თბილისის "დინამო" ფინალშია! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

თბილისის "დინამო" ფინალშია!



დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. სამტრედიის "სამტრედია" საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდა, ცხინვალის "ცხინვალმა" კი თბილისის "დინამო" მიიღო მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე. რამდენიმე დღის წინ უმაღლეს ლიგაში "ცხინვალის" და "დინამოს" დაპირისპირებაც "ცხინვალის" გამარჯვებით დასრულდა(4:1). თასის გათამაშების პირველი მატჩი კი, თბილისის "დინამომ" 2-ბურთიანი სხვაობით მოიგო და ფინალის საგზურიც მაშინვე მოიპოვა. მატჩის ერთადერთი გოლი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გავიდა. 39-ე წუთზე ცარიელ კარში ბურთი გიორგი ივანიშვილმა ზუსტად გაგზავნა. თავის გუნდს კი მოაგებინა, თუმცა მისი ერთი გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. მატჩის დასრულებამდე კიდევ არაერთხელ მიეცათ შანსი "ცხინვალის" ფეხბურთელებს, რომ ანგარიში ორამდე გაეზარდათ, თუმცა საბოლოო შედეგი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. დღევანდელი მატჩი "ცხინვალმა" მოიგო, თუმცა დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის "დინამო" გავიდა. "დინამოს" მეტოქე ფინალურ ტურში სამტრედიის "სამტრედია" იქნება.  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები