ავტორიზაცია

ქუთაისის ცენტრალური სტადიონი რამაზ შენგელიას სახელობის იქნება

ქუთაისის ცენტრალური სტადიონი რამაზ შენგელიას სახელობის იქნება
თარიღი 30 აპრ 2015, 15:42
ქალაქ ქუთაისის საკრებულომ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიანიჭა. როგორც ქუთაისური პრესა წერს, ეს გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს მიიღო. რამაზ შენგელია ქუთაისში დაიბადა და ფეხბურთის თამაში სწორედ ამ ქალაქში დაიწყო. 1974 წელს თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოს" დუბლშემადგენლობაშიც, თუმცა, ქართველმა ერმა იგი თბილისის "დინამოში" გადასვლის შემდეგ გაიცნო. რამაზ შენგელია 2012 წლის 21 ივნისს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა