უმაღლესი ლიგა: 21-ე ტურის წინ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უმაღლესი ლიგა: 21-ე ტურის წინ



22 მარტს საქართელოს ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩები გაიმართება. GOAL.GE გთავაზობთ კვირა დღის ანონსს. 22 მარტი, "მეტალურგი" რუსთავი - "სიონი" ბოლნისი რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ქვემოქართლული დერბი გაიმართება. ადგილობრივი რუსთავის "მეტალურგი" ბოლნისის "სიონს" მიიღებს. მოგეხსენებათ, ბოლნისელები სატურნირო ცხრილში არც თუ სახარბიელო სიტუაციში იმყოფებიან. "სიონმა" უმაღლესი ლიგის მეორე წრეში ჩატარებული 5 მატჩიდან ერთი გამარჯვებით დაასრულა, დანარჩენ 4-ში კი დამარცხდა. რუსთაველთა სიტუაცია უფრო რთულია, რადგან მათ ჩატარებული 5 მატჩიდან არც ერთი მოგება არ აქვთ. ერთადერთი ფრე და 4 მარცხი, თუმცა აღსანიშნავია, რომ გასულ წრეში მიღწეული კარგი შედეგით ამჟამად "მეტალურგი" "სიონზე" უკეთეს პოზიციაზე, მე-10 ადგილზე იმყოფება. აღნიშნული მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. 22 მარტი, "კოლხეთი" ფოთი - "დინამო" თბილისი ლანჩხუთში "ევგრაფი შევარდნაძის სახელობის" სტადიონზე ერთმანეთს ფოთის "კოლხეთი" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდებიან. ფოთის "კოლხეთს" მეორე წრეში ჩატარებული 5 მატჩიდან ერთი მოგება, ერთიც ფრე და 3 წაგება აქვს. რაც შეეხება თბილისის "დინამოს", ის კვლავ ლიდერის პოზიციაზე იმყოფება და ჩატარებული მატჩებიდან მხოლოდ ერთი მარცხი და 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული. კოლხები სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ფოთის "კოლხეთიდან" ლევან კაკულია დააკლდება. საეჭვოა, ამბროლაძის და ჟიშკარიანს თამაშიც. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. 22 მარტი "მერანი" მარტვილი - "გურია" ლანჩხუთი მარტვილში "მურთაზ ხურცილავას სახელობის" სტადიონი უმასპინძლებს "მერანსა" და "გურიას" შორის გასამართ მატჩს. შეგახსენებთ, გასულ ტურში მარტვილის "მერანი" სამბურთიანი სხვაობით "ზუგდიდთან" დამარცხდა, ხოლო "გურიამ" "დილასთან" მატჩი უგოლოდ დაასრულა. "მერანი" ამჟამად მე-12 ადგილს იკავებს სატურნირო ცხრილში. მარტვილელებმა ჩატარებული მატჩებიდან 3 მარცხით დაასრულეს, 2 კი ფრედ. რაც შეეხება "გურიას", ლანჩხუთელები მე-7 ადგილზე იმყოფებიან და ჩატარებული თამაშებიდან 3 გამარჯვებით აქვთ დასრულებული, ერთი ფრედ და ერთიც მარცხით. თამაშს "მერანის" შემადგენლობიდან დისკვალიფიკაციის გამო ვაჟა ქიქავა დააკლდება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. 22 მარტი, "ცხინვალი" ცხინვალი - "დინამო" ბათუმი "მიხეილ მესხის სახელობის" სათადარიგო მოედანზე ცხინვალის "ცხინვალი" ბათუმის "დინამოს" გაეჯიბრება. შეგახსენებთ, ბათუმელები მეორე წრის დასაწყისიდან აოცებენ გულშემატკივრებს, რადგან მათ ჩატარებული 5 მატჩიდან 5-ვე გამარჯვებით დაასრულეს და ამჟამად სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. რაც შეეხება მეტოქე გუნდს, ცხინვალის "ცხინვალმა" გასულ ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" განიცადა მარცხი, ამავე თამაშში, მოედნიდან გაძევებულ იქნა ნიკა კაჭარავა, რომელიც დღევანდელ მატჩსაც დააკლება. რაც შეეხება ცხინვალელთა სატურნირო მდგომარეობას, ისინი ამჟამად მე-5 ადგილს იკავებენ. თამაში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები