ავტორიზაცია

13 ტრანსფერი, რომელიც უკვე განხორციელდა

13 ტრანსფერი, რომელიც უკვე განხორციელდა
თარიღი 12 May 2015, 14:25
13. დირკ კიუიტი "ფეინოორდში" 9 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. 12. პაბლო არმერო, რომელიც "მილანის" ღირსებას იცავდა ამიერიდან "ფლამენგოში" ითამაშებს. 11. სეზონის დასრულების შემდეგ ნიგერიელი ტავდამსხმელი, ენტონი უჩე "კიოლნიდან" "ვერდერში" გადავა. 10. "აიაქსმა" "ალკმაარის" სერბი ანხევარმცველის, ნემანია გუდელის სანაცვლოდ 6 მლნ ევრო გადაიხადა. 9. "ჰამბურგმა" ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი, ლუის ჰოლტბი გამოისყიდა. 8. 20 წლის ჩამშლელი, ჯოშუა კიმიხი ახალი სეზონიდან "ბაიერნის" ღირსებას დაიცავს. 7. ჯეისონ მურილიო "გრანადიდან" "ინტერში" გადავიდა. 6. მიუნხენგლადბახის "ბორუსიამ" ედენ აზარის ძმა, ტორღარ აზარი "ჩელსისგან" სრულად გამოისყიდა. 5. მატია ნასტასიჩი შემდეგ სეზონშიც "შალკეში" ითამაშებს. გელზენრკიხენელბმა მცველის კონტრაქტი უკვე გამოისყიდეს. 4. "ტულუზას" მცველი, სერჟ ორიე, რომელიც ამჟამად "პსჟ"-ში არენდით თამაშOბს, შემდეგი სეზონიდან პარიზული კლუბის სრულუფლებიანი მოთამაშე იქნება. 3. "ვოლფსბურგმა" მიუნხენგლადბახის "ბორუსიის" შედეგიანი თავდამსხმელი, მარკ კრუზე 12 მლნ ევროდ იყიდა. 2. მემფის დეპაიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" გააფორმა კონტრაქტი. ის აქამდე "პსვ"-ს ღირსებას იცავდა. 1. მადრიდის "რეალმა" "პორტუდან" პორტუგალიელი განაპირა მცველი, დანილო იყიდა.