Goal.Ge

დავით ყიფიანის თასის მფლობელი თბილისის "დინამო" გახდა



გუშინ საქართველოს საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი დასკვნითი მატჩი გაიმართა. დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ერთმანეთს თბილისის "დინამო" და სამტრედიის "სამტრედია" დაუპირისპირდნენ. თბილისის "დინამომ" დამაჯერებელი ანგარიშით სძლია მეტოქეს და ყიფიანის თასს ღირსეულად დაეპატრონა. მატჩის პირველი წუთები სამტრედიელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და შეიძლება ითქვას, რომ "სამტრედიას" თავიდანვე ჰქონდა დაწინაურების შანსი და არა მხოლოდ ერთი გოლით... მე-15 წუთზე კარგი კომბინაციის შემდგომ პაპუნაშვილის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა და სამტრედიელებმა პირველი გოლიც მიიღეს საკუთარ კარში. მე-20 წუთის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. ბურთი ფაქტობრივად მოედნის ცენტრში თამაშდებოდა, ხან ერთი კლუბი დომინირებდა, ხან მეორე. პირველ ნახევარში მატჩის ბედი არ გადაწყვეტილა, რადგან მხოლოდ ერთი ბურთით მოახერხა "დინამომ" დაწინაურება. მეორე ნახევარი აქტიური შეტევებით დაიწყო "სამტრედიამ", თითქოს ქონდათ კიდეც შანსი, თუმცა მიზანს ამ შემთხვევაშიც ცდებოდნენ. მეორე ნახევარში "სამტრედიამ" კიდევ 4 გოლი იგემა საკუთარ კარში. მათი დაწყებული შეტევა, კონტრშეტევით სრულდებოდა, რის შემდეგაც "დინამოს" გოლი გაჰქონდა. 49-ე წუთზე მცველებს მოხერხებულად გასცდა ონვუ და გლადიატორების ოვაციამაც არ დააყოვნა. "დინამო" კიდევ ერთი ბურთით დაწინაურდა. სამტრედიელებს იმედი არც ამჯერად დაუკარგავთ... თუმცა რამდენიმე წუთში, მათ კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა, კვლავ პაპუნაშვილი გახდა გატანილი გოლის ავტორი. დინამოელებს ფაქტობრივად გამარჯვება უნდა ეზეიმათ, როდესაც კიდევ ერთი გოლი გავიდა. 68-ე წუთზე ერთი-ერთზე დარჩენილმა ონვუმ ზუსტად დაარტყა სამტრედიელთა კარისკენ და ანგარიში 4:0 გახდა. მატჩის ბოლო აკორდი ვოლკოვიმ დასვა, რომელიც სულ 5 წუთის შემოსული იყო სტადიონზე. 87-ე წუთზე სწორედ მან გაუტანა თევდორაძეს. ამრიგად, მატჩი თბილისის "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ "დინამომ" დავით ყიფიანის სახელობის თასი მე-12-ედ მოიპოვა. თბილისის "დინამო" 5 -0 სამტრედიის "სამტრედია" შემადგენლობები: თბილისის "დინამო": ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ფერეირა, გველესიანი, თოთაძე, ცინცაძე, კიტეიშვილი(პარუნაშვილი), პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი(ვოლკოვი), ონვუ(ლობჟანიძე). სამტრედიის "სამტრედია": თევდორაძე, გრიგალაშვილი(ბეჭვაია),იაშვილი, ხიზანიშვილი, კვირკველია, დოლიძე, კაკუბავა, დათუნაიშვილი(გორგიაშვილი), შარიქაძე, გაბედავა, გეწაძე(კაპანაძე). საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი კი დღეს მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს "მეტალურგი" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდებიან. დღეს გაირკვევა უმაღლეს ლიგას რომელი გუნდი დაემშვიდობება. აღნიშნული მატჩი 16:30 წუთზე დაიწყება. იხილეთ მატჩის ამსახველი ფოტომასალა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მანჩესტერზე ფულს არ დავხარჯავდი" - მოურინიოს ყველაზე ცნობილი ციტატები იუნაიტედში

ჟოზე მოურინიო აღარ არის "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი. პორტუგალიელი თავკაცის მუშაობა

დღეს, 03:31

დღეს, რეალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს

დღეს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდის "რეალი" ჩაერთვება.

დღეს, 02:38

ალკასერმა გაიტანა, თუმცა დორტმუნდი ბუნდესლიგაში პირველად დამარცხდა [VIDEO]

ბუნდესლიგის მატჩში "დორტმუნდი" "ფორტუნას" ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.

დღეს, 02:31

მილანმა სერია A-ს მატჩში ბოლონია ვერ დაამარცხა [VIDEO]

სერია ა-ს მატჩში "მილანი" "ბოლონიას" ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

დღეს, 02:29

პსჟ-მ თასზე იმარჯვა [VIDEO]

საფრანგეთის თასის მატჩში "ორლენსმა" "პარი სენ ჟერმენი" მიიღო და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 02:26

EFL თასის ორი 1/2 ფინალისტი ცნობილია - სიტიმ პენლტების სერიაში იმარჯვა [VIDEO]

EFL თასის 1/4 ფინალურ მატჩში "ლესტერ სიტიმ" "მანჩესტერ სიტი" მიიღო და პენალტების სერიაში დამარცხდა.

დღეს, 02:24

ჩაკვეტაძე ფეხის ტკივილის გამო მოედნიდან გაიყვანეს [VIDEO]

ბელგიის თასის 1/4 ფინალში ერთმანეთს "სტ.ტრუიდენი" და "გენტი" უპირისპირდებიან.

დღეს, 01:22

რივერ პლეიტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდან ნაადრევად გამოვარდა [VIDEO]

არგენტინული "რივერ პლეიტი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს პირველივე მატჩში გამოეთიშა.

დღეს, 00:23

მოურინიოს 5 მთავარი თამაში მიმდინარე სეზონში

მიმდინარე სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" საკმაოდ მძიმედ დაიწყო და საბოლოოდ, ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა - მანკუნიანელებისა და ჟოზე მოურინიოს გზები ოფიციალურად გაიყარა.

დღეს, 00:20

ნაპოლიმ 95 მილიონანი წინადადება არ მიიღო

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, აღიარა, რომ კლუბმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ არანორმალურ შემოთავაზებაზე თქვა უარი.

გუშინ, 23:56

კლოპი: "ვის შეუძლია სიტის შეჩერება?"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ინგლისის პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:53

რას აპირებს პეპე სამომავლოდ?

ვეტერანმა პორტუგალიელმა მცველმა, პეპემ, დღეს "ბეშიქთაშთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

გუშინ, 23:47

იბრაჰიმოვიჩი: "ჩემი პირველი სეზონი MLS-ში მხოლოდ მოთელვა იყო"

"ლოს ანჯელეს გალაქსის" თავდამსხმელმა, არაორდინალურმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ამერიკულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება შეაფასა.

გუშინ, 23:41

ბუფონი: "მომდევნო 6 წელიწადში ამ ორმა მოთამაშემ 3-3 ოქროს ბურთი უნდა მოიგოს"

"პარი სენ ჟერმენის" ვეტერანმა გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, საკუთარი გუნდის ლიდერებზე ისაუბრა.

გუშინ, 23:31

ანჩელოტი: "კრიშტიანუ ბოლო წლებში არ შეცვლილა"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, გამოცდილმა კარლო ანჩელოტიმ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 23:25

ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ლოს ანჯელეს გალაქსის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, თავის კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

გუშინ, 23:18

ინტერი მოურინიოს გათავისუფლებას გამოეხმაურა

მილანის "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუზილიომ, ჟოზე მოურინიოს მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:12

ბუფონი: "რომ არა პსჟ, კარიერას დავასრულებდი"

"პარი სენ ჟერმენის" ვეტერანმა მეკარემ, ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა, გაიხსენა თუ როგორ მიიღო კარიერის გაგრძელების გადაწყვეტილება.

გუშინ, 23:08

მანჩესტერის ლეგენდა: "მოურინიოს მხარს ვუჭერდი, მაგრამ..."

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა რიო ფერდინანდმა, ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება შეაფასა.

გუშინ, 22:15

მოურინიო რეალში? სოლარიმ ჟოზეს დაბრუნებაზე ისაუბრა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ, ჟოზე მოურინიოს შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:11

პოჩეტინო მანჩესტერში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჟოზე მოურინიოს წასვლა შეაფასა.

გუშინ, 22:06

"ამას ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი" - მესი მე-5 ოქროს ბუცის მოგებაზე

კატალონიის "ბარსელონას" ათიანმა, ლიონელ მესიმ, ოქროს ბუცის მოგება შეაფასა.

გუშინ, 22:03

ვინ გახდება მანჩესტერის მთავარი მწვრთნელი? ბუკმეიკერებს ახალი ფავორიტი ჰყავთ

დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა და ახლა მისი შემცვლელის ძიებაშია.

გუშინ, 21:52

მარსელომ მოურინიოს შესაძლო დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა

მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი, მარსელო, ჟოზე მოურინიოს ესპანურ გრანდში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.

გუშინ, 21:26

კლოპი მოურინიოს გათავისუფლებას გამოეხმაურა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჟოზე მოურინიოს გათავისუფლებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:21

მოურინიო მადრიდში ბრუნდება? რეალმა მოქმედება დაიწყო

"მანჩესტერ იუნაიტედიდან" გათავისუფლებული ჟოზე მოურინიო შესაძლოა მადრიდის "რეალს" დაუბრუნდეს.

გუშინ, 21:16

"მშვიდობით" - როგორ დატოვა მოურინიომ მანჩესტერი? [VIDEO]

მიმდინარე სეზონის სუსტად დაწყების გამო "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ დღეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა.

გუშინ, 20:06

ჯერარდი: "ფერგიუსონის შემდეგ მოურინიო საუკეთესო იყო"

"ლივერპულის" ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული სტივენ ჯერარდი, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჟოზე მოურინიოს წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 19:58

"ლამაზი ავტობუსი გვყავს, რას იტყვით?", - რუსულმა კლუბმა მოურინიო დატროლა

რუსული კლუბი, "ურალი", სოციალურ ქსელში ჟოზე მოურინიოს გათავისუფლებას ირონიულად გამოეხმაურა.

გუშინ, 18:36

MES5I - არგენტინელს გადაეცა ჯილდო, რომლითაც ის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევა

პრიზი, რომლითაც მესი ისტორიაში კიდევ ერთხელ შევა.

გუშინ, 17:27

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები