Goal.Ge

საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა



დღეს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის 2014-2015 წლების სეზონი. 30-ე ტურის მატჩები საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ქვეყნის ჩემპიონი გორის "დილა" გახდა, რომელმაც 1 ტურით ადრე მოიპოვა ტიტული. რაც შეეხება დაქვეითებას, პირველ ლიგაში "ვიტ ჯორჯია" და "ზესტაფონი" გავარდნენ, "მეტალურგი" კი ფლეი-ოფში ითამაშებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველი ლიგიდან გადმოსული ბათუმის "დინამო" მე-2 პოზიციაზე გავიდა და თბილისის "დინამო" უკან მოიტოვა. დილა 3:0 ვიტ ჯორჯია დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა გორის "დილამ" უკანასკნელ მატჩში. უჩა სოსიაშვილის გუნდმა "ვიტ ჯორჯია" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ანგარში 32-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ გახსნა. 83-ე წუთზე მოდებაძემ დუბლი გაიფორმა, ზუსტად 4 წუთში კი ერისთავმა კიდევ ერთი ბურთი გაუტანა "ვიტ ჯორჯიას".  ამრიგად, მცხეთელები ჩემპიონატიდან გავარდნენ, გორელებმა კი თასი აღმართეს. დინამო 3:0 ჩიხურა მარტივი გამარჯვება მოიპოვა თბილისის "დინამომ" ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში. თბილისელებმა "ჩიხურა" მიიღეს და მეტოქე 3:0 დაამარცხეს. მე-11 წუთზე ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა. მე-19 წუთზე ლაშა თოთაძემ "დინამოს" 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა, 34-ე ზე კი - ჭანტურიშვილმა 3:0 გახადა ანგარიში. მიუხედავად ასეთი გამარჯვებისა, "დინამოს" მაინც გადაასწრო ბათუმის "დინამომ" და, საბოლოოდ, მე-3 ადგილს დასჯერდა. გია გეგუჩაძეს, ასე თუ ისე, სადებიუტო მატჩი კარგი გამოუვიდა. მეტალურგი 1:1 ტორპედო უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ მატჩში "მეტალურგმა" "ტორპედო" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. როგორც იცით, რუსთაველები გასავარდნ ზონაში იყვნენ და წაგების შემთხვევაში ჩემპიონატს ემშვიდობებოდნენ. ანგარიში 42-ე წუთზე რევაზ ბარაბაძემ გახსნა, თუმცა, "ტორპედომ" მე-80-ზე შეძლო გათანაბრება, გოლი ოთარ კვერნაძემ გაიტანა. ამრიგად, ვარლამ კილასონიას გუნდი უმაღლესიდან გავარდნას, ჯერჯერობით, გადარჩა. ისინი ფლეი-ოფში პირველი ლიგის გუნდს დაუზავდებიან. შუქურა 1:3 დინამო ბათუმი უმაღლესი ლიგის უკანასკნელ ტურში ბათუმის "დინამოს" მხოლოდ მოგება სჭირდებოდა იმისთვის, რომ მე-2 პოზიცია დაეკავებინა ცხრილში. ურთულესი მატჩი შედგა "ჩელე არენაზე" და ბათუმელბმა მაინც მოახერხეს 3 ქულის აღება. ანგარიში 26-ე წუთზე თემურ შონიამ გახსნა და "დინამო" წინ გაიყვანა. 45-ე წუთზე გიორგი ჩელებაძემ მოახერხა გოლის გატანა და ანგარიში გაათანაბრა. 55-ე წუთზე ბერიაშვილმა კვლავ წინ გაიყვანა ბათუმელები, 63-ე წუთზე კი მახარაძემ საბოლოო წერტილი დასვა, 1:3. ამრიგად, "დინამომ" მოახერხა უმაღლესი ლიგის მე-2 პოზიციაზე დამკვიდრება. კოლხეთი 1:1 ცხინვალი უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის მატჩში "კოლხეთმა" "ცხინვალს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. ანგარიში 29-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ გახსნა, 86-ე ზე კი  ნიკოლოზ სიჭინავამ გაათანაბრა. "ცხინვალმა" გასული ცუდი სეზონის შემდეგ, მიმდინარე წელს იდეალური შედეგი დააფიქსირა - გუნდი მე-4 პოზიციაზე გავიდა. სიონი 3:2 გურია დაძაბული მატჩი გაიმართა ბოლნისში, სადაც "სიონმა" "გურია" მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა. ანგარიში მე-10 წუთზე დათა სიჭინავამ გახსნა. 27-ე ზე გიორგი ჭანკოტაძემ ორამდე გაზარდა "სიონის" უპირატესობა. 34-ე ზე კი სიჭინავამ დუბლი გაიფორმა და გუნდს დიდი უპირატესობა მოუტანა. მიუხედავად ამხელა სხვაობისა, "გურიამ" მაინც შეძლო თამაშში ინტრიგის დაბრუნება. მოსიაშვილმა მეორე ტაიმში 2 გოლი გაიტანა და "გურიელები", საბოლოოდ, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ. სამტრედია 4:2 მერანი გამარჯვება მოახერხა "სამტრედიამ" უმაღლესის უკანასკნელ ტურში. იმერლებმა შინ მარტვილის "მერანი" მიიღეს და მეტოქე 4:2 დაამარცხეს. ანგარიში 30-ე წუთზე ალექსანდრე გურულმა გახსნა. 52-ე წუთზე გაბედავამ ორამდე გაზარდა "სამტრედიას" უპირატესობა. ამის შემდეგ წყაროზიამ და ფიფიამ 2 გოლი გაიტანეს და წონასწორობა აღადგინეს, თუმცა, "მერანმა" კვლავ გაუშვა გოლები. 82-ე და 86-ე წუთებზე იაშვილმა მოახერხა მეტოქის კარის აღება. ზესტაფონი 0:3 ზუგდიდი კვლავ წაგებად ჩაეთვალა "ზესტაფონს" შეხვედრა. როგორც იცით, ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონელები" დასაჯა და მათ ყველა შეხვედრა უმაღლესში 0:3 წაგებად ეთვლებათ. უმაღლესი ლიგა - 2014-2015 წლების სეზონი Untitled-1 უმაღლესი ლიგა - ბომბარდირები 222

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

პრაქტიკულად გადაწყდა: მანჯუკიჩის ახალი კლუბი ცნობილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი ზამთარში კლუბს დატოვებს.

გუშინ, 16:58

პერესი: "რეალის ფეხბურთელები სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ"

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 16:42

ბუსკეტსი: "სტერლინგის მესისთან შედარება მეტისმეტია"

"ბარსელონას" ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 15:48

"ბარსელონაში ზოგიერთი ძალიან ცუდად მეპყრობოდა", - პაკო ალაპარაკდა

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

გუშინ, 15:43

რეალსა და ბარსელონას ვან დეიკის შეძენა სურთ - Diario AS

"ლივერპულის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 15:34

მესი ბექჰემის კლუბში? - GOAL.COM-ის უახლესი ინფორმაცია

აქამდე არსებული ცნობით, "ინტერ მაიამის" "ბარსელონას" კაპიტნის, ლეო მესის დამატება სურს.

გუშინ, 15:28

მესი ფატის გამოსასყიდი თანხის გაზრდას ითხოვს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა.

გუშინ, 15:21

ჯეკო: "იმედია, მხითარიანი რომაში მრავალი წლით დარჩება"

„რომას“ ბოსნიელი ფორვარდი გუნდის ახალწვეულზე, ჰენრიხ მხითარიანზე ისაუბრა.

გუშინ, 13:42

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10