ბაჩანა არაბული: "ცხინვალს" წინ ურთულესი ბრძოლა ელის სამეულისთვის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაჩანა არაბული: "ცხინვალს" წინ ურთულესი ბრძოლა ელის სამეულისთვის"



უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის მატჩში "ცხინვალმა" "სამტრედიას" უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ამასთან დაკავშირებით, GOAL.GE-სთან "ცხინვალის" ფეხბურთელმა, ბაჩანა არაბულმა ისაუბრა: "გუშინ, "სამტრედიასთან" "ცხინვალმა" საკმაოდ ხისტი და სწრაფი თამაში აჩვენა. ფეხბურთელები ბევრს ვმოძრაობდით მოედანზე და მეტოქე ამ კომპონენტში დავჩაგრეთ, შედეგიც სახეზეა. მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, დამსახურებულად. ცხრილის ზედა ნაწილში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ზედიზედ 3 თამაში მოვიგეთ და საქმე კარგად გვაქვს. რა თქმა უნდა, წინ ურთულესი ბრძოლა გველის იმისთვის, რომ 3-ეულში მოვხვდეთ. "ცხინვალის" მიზანი ამ ეტაპზე ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაა და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, როგორც ჩემპიონატში, ასევე, დავით ყიფიანის თასზეც", - განაცხადა ბაჩანა არაბულმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები