩიხურა" საჩხერეში "მეტალურგს" მიიღებს. თამაში 14:30-ზე დაიწყება, ხოლო  ქუთაისში "ტორპედო" "სამტრედიას" შეხვდება და მატჩი 16:00 საათზეა ჩანიშნული.    

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები