» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ოთარ მარცვალაძე: "საქართველოს ნაკრების ამ შემადგენლობას წარმატების მიღწევის შანსი აქვს"



ტოსნოდან წამოსვლის შემდეგ, ოთარ მარცვალაძე ფორმას ინდივიდუალური ვარჯიშით ინარჩუნებს და როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, სავარაუდოდ, კარიერას გორის დილაში გააგრძელებს. ოთარ მარცვალაძეს გუშინ შევეხმიანეთ... თავიდან ტოსნოდან წამოსვლის შესაებ გვითხარი. ვიცით, რომ ეს ლეგიონერებზე ლიმიტის გამო მოხდა, მაგრამ მაინც გასაკვირი იყო კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. გასაკვირი ნამდვილად იყო. მათ შეეძლოთ, უფრო ადრე დამლაპარაკებოდნენ ამ საკითხზე და მაშინ მარტივად გადავიდოდი სხვა გუნდში. ახლა კი გუნდის დატოვება მაშინ მომიწია, როდესაც მეორე წრე მიმდინარეობდა და ბუნებრივია, ვერცერთ გუნდს ვეღარ შევუერთდებოდი. სათამაშო ფორმას როგორ ინარჩუნებ? ინდივიდუალურად, ინტენსიურად ვვარჯიშობ. დავრბივარ, მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობ, მაგრამ ცხადია, ეს ვერ შეედრება გუნდთან ერთად ვარჯიშს. როგორც ვიცით, შენი გადაბირებით გორის დილაა დაინტერესებული. ლაპარაკი მხოლოდ ევროთასებზეა თუ უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობაზე? ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია, ინტერესი არის და მეც მსურს, ამ გუნდში თამაში, მაგრამ ჯერ დაველოდოთ სეზონის დასრულებას და ამის შემდეგ გაირკვევა ყველაფერი. დეტალებზე ახლა ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, რადგან ჯერჯერობით კონკრეტულზე არაფერზე შევთანხმებულვართ. სანამ ტოსნოში გადახვიდოდი, დინამოში თამაშისას საქართველოს ჩემპიონი გახდი, მაგრამ ტოსნოს მსგავსად, დინამოც მოულოდნელად დატოვე... ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშეთ წარუმატებლად და გუნდის ხელმძღვანელობამაც კლუბში სერიოზული ცვლილებები განახორციელა. ყველაფერი მშვიდად მოხდა, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე დავშორდი დინამოს. ცხრა წლის წინ ვიტ ჯორჯიას ღირსებას იცავდი, როგორ ფიქრობ, ჩვენი ჩემპიონატის დონე საითკენ მიდის? ადრე უფრო ძლიერი ჩემპიონატი იყო, მაგრამ ახლა რომ დაძაბულობაა, ფაქტია. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და პირველი ადგილისთვის სამი გუნდი იბრძვის, ასეთი დაძაბულობა კი ბუნებრივია, დონის ამაღლებას ხელს შეუწყობს. როდესაც ვიტ ჯორჯიადან კიევის დინამოში გადახვედი, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელად ითვლებოდი და ყველას გვქონდა იმედი, რომ გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშებდი. ამის იმედი ბუნებრივია, მეც მქონდა და ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი. გადამწყვეტი ალბათ ის აღმოჩნდა, რომ კარიერის განმავლობაში არაერთი ტრავმა მქონდა და ამან სერიოზულად უკან დამწია, გარდა ამისა, ალბათ იყო სხვა მიზეზებიც, მაგრამ დანებებას ნამდვილად არ ვაპირებ და კვლავინდებურად ძველებური შემართებით ვაგრძელებ ვარჯიშს. დარწმუნებული ვარ, ჩემს სიტყვას კიდევ ვიტყვი. კახა ცხადაძემ თავდაპირველად გაფართოებულ შემადგენლობაში დაგასახელა. მართალია, სანაკრებო შეკრებაზე ვერ მოხვდი, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გაკვირდება... ცხადაძესთან არასდროს მიმუშავია, მაგრამ მის მიერ ნაჩვენები შედეგები კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა დონის სპეციალისტმა ჩაიბარა ნაკრები. ახლა, მთავარია მას შესაბამისი დრო მიეცეს იმისთვის, რომ ნაკრების თამაში დააყენოს და ამ შემადგენლობას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, წარმატებას რომ მიაღწიოს. მალტასთან და გერმანიასთან ჩატარებულ შეხვედრებზე რას იტყვი? მალტელებს ყველა ასპექტში ვაჯობეთ და დამსახურებულადაც მოვიგეთ, ეგაა, გოლის გატანა დაგვიგვიანდა. რაც შეეხება გერმანელებთან შეხვედრას, მათ ბრაზილიას მოუგეს 7:1 და ჩვენ რომ დაგვამარცხეს, გასაკვირი არაა. მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული გუნდის თამაშში ბევრი სიახლე იყო, მაგალითად, ვცდილობდით ბურთის დაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებს ვეთამაშებოდით, მაინც გვქონდა მცდელობა, რომ შედარებით მეტი დრო გაგვეტარებინა შეტევაში და ეს ყოველივე მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ამ ნაკრებს პერსპექტივა ნამდვილად აქვს. პაატა ძნელაძე, GFF.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა [განახლებადი]

არმოგიდგენთ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალებისა და 1/2 ფინალების კენჭისყრას. როგორც მოგეხსენებათ,

დღეს, 14:10

ევროპული გრანდი, ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგიით - თოკოს ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარე

როგორც მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონის რანგში "ბასკონიას" დაემშვიდობა და მოსკოვის "ცსკა"-ს შეუერთდა.

დღეს, 13:59

სოლსკიაერი: "სუფთა პენალტი იყო, მეტოქემ ბრუნოს ზიდანის ფინტის გაკეთებაში შეუშალა ხელი"

„მან.იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის აზრით, მსაჯმა „ასტონ ვილასთან" მატჩში პენალტი სამართლიანად დანიშნა.

დღეს, 12:30

"ცსკა-ში 2 მთავარი მიზეზის გამო გადავედი" - თორნიკე შენგელიას კომენტარი

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში "ცსკა"-ში გადასვლის მიზეზებზე საუბრობს.

დღეს, 12:26

უკანასკნელად, როდის დაამთავრა მოურინიოს გუნდმა მატჩი კარში ზუსტი დარტყმის გარეშე?

პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, „ბორნმუთთან" მატჩში, „ტოტენჰემმა" კარში ვერც ერთი ზუსტი დარტყმა ვერ განახორციელა.

დღეს, 12:20

VIDEO: რას აკეთებს VAR? მან.იუნაიტედს გუშინდელ მატჩში სასაცილო პენალტი დაუდეს

„ასტონ ვილა" - „მანჩესტერის" გუშინდელ შეხვედრაში, ძალიან საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა.

დღეს, 12:02

"VAR კვლავაც სასაცილოდ რჩება", - შმეიხელმა ასტონ ვილასთან მატჩის არბიტრი გააკრიტიკა

„მან.იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ, პიტერ შმეიხელმა, „ასტონ ვილასთან" მატჩში მსაჯის მუშაობა გააკრიტიკა.

დღეს, 11:58

სამივე ჯილდო ბაიერნს - ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და აღმოჩენა

გერმანიის ფეხბურთელთა საბჭომ ბუნდესლიგის ინდივიდუალური ჯილდოების გამარჯვებულები დაასახელა.

დღეს, 11:48

კატასტროფა დაცვაში - რეალის განაცხადი ალავესთან მატჩისთვის

ზინედინ ზიდანმა „ალავესთან" მატჩისთვის 22-კაციანი განაცხადი დაასახელა.

დღეს, 11:39

პოგბა: "ამ სეზონში ორი მიზანი გვაქვს დარჩენილი"

„მან.იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, „ასტონ ვილასთან" მოგების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

დღეს, 11:06

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის კენჭისყრა: ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

2019/20-სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 1/4, 1/2 და ფინალური ეტაპების კენჭისყრა ხვალ, 10 ივლისს, შვეიცარიულ ნიონში გაიმართება.

დღეს, 10:59

ფოტო: დე ხეამ შმეიხელი ჩამოიტოვა და იუნაიტედის ისტორიაში შევიდა

დავიდ დე ხეამ „ასტონ ვილასთან" მოგებულ (3:0) მატჩში კარი მშრალად შეინახა.

დღეს, 10:43

გატუზოს მომავალი 99%-ით გადაწყვეტილია

„ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, გუნდთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა, წერს „ტვიტერში" ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

დღეს, 10:40

ეზეკილ ლავესიმ კარიერა შესაძლოა შვილის თხოვნით განაახლოს

არგენტინელი თავდამსხმელი, ესეკიელ ლავესი, შესაძლოა ფეხბურთში დაბრუნდეს, იტყობინება Clarin.

დღეს, 10:33

ჯორჯ ფლოიდის საპატივცემლოდ, ტიერი ანრიმ მუხლი 8 წუთითა და 46 წამით მოიდრიკა

ტიერი ანრიმ დაღუპულ ჯორჯ ფლოიდს მიაგო პატივი.

დღეს, 10:30

ზლატანი: "თუ სიტუაცია არ შეიცვალა, მილანში ვერ მიხილავთ, იბრა ევროპა ლიგის კაცი არ არის"

„მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 10:23

კონტე: "ქულების სულელური დაკარგვა უნდა შევწყვიტოთ"

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ინტერმა" მორიგი არასტაბილური მატჩი ჩაატარა და "ვერონასთან" 2:2 ითამაშა.

დღეს, 03:19

ხამესი ევერტონში? - ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ხამეს როდრიგესი მომავალი სეზონიდან "ევერტონში" ითამაშებს.

დღეს, 03:15

მამუკა გორგოძე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მოსკოვის "ცსკა"-ში ითამაშებს.

დღეს, 03:11

სოლსკიაერი: "მანჩესტერი საჩემპიონო გუნდი ხდება"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 0:3 გაანადგურა.

დღეს, 02:58

მარსელის მფლობელი: "ერთ დღეს, ჩემს გუნდში ზიდანს და რონალდუს ვიხილავდი"

ფრანგული "მარსელის" მომავალი მფლობელი მოჰამედ აიაჩი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

დღეს, 02:55

მოურინიო VAR-ს არ ეშვება: "ყველამ ყველაფერი ისედაც იცის"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ტოტენჰემი" "ბორნმუთს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 02:51

ბათუმის პირველი გამარჯვება ამ სეზონში და ჭიაბრიშვილის წარუმატებელი დებიუტი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა "ლოკომოტივსა" და "დინამო ბათუმს" შორის შედგა.

დღეს, 02:47

გრინვუდმა უიენ რუნის რეკორდი მოხსნა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი ბრწყინვალე ფორმაშია და გოლი კვლავ გაიტანა.

დღეს, 02:36

მანჩესტერის დიდებული შედეგი - პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" ესტუმრა და 0:3 დაამარცხა.

დღეს, 02:33

ცუდი სერია გრძელდება - ინტერმა კვლავ ვერ მოიგო [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში მილანის "ინტერი" "ვერონას" ესტუმრა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:30

მანჩესტერმა ასტონ ვილა გაანადგურა და ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 0:3 გაანადგურა.

დღეს, 02:21

რივალდო: "VAR-ზე საუბრით, ბართომეუ ცდილობს, რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს"

წარსულში ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რივალდომ, ლა ლიგის მსაჯობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:33

ამ სეზონში პირველად - მოურინიოს ტოტენჰემი ვარდნას აგრძელებს

როგორც გითხარით, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „ტოტენჰემი" სტუმრად „ბორნმუთს" დაუზავდა.

გუშინ, 23:28
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10