უმაღლესი ლიგა - მე-19 ტურის წინ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უმაღლესი ლიგა - მე-19 ტურის წინ



დღეს, 13 მარტს საქართველოს ჩემპიონატის მე-19 ტურის 3 მატჩი გაიმართება. გთავაზობთ,  ტურის იმ მატჩების ანონსს, რომელიც დღეს შედგება. 13 მარტი, ზესტაფონის "ზესტაფონი" - ბოლნისის "სიონი" დღეს ერთ-ერთ საინტერესო მატჩს უმასპინძლებს "დავით აბაშიძის სახელობის" სტადიონი, სადაც ადგილობრივი "ზესტაფონი" ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, მასპინძლები სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებენ, მეტოქე გუნდი კი, ამჯერად, მე-15 ადგილზეა. მოგეხსენებათ, გასულ ტურში ზესტაფონელები თბილისის "დინამოსთან" (3:2) დამარცხდნენ, ხოლო, "სიონმა" "სამტრედიასთან 3:1 დათმო. შეგახსენებთ, მატჩს დისკვალიფიკაციის გამო "ზესტაფონის" შემადგენლობიდან ზვიად სიხარულია დააკლდება . თამაში 15:00 საათზე დაიწყება. 13 მარტი, მარტვილის "მერანი" - ბათუმის "დინამო" მარტვილში, ახლადგახსნილ "მურთაზ ხურცილავას სახელობის" სტადიონზე ერთმანეთს მარტვილის "მერანი" და ბათუმის "დინამო" დაუპირისპირდებიან. მოგეხსენებათ, ბათუმის "დინამო" სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვისპირელებმა უმაღლესი ლიგის მეორე წრე მოგებით დაიწყეს და გასულ ტურში მე-3 გამარჯვება მოიპოვეს გორის "დილასთან". რაც შეეხება მასპინძელ მარტვილის "მერანს", ამჟამად, მარტვილელები მე-10 ადგილზე იმყოფებიან. მოგეხსენებათ, მარტვილში დიდხნიანი პაუზის შემდეგ, 1 მარტს "მერანმა" პირველი მატჩი საკუთარ სტადიონზე ჩაატარა. რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, იგი 15:00 საათზეა ჩანიშნული. 13 მარტი, ცხინვალის "ცხინვალი" - სამტრედიის "სამტრედია"  დღევანდელი მატჩებიდან ყველაზე საინტერესო თამაშს "მიხელ მესხის სახელობის" სათადარიგო მოედანი უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს ცხინვალის "ცხინვალი" და სამტრედიის "სამტრედია" შეხვდებიან. მოგეხსენებათ, ორივე გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალისტები არიან, ამასთანავე, უშუალო კონკურენტებად მიიჩნევიან უმაღლეს ლიგაშიც, რადგან მათ შორის სხვაობა სატურნირო ცხრილში მხოლოდ 1 ქულაა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის ცხინვალის "ცხინვალი" მე-5 ადგილზე იმყოფება, ერთი ქულით წინ, მე-4 ადგილზე სამტრედიელები არიან. საინტერესოა, შეინარჩუნებს თუ არა "სამტრედია" ამ შემთხვევაში ლიდერის პოზიციას. აღნიშნული მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები