Goal.Ge

დილამ გაანადგურა, დინამო განადგურდა - 25-ე ტური



საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა საქართველოს ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩები. ზუგდიდი 1:1 სამტრედია "ზუგდიდმა" შინ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, "სამტრედია" მიიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა. ანგარიში 69-ე წუთზე ყოფილმა "დინამოელმა", ლევან კაკუბავამ გახსნა.  ზუსტად 10 წუთში ზუგდიდელებმა წონასწორობა აღადგინეს და საბოლოო წერტილი დასვეს. გოლის გატანა ლაშა ღონღაძემ მოახერხა თერთმეტმეტრიანი დარტყმით. ვიტ ჯორჯია 2:0 სიონი მოულოდნელი მარცხი იწვია ბოლნისის "სიონმა" 25-ე ტურში. ვლადიმერ ბურდულის გუნდი "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა. ანგარიში 30-ე წუთზე ლობჟანიძემ გახსნა, 45-ე წუთზე კი კახაბრიშვილმა 2-მდე გაზარდა "ვიტ ჯორჯიას" უპირატესობა. კოლხეთი 3:0 მეტალურგი მორიგი მატჩი წააგო რუსთავის "მეტალურგმა" უმაღლეს ლიგაში. უკვე ზედიზედ 12 შეხვედრაა, რაც ვარლამ კილასონიას გუნდი გამარჯვებას ვერ ახერხებს (10 წაგება, 2 ფრე). ამჯერად, რუსთაველები "კოლხეთმა" დაამარცხა. 28-ე წუთზე ანგარიში გურამ გურეშიძემ გახსნა. 61-ეზე გოგონაიამ ორამდე გაზარდა ფოთელთა უპირატესობა. 2 წუთის შემდეგ კი მერაბ გიგაურმა წერტილი დასვა 3:0. ცხინვალი 4:1 დინამო კატასტროფული მარცხი იწვნია ჩემპიონობისთვის მებრძოლმა თბილისის "დინამომ". "ცხინვალმა" კახი გოგიჩაიშვილის გუნდი 4:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ანგარიში "დინამომ" 24-ე წუთზე გახსნა და შეხვედრას იგებდა. გოლი მათე ცინცაძემ გაიტანა, თუმცა, მის გოლს მალევე უპასუხეს ცხინვალელებმა. 39-ე წუთზე ანგარიში გიორგი ივანიშვილმა გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკა კაჭარავამ გუნდი წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე მახარობლიძემ 2-მდე გაზარდა უპირატესობა, 90-ეზე კი წკრიალაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:1. დილა 5:2 შუქურა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა უმაღლესი ლიგის ლიდერმა, გორის "დილამ". უჩა სოსიაშვილის გუნდმა ქობულეთის "შუქურა" 5:2 დაამარცხა. ანგარიში მე-9 წუთზე გორელიშვილმა გახსნა და ზუსტად 10 წუთში ერისთავმა ის ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს თავისი გოლი მოდებაძემაც გაიტანა, რასაც "შუქურას" მხრიდან ჩელებაძემ უპასუხა. პირველი ნახევარი 3:1 დასრულდა, მეორე ნახევარი კი გორელებმა გოლით დაიწყეს, 55-ე წუთზე მე-4 გოლი გორელიშვილმა გაიტანა და დუბლიც გაიფორმა. ზუსტად 3 წუთში თუხარელმა კვლავ შეამცირა სხვაობა, თუმცა, მოდებაძემ 75-ე წუთზე კვლავ 3-ბურთიანი გახადა უპირატესობა. ამრიგად, გორელებმა "დინამო" 4 ქულით მოიტოვეს უკან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

პრაქტიკულად გადაწყდა: მანჯუკიჩის ახალი კლუბი ცნობილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი ზამთარში კლუბს დატოვებს.

გუშინ, 16:58

პერესი: "რეალის ფეხბურთელები სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ"

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 16:42

ბუსკეტსი: "სტერლინგის მესისთან შედარება მეტისმეტია"

"ბარსელონას" ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 15:48

"ბარსელონაში ზოგიერთი ძალიან ცუდად მეპყრობოდა", - პაკო ალაპარაკდა

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

გუშინ, 15:43

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10