ეროვნული ჩემპიონატი: უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის წინ



სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დღეიდან განახლდება. უმაღესი ლიგის 22-ე ტურის იმ მატჩების ანონსს გაგაცნობთ, რომელიც დღეს გაიმართება. 3 აპრილი, ზუგდიდის "ზუგდიდი" - ცხინვალის "ცხინვალი" დღეს ზუგდიდის "ზუგდიდი" ბაიას ბაზაზე ცხინვალის "ცხინვალს" გაეჯიბრება. შეგახსენებთ, გასულ ტურში ზუგდიდელები  “მცხეთა პარკზე” ჩემპიონატში ბოლო ადგილზე მყოფ თბილისის “ვიტ ჯორჯიას” დაუპირისპირდნენ და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ. "ზუგდიდი" სატურნირო ცხრილში ამჯერად მე-14 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "ცხინვალს", გასულ ტურში ისინი ბათუმის "დინამოს" გაეჯიბრნენ და 0:1 დამარცხდნენ. ამჟამად ცხინვალის "ცხინვალი" მე-5 ადგილს იკავებს ცხრილში და ერთი ქულით ჩამორჩება სამტრედიის "სამტრედიას". უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ბაიას ბაზაზე თამაში 16:00 საათზე დაიწყება. "ცხინვალის" შემადგენლობას ნიკა კაჭარავა დააკლდება, "ზუგდიდს" კი ლუკა კობერიძე და აკაკი ფარჯიკია გამოაკლდებიან. 3 აპრილი, თბილისის  "დინამო" - გორის "დილა" დღევანდელი მატჩებიდან ყველაზე საინტერესო თამაში "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც მეორეადგილოსანი თბილისის "დინამო" გორის "დილას" დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. გამომდინარე აქედან, დღეს ორივე გუნდს ბრძოლა მოუწევს ქულის ასაღებად. გასულ ტურში თბილისელებმა ფოთის "კოლხეთს" ვერ მოუგეს და მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა. გორის "დილამ" კი 21-ე ტურში მოსალოდნელი სამი ქულა მარტივად მოიპოვა. მატჩი თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" შორის 17:00 საათზე დაიწყება. 3 აპრილი, ბათუმის "დინამო" - ქუთაისის "ტორპედო" საინტერესოა, გააგრძელებს თუ არა ბათუმის "დინამო" მეორე წრის წაუგებელ სერიას. ამ კითხვას პასუხი დღეს, "ჩელე არენაზე" გაეცემა, სადაც ბათუმელები ქუთაისელებს მიიღებენ. მე-6 წაუგებელ მატჩი ჩაატარეს შავიზღვისპირელებმა და მხვალინდელი მოლოდინიც სწორედ გამარჯვებაა. ამჟამად სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ "დინამოელებს" არც ისე სუსტი მეტოქე ხვდა წილად. მოგეხსენებათ, ქუთაისის "ტორპედოში" ბოლო რამდენიმე ტურია სიტუაცია შეიცვალა,  21-ტურში გუნდმა ერთ-ერთი ლიდერი "სამტრედიაც" დიდი უპირატესობის შემდეგ დაამარცხა. დღევანდელი მატჩი "ჩელე არენაზე" 16:00 საათზე არის ჩანიშნული. 3 აპრილი, საჩხერის "ჩიხურა" - მარტვილის "მერანი" ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება საჩხერის "ჩიხურასა" და მარტვილის "მერანს" შორის დაპირისპირება. გასულ ტურში "ჩიხურა" დილასთან დამარცხდა, ხოლო "მერანმა" "გურიას" ერთი გოლით აჯობა. "ჩიხურა" ამჯერად მე-7 ადგილზე იმყოფება, "მერანი" კი 27 ქულით, მე-9 ადგილზეა. მატჩს "მერანის" შემადგენლობიდან აკაკი შულაია დააკლდება. აღნიშნული თამაშიც 16:00 საათზეა ჩანიშნული. 3 აპრილი, ლანჩხუთის "გურია" - თბილისის "ვიტ ჯორჯია" ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძის სახელობის" სტადიონზე გაიმართება "გურიას" მორიგი საშინაო მატჩი. ლანჩხუთელები თბილისის "ვიტ ჯორჯიას" გაეჯიბრებიან. გასულ ტურში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, "ვიტ ჯორჯიამ" ქულები "ზუგდიდთან" მოიპოვა, "გურია" კი - "მერანთან" დამარცხდა. დისკვალიფიკაციის გამო, "ვიტ ჯორჯაის"  კახა კახაბრიშვილი და ბადრი დემეტრაშვილი დააკლდებიან, "გურიას" კი ინგოროყვა არ ეყოლება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. 3 აპრილი, ზესტაფონის "ზესტაფონი" - რუსთავის  "მეტალურგი" არანაკლებ საინტერესო მატჩი გაიმართება დავით აბაშიძეზე, სადაც ორი შეჭირვებული გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. საერთო ჭირის მოზიარე, ორი კლუბი ერთმანეთს მეორე წრის დასრულებამდე ამხანაგურადაც გაეჯიბრნენ, სადაც რუსთაველებს "ზესტაფონმა" აჯობა.. როგორც ცნობილი ხდება, "მეტალურგი" ფედერაციის მიერ გაღებული ფინანსებით გაემგზავრება ზესტაფონში. ასევე გეტყვით, რომ გუნდს, დისკვალიფიკაციის გამო ძირითადი მეკარე, გრიგოლ ბედიაშვილი ვერ დაეხმარება. სტატისტიკურად  "ზესტაფონი" შედარებით უკეთეს პოზიციაზე და პირობებში იმყოფება, თუმცა მოგეხსენებათ, არც მათ აქვთ მთლად დალხენილად საქმე. მატჩი დანარჩენების მსგავასად, 16:00 საათზე დაიწყება. 3 აპრილი, სამტრედიის "სამტრედია" - ქობულეთის "შუქურა" სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძის სახელობის" სტადიონზე ადგილობრივი "სამტრედია" ქობულეთის "შუქურას" დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, გასულ ტურში "სამტრედია" ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა. ამჟამად გუნდი მე-4 ადგილს იკავებს. რაც შეეხება მეტოქე "შუქურას", ქობულეთელებმა გასულ ტურში "ზესტაფონი" დაამარცხეს და ამჟამად მე-12 ადგილზე იმყოფებიან. აღნიშნული მატჩიც 16:00 საათზე დაიწყება. 3 აპრილი, ბოლნისის "სიონი" - ფოთის "კოლხეთი"  "მიხეილ მესხის საახელობის" სტადიონზე ბოლნისის "სიონი" ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, გასულ ტურში "სიონმა" "მეტალურგი" დაამარცხა, ხოლო "კოლხეთმა" "დინამოს" სამი ქულა არ ააღებინა. მასპინძლები ამჟამად მე-15 ადგილზე იმყოფებიან, რაც შეეხება "კოლხეთს", გუნდი 22 ქულით მე-13 ადგილს იკავებს. აღნიშნული მატჩიც 16:00 საათზეა ჩანიშნული. "სიონის" შემადგენლობას, დისკვალიფიკაციის გამო  პაპუნა მოსემღვდლიშვილი დააკლდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჰარი კეინმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში ისტორიული რეკორდი დაამყარა.

დღეს, 02:32

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა [VIDEO]

ლეგენდარული ჯონა ლომუს გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა.

დღეს, 02:30

ინგლისის ნაკრებმა საოცარი შედეგი დააფიქსირა - პირველად 1908 წლის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა სტუმრად კოსოვო 0:4 გაანადგურა.

დღეს, 02:30

აზარმა ლამპარდი შეაქო: "მას შეუძლია, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდეს"

მადრიდის "რეალის" შემტევმა ედენ აზარმა 'ჩელსის" ამჟამინდელი თავკაცი ფრენკ ლამპარდი შეაქო.

დღეს, 02:26

პორტუგალიის მწვრთნელი: "ევრო 2020-ის ფავორიტები არ ვართ"

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიამ ლუქსემბურგი დაამარცხა და ევრო 2020-ზე გავიდა.

დღეს, 02:23

ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი: "აზარს ერთი დიდი ნაკლი აქვს"

ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ჯონ–ობი მიკელი თავის ყოფილ თანაგუნდელზე, ედენ აზარზე საუბრობს.

დღეს, 02:20

ლაშა ტალახაძემ ერთ დღეში ერთბაშად 3 ოქრო მოიგო!

დღ​ეს, თურქეთში ძალოსნობის ტურნირი დასრულდა, სადაც მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც მონაწილეობდა.

დღეს, 02:15

სუპერ ფინალი: ლონდონის შემაჯამებელ ტურნირს ახალი ჩემპიონი ჰყავს

ჩოგბურთში, ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ერთმანეთს დომინიკ ტიმი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:11

ჩემპიონთა თასი: მოქმედი ჩემპიონი პარიზში უშანსოდ დამარცხდა, ნარიაშვილის მონპელიემ ბრძოლაში წააგო

კვირას ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 01:57

ეროვნული ლიგა - 34-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 01:57

გვილია: "მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტებთან კარგი თამაში გველის"

19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს სტუმრად ხორვატიის ნაკრებთან გამართავს.

დღეს, 01:51

საქართველოს ნაკრებმა ხორვატიაში პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას ხორვატიაში განაგრძობს.

დღეს, 01:48

არაბიძის ტრავმა მძიმე გამოდგა - ქართველი შემტევისთვის წელი დასრულდა

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე 21-წლამდე ნაკრებს ტრავმის გამო ვერ ეხმარება.

დღეს, 01:46

საფრანგეთმა ჯგუფის ბოლო მატჩიც მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩი ალბანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის შედგა.

დღეს, 01:44

ილია კაიკაციშვილის ორი ლელო საფრანგეთში [VIDEO]

ქართველი პირველხაზელის ორი ლელო

დღეს, 00:19

აბჟანდაძის ყველა ქულა, გიორგაძის და ლობჟანიძის ლელოები ჩელენჯ თასზე [VIDEO]

ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "სტად ფრანსე" "ბრივს" დაუხვდა და 11:27 დამარცხდა.

დღეს, 00:13

აბიდალი: "გრიზმანმა იცის, რომ საუკეთესო ფორმაში არ არის"

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა ფორვარდ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

გუშინ, 23:57

დე ლიგტი: "იუვენტუსი და ინტერი ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ დე ვრეი მეხმარება"

მატეის დე ლიგტმა "ინტერის" მცველ სტეფან დე ვრეისთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:49

მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება - ინგლისის ნაკრებმა სტუმრად კოსოვო გაანადგურა [VIDEO]

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ტურის ეგიდით, ინგლისის ნაკრები კოსოვოს ეწვია.

გუშინ, 23:28

რონალდუ: "პორტუგალიის ნაკრები ევრო 2020-ის ფავორიტი არ არის"

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა ევრო 2020-ზე ეროვნული გუნდის შანსებზე ისაუბრა.

გუშინ, 23:22

"ყველამ იცის, რომ არ მიყვარს, როცა მცვლიან", - რონალდუ ალაპარაკდა

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო ორ მატჩში მის შეცვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:12

კომანის სანეში გაცვლა? - ბაიერნმა მანჩესტერ სიტის პასუხი შეუთვალა

"მანჩესტერ სიტი" კომანს ლეროი სანეს შემცვლელად განიხილავს, რომლის შეძენაც "ბაიერნს" სურს.

გუშინ, 22:35

"გაზონი კარტოფილის მინდორს ჰგავდა", - რონალდუ ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ საინტერესო კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:29

მილიონერმა კლუბი იყიდა, მწვრთნელად თავისი თავი დანიშნა და პირველი მატჩი წააგო

საკმაოდ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ინგლისის ერთ-ერთ დაბალ ლიგაში.

გუშინ, 22:24

აბიდალი ბარსელონადან ვალვერდეს შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ბარსელონას" დირექტორმა, ერიკ აბიდალმ გუნდის მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეზე ისაუბრა.

გუშინ, 22:16

ვინ შეცვლის ნოიერს? - ბაიერნმა პრიორიტეტული კანდიდატი შეარჩია

"ბაიერნი" გოლკიპერ მანუელ ნოიერის შემცვლელს უკვე ეძებს, წერს Sport1.de.

გუშინ, 22:10

რონალდუს მორიგი გოლი - პორტუგალიამ ლუქსემბურგს მოუგო [VIDEO]

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ტურის ეგიდით, პორტუგალიის ნაკრები ლუქსემბურგს ეწვია.

გუშინ, 21:56

სატრანსფერო ომი იტალიურ გრანდებსა და პრემიერ ლიგის კლუბებს შორის

"ატალანტას" ნახევარმცველი, დეიან კულუშევსკი ყურადღების ეპიცენტრშია მოქცეული.

გუშინ, 21:51

აბიდალი: "რაკიტიჩი გააფრთხილეს, რომ ნაკლებს ითამაშებდა"

"ბარსელონას" ტექნიკურმა დირექტორმა გუნდში ივან რაკიტიჩის მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:45

როდრი გვარდიოლას გაკრიტიკებაზე: "ესპანეთში უცხო აზრი მიუღებელია"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, როდრი გუნდის მწვრთნელ პეპ გვარდიოლაზე საუბრობს.

გუშინ, 21:41

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10