"3 კლუბი მეპატიჟება, ზლატანმა მილანში დამიძახა", - ხაბიბი

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფეხბურთის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"შემოთავაზება მაქვს ფენერბახჩედან და ალ-ვასლიდან. ამის გარდა, მილანში იბრაჰიმოვიჩმა დამიძახა. საინტერესო ვარიანტებია.
ფეხბურთის თამაში მინდა რეალურად, რადგან ცხოვრებაში ახალი გამოწვევა მჭირდება. ფეხბურთში მაღალი კონკურენცია მიზიდავს.
სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს და ტოპ-შეხვედრებს ყოველთვის ვადევნებ თვალს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგას".
შეგახსენებთ, გასული წლის შემოდგომაზე დაღესტნელმა მებრძოლმა MMA-დან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.