ყიფიანის თასის 1/2 ფინალური მატჩების კენჭისყრა ხვალ გაიმართება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ყიფიანის თასის 1/2 ფინალური მატჩების კენჭისყრა ხვალ გაიმართება



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2 ფინალური გათამაშების კენჭისყრა ხვალ,  მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება. შეგახსენებთ, თასის 1/2 ფინალში თბილისის "დინამო", სამტრედიის "სამტრედია", ცხინვალის "ცხინვალი" და საჩხერის "ჩიხურა" იასპარეზებენ. რაც შეეხება თარიღს, პირველი მატჩები 7 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 28 აპრილს არის ჩანიშნული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები