Goal.Ge

ზვიად სიჭინავა: „ახლა, ჩვენი 19-წლამდელების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ ფიფას კონგრესზე გამგზავრება გადადეს და ბელგიაში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მზარდასაჭერად ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელები, დღეს საღამოს, ელიტრაუნდის ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრას ბელგიის ნაკრებთან გამართავენ და დადებითი შედეგის შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, სფფ-ის პრეზიდენტმა ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა. ზვიად სიჭინავა: „ანტვერპენში გუშინ ჩამოვედით. ჩავთვალეთ, რომ ახლა, ჩვენი აქ ყოფნა უფრო საჭირო იყო. უეფას კონგრესის შემდეგ, ფიფას კონგრესზე უნდა წავსულიყავით, თუმცა, ასეთ გადამწყვეტ დროს, ჩვენი ბიჭების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლაც გუნდთან ერთად ვართ. ბიჭები გავამხნევეთ, ბევრი ვისაუბრეთ. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მაგრად არიან, საუკეთესო განწყობაზე და ეს ძალიან მიხარია. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რაც მოხდა, ეგ უკვე გადაშლილი ფურცელია და ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს მიზანს. მერე რა, რომ ცამეტნი ვართ?! ისტორიას ახსოვს არაერთი მაგალითი, თუ როგორ მიუღწევიათ მიზნისთვის პატარა ერებს და გმირების მცირერიცხოვან ჯგუფს. ყველაფერი კარგად იქნება - ამის თქმის საფუძველს ჩვენი ბიჭების შემართება და განწყობა მაძლევს. დადგა დრო, ჩვენც ვთქვათ ჩვენი ხმამაღალი სიტყვა და ამ ბიჭებს ეს შეუძლიათ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ამასთან, ჩვენ შევხვდით უეფას წარმომადგენლებსა და ელიტრაუნდზე მსაჯთა დამკვირვებელს. ვისაუბრეთ და ვთხოვეთ, რეაგირება მოახდინონ შოტლანდიასთან მატჩში მომხდარ ფაქტებზე. იცით, რომ ეს ასე მალე და იოლად არ ხდება, ამიტომ, დაველოდოთ უეფას გადაწყვეტილებას. მოუთმენლად ველოდებით მატჩის დაწყებას. ძალიან მინდა, დღეს ყველამ ერთად ვიზეიმოთ და მთელმა საქართველომ გაიხაროს!“ საქართველოსა და ბელგიის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე, ბორნემის სტადიონზე დაიწყება. პარალელურად კი, ჯგუფის მეორე შეხვედრა - ინგლისი - შოტლანდია გაიმართება. სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნეიმარმა მორიგი ტრავმა მიიღო - ცნობილია, რამდენი გაუცდება ბრაზილიელს

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა შემტევმა, ნეიმარმა, მორიგი ტრავმა მიიღო.

დღეს, 20:23

თავის წერილში ბუფონმა განმარტა, თუ როდის, რატომ და ვის გამო გადაწყვიტა მეკარეობა

როგორც გითხარით, ჯანლუიჯი ბუფონმა თავის ახალგაზრდობას წერილი მისწერა...

დღეს, 19:45

ორი გრანდი, რომელიც კლოპმა ბორუსიას შემდეგ უარით გაისტუმრა - მიზეზიც ცნობილია

„ლივერპულის“ ექს-ფორვარდმა, რობი ფაულერმა, ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გაისტუმრა იურგენ კლოპმა უარით „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

დღეს, 19:32

ლინდელოფი: "არამგონია, სოლსკიაერის გაშვების საშიშროება იდგეს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შვედ მცველს, ვიქტორ ლინდელოფს, არ სჯერა, რომ გუნდიდან შესაძლოა ოლე-გუნარ სოლსკიაერი გაუშვან.

დღეს, 19:26

არც ბლანი და არც მოურინიო - ლიონის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

„ლიონის“ ოფიციალური მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია გახდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე სილვინიო შეცვალა.

დღეს, 19:23

ჰიუპია: "მანესა და სალაჰის კონფლიქტი ლივერპულისთვის კარგია"

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, სემი ჰიუპიამ, სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰს შორის მომხდარ კონფლიქტში დადებითი მხარეც დაინახა.

დღეს, 18:59

კურიოზი: მანჩესტერი - ლივერპულის სიმბოლურ თერთმეტეულში იუნაიტედის ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა

Sky Sports-ის ჟურნალისტმა, დენი მილსმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ლივერპულის“ მატჩის წინ, ამ გუნდების სიმბოლური, საუკეთესო ერთობლივი შემადგენლობა გამოაქვეყნა.

დღეს, 18:50

დე ლიგტი: "საკუთარი თავის უფრო ნაკლებად მწამს, ვიდრე შარშან"

ჰოლანდიის ნაკრების მცველმა და „იუვენტუსის“ ახალწვეულმა, მატეის დე ლიგტმა, აღიარა, რომ თავდაჯერება არ ჰყოფნის.

დღეს, 18:45

აზარი: "კრიტიკა? ესპანური ცუდად მესმის"

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავურ ახალწვეულს, ედენ აზარს, თავისი უსახური თამაშის გამო წამოსულ კრიტიკაზე ჰკითხეს.

დღეს, 18:42

იაპონიის ნაკრების გმირი კარიერას სენსაციური მიზეზით ასრულებს

იაპონიის ნაკრების ვარსკვლავმა და მელელოვემ კენკი ფუკუოკამ სენსაციური გადაწყვეტილება გაამხილა.

დღეს, 18:09

მსოფლიო რაგბიმ საქართველოს ნაკრების ორი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

"მსოფლიო რაგბიმ" მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან ორი მოთამაშე გამოარჩია.

დღეს, 18:03

კანადელი მორაგბეები ტაიფუნის შემდეგ მოსახლეობას დაეხმარნენ [VIDEO]

კანადელი მორაგბეების დიდებული საქციელი.

დღეს, 16:39

10 ყველაზე წარმატებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე წარმატებულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.

დღეს, 16:27

"ერთადერთი მე არ უნდა ვიყო", - კეინმა თანაგუნდელები გააკრიტიკა?

ინგლისის ნაკრების ფორვარდმა, ჰარი კეინმა, ბულგარეთთან მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 16:23

ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ლუკა მოდრიჩის ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, ლუკა მოდრიჩის ტრავმაზე ისაუბრა, რომელიც მან უელსთან შეხვედრაში მიიღო.

დღეს, 16:19

როგორ გამოიყურება "მსოფლიო რაგბის" რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?

გუშინ 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

დღეს, 16:12

ბოლო 4 სეზონში ბარსელონამ ტრანსფერებში რეალზე 342 მილიონით მეტი დახარჯა

გამოცემა Swiss Ramble-მ 2016/17-წლებიდან მოყოლებული ლა ლიგის გუნდების სატრანსფერო დანახარჯი დაითვალა.

დღეს, 16:08

უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო თერთმეტეული Goal.com-ის ვერსიით

საერთაშორისო ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-მა უკანასკნელი 10-წლეულის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

დღეს, 15:56

ახალი კონტრაქტი ფატის - რამდენი იქნება მისი გამოსასყიდი თანხა?

„ბარსელონა“ თავის 16 წლის შემტევს, ანსუ ფატის, ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, რათა მისი გამოსასყიდი თანხა გაზარდოს.

დღეს, 15:18

იუნაიტედის ექს-მოთამაშე: "ამ სეზონში გუნდს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გადაარჩენს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, კლეიტორ ბლეკმორმა, გამოთქვა მოსაზრება, რომ გუნდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი უნდა დააბრუნოს.

დღეს, 15:13

ბუფონმა 17 წლის თავის თავს წერილი მისწერა - არა, სათაურში შეცდომა არ არის

„იუვენტუსის“ მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, თავის თავს წერილი დაუწერა.

დღეს, 15:09

"ჟორჟინიოს ყოველთვის უნდა და მზადაა დასაბრუნებლად", - ფეხბურთელი ჩელსიდან აბარგებას აპირებს?

„ჩელსის“ ნახევარმცველის, ჟორჟინიოს აგენტმა, ჟოაუ სანტოსმა, აღნიშნა, რომ მისი კლიენტი სერია ა-ში დაბრუნებისთვის ყოველთვის მზადაა.

დღეს, 15:04

ლევანდოვსკი: "ევროზე გასვლა არაფერს ნიშნავს, გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, იქ რას მივაღწევთ"

პოლონეთის ნაკრების ლიდერისთვის, რობერტ ლევანდოვსკისთვის, ევრო 2020-ზე გასვლის ფაქტი არაფერს ნიშნავს.

დღეს, 14:50

ესპანეთში კატალონიელ მოხელეებს უზარმაზარი სასჯელი გამოუტანეს - ბარსელონას ღია მხარდაჭერა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ცხრა კატალონიელ მოხელეს 2017 წელს მასობრივი სიტუაციის არევისა და რეფერენდუბის მოწყობის მცდელობის გამო, განაჩენი გამოუტანა.

დღეს, 14:46

პედრო ლეონი: "სიტი, ჩელსი და მილანი მეპატიჟებოდნენ, მაგრამ მოურინიომ არ გამიშვა"

მადრიდის „რეალის“ ექს-ნახევარმცველმა, პედრო ლეონმა, აღნიშნა, რომ მას პრემიერ ლიგიდან ეპატიჟებოდნენ.

დღეს, 14:36

რეალმა ზამთრის პირველი სამიზნე შეარჩია

„ნაპოლის" ესპანელი ნახევარმცველი, ფაბიან რუისი, შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალში" გადაბარგდა.

დღეს, 13:44

ღამის კლუბი, სტიპტიზიორები - უეინ რუნი მორიგ სკანდალში გაეხვა [სურათები]

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, უეინ რუნი, ღამის კლუბში შენიშნეს.

დღეს, 13:25

ბარსელონა ალენიას უშვებს

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონამ" კარლეს ალენიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 11:52

კავანი პრემიერ ლიგაში?

Daily Mail-ის ცნობით, არაა გამორიცხული, რომ ედინსონ კავანი პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

დღეს, 11:44

ბაჯო: "მუნდიალის ფინალში გაფუჭებული პენალტი ახლაც მესიზმრება"

იტალიის ნაკრების ცოცხალმა ლეგენდამ, რობერტო ბაჯომ თავისი კარიერის ყველაზე სამწუხარო მომენტი გაიხსენა:

დღეს, 11:35

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10