28 წლის განელი ფეხბურთელი მოედანზე გარდაიცვალა

მატჩის დროს გარდაიცვალა განას ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რაფაელ დვამენა.
„ეგნატიის“ 28 წლის ექს-ფეხბურთელს ალბანეთის უმაღლესი ლიგის მატჩში „პარტიზანთან“ 24-ე წუთზე გული წაუვიდა, ექიმები მის დახმარებას ცდილობდნენ და უახლოეს საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ.
როგორც Deutsche Welle იტყობინება, გულის პრობლემები ფეხბურთელს დიდი ხანია აქვს.
2020-ში მას დეფიბრილატორი ჩაუდგეს და ექიმებმა კარიერის დასრულება ურჩიეს, თუმცა დვამენა თამაშს აგრძელებდა. 2021 წლის ოქტომბერში მას მატჩის დროს შეტევა დაემართა, თუმცა დეფიბრილატორმა გადაარჩინა.
2022-ში მოწყობილობა მოუხსნეს და ფეხბურთელმა თამაში მის გარეშე გააგრძელა.
„ტექნოლოგიებს აღარ ვენდობი, რისკს საკუთარ თავზე ვიღებ და რაც მოხდება - ჩემი ბრალია.“, - ამბობდა მაშინდელ ინტერვიუში ფეხბურთელი.