ავტორიზაცია

3 გოლი ბოლო 2 მატჩში — დავითაშვილის შეფასება დღევანდელი შეხვედრიდან

3 გოლი ბოლო 2 მატჩში — დავითაშვილის შეფასება დღევანდელი შეხვედრიდან
თარიღი 22 Feb 2026, 00:58
საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურში სენტ-ეტიენმა ლავალს უმასპინძლა და 2-1 გაიმარჯვა.

აღნიშნულ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მალევე მატჩის მე-4 წუთზე მეტოქის კარი ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით აიღო. Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელის პერფომანსი 7.2 ქულით შეაფასა.

მოგეხსენებათ, ზურიკომ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება სენტ-ეტიენს, ამ გამარჯვების შემდეგ გუნდი 43 ქულით მეორე ადგილამდე დაწინაურდა.