» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

საქართველო ირლანდიაში ირლანდიისთვის ემზადება - ნაკრები დუბლინშია



საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიის დედაქალაქშია. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, თემურ ქეცბაიას გუნდი დუბლინში ადგილობრივი დროით 18 საათზე ჩავიდა. ირლანდიაში გასამგზავრებლად საქართველოს ნაკრებს ავიალაინერის გამოცვლა დასჭირდა. ეროვნულმა ნაკრებმა თბილისიდან კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ კუთვნილი თვითმფრინავით გეზი ირლანდიისკენ დილის 11 საათზე აიღო. ერთსაათიანი ფრენის შემდეგ კი, პილოტმა კვლავ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნება გადაწყვიტა. მიზეზად ტექნიკური პრობლემა დასახელდა, რომელიც ავიალაინერს ფრენის დროს შეექმნა. გუნდი თბილისის აეროპორტში დაბრუნდა. ავიაკომპანიის ახალი ლაინერის მომზადების შემდეგ კი, ნაკრები დუბლინში გაემგზავრა. გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო, ეროვნულ ნაკრებს 29 მაისს დანიშნული ვარჯიში გაუუქმდა. ჩვენი გუნდი ირლანდიის დედაქალაქში 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩავიდა. ნაკრებს ადგილზე დახვდა „ორჰუსის“ ქართველი ლეგიონერი - დავით დევდარიანი. ნაკრები დუბლინის ცენტრიდან 15 წუთის დაშორებით, Radisson Blu St. Helen - ის სასტუმროში დაბინავდა. ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა მომავალი მეტოქის თამაშს პირდაპირ ეთერში უყურეს. ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა უემბლის სტადიონზე ინგლისთან 1:1 ითამაშა (ირლანდიელთაგან გოლი ლონგის ანგარიშზეა). საქართველოს ნაკრები 2 ივნისამდე ყოველდღიურად ერთჯერად ვარჯიშებს, ადგილობრივი დროით 18 საათზე, Wayside Celtic- ის მოედანზე გამართავს. ირლანდიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 2 ივნისს, დუბლინის „ავივას“ სტადიონზე, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება. თემურ ქეცბაია: „ხანგრძლივი და უცნაური მოგზაურობა კი გამოგვივიდა, მთელი დღე გზაში ვიყავით, მაგრამ რაც მთავარია, მშვიდობით ჩამოვედით და დავბინავდით. მშვენიერი სასტუმროა და ყველანაირი პირობები იმისათვის, რომ თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ. წინ კიდევ ოთხი დღე გვაქვს. ირლანდიის ნაკრების ბოლო თამაშსაც ერთად ვუყურეთ და იმედი მაქვს, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რომ კიდევ ერთხელ გაახარონ ქართველი გულშემატკივარი. ორი რთული თამაში გველის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღწევად.“ სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ესპანური ფეხბურთის ხელმძღვანელი: "ფეხბურთელების მოედანზე დაბრუნება სურთ, მაგრამ მთავარი ჯანმრთელობაა"

ყოფილი ფეხბურთელი და ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავიდ აგანსო ბოლო დროინდელ მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 05:43

იტალიაში ითხოვენ, რომ სკუდეტო ატალანტას გადაეცეს

შეიქმნა პეტიცია, სადაც ითხოვენ, რომ სკუდეტო "ატალანტას" გადაეცეს, რასაც მხარი უამრავმა დამიანმა დაუჭირა.

დღეს, 05:21

ტოლდო 20 წლის წინანდელ მატჩს იხსენებს: "ვიცოდი, რომ პენალტები დაინიშნებოდა"

ვეტერანი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდო 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს იხსენებს.

დღეს, 05:16

მატერაცი: "მოურინიო ჩემი მეგობარი, ძმა და მამაა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ "ტოტენჰემის" თავკაცი ჟოზე მოურინიო შეაქო.

დღეს, 05:11

ნაპოლის ბარსელონას ფეხბურთელის შეძენა სურს

იტალიური გამოცემების ცნობით, "ნაპოლი" აქტიურადაა დაინტერესებული "ბარსელონას" ფეხბურთელის შეძენით.

დღეს, 05:08

ყოველ ვარჯიშზე იტალიური კლუბის ფეხბურთელები კორონავირუსზე შემოწმდებიან

იტალიაში კვლავ რთული ვითარებაა და ჯერ კიდევ უცნობია, როდის განახლდება იტალიის ჩემპიონატი.

დღეს, 05:06

გუნდოგანმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ილკაი გუნდოგანი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელს ასახელებს.

დღეს, 04:58

რეალის მეკარის ამბიციური განცხადება: "უნდა დავბრუნდე და პირველი მეკარე გავხდე"

ახალგაზრდა უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი მადრიდის "რეალში" თამაშთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 04:55

აიაქსის ყოფილი ფეხბურთელი ზიდანის რეალში დაბრუნებაზე: "ერთ ქალზე ორჯერ არ უნდა დაქორწინდე"

"აიაქსისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელი აჰმედ ჰოსამი იგივე მიდო, ზიდანის "რეალში" დაბრუნებას აფასებს.

დღეს, 04:51

აიაქსის ფეხბურთელი: "რეალში გადასვლა? - ჯერ ესპანურიც არ მისწავლია"

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ "აიაქსის" ნახევარმცველი ვან დე ბეეკი კარიერას "რეალში" გააგრძელებს.

დღეს, 04:48

უეფაში ჩემპიონთა ლიგის დასრულების ბოლო ვადა დაასახელეს

უეფას წარმომადგენლებმა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის დასრულების ბოლო ვადა დაასახელეს.

დღეს, 04:45

ბელარუსში ერთბაშად 3-მა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა

ბელარუსის ჩემპიონატის მესამე ტურში ერთმანეთს "შახტიორი" და "ნემანი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 04:38

Sport.es: ბარსელონამ არტურის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"ბარსელონას" ბრაზილიელ ნახევარმცველს, არტურ მელოს სერიოზული მსურველი ჰყავს.

გუშინ, 21:38

კორონავირუსზე დიბალას განმეორებითი ტესტი დადებითი აღმოჩნდა

კორონავირუსზე "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავის განმეორებითმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

გუშინ, 21:25

უზარმაზარი თანხა, რომელიც შესაძლოა პრემიერ ლიგის კლუბებმა დაკარგონ

იმ შემთხვევაში, თუ სეზონი არ განახლდება, პრემიერ ლიგის კლუბები სერიოზულად იზარალებენ.

გუშინ, 20:46

კაპელომ დიდ ტურნირებზე ინგლისის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი გაამხილა

ფაბიო კაპელომ დიდ ტურნირებზე ინგლისის ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:38

ჩემპიონთა ლიგა შესაძლოა "ოთხთა ფინალის" ფორმატში ჩამთავრდეს

არ არის გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება "ოთხთა ფინალის" ფორმატში ჩატარდეს.

გუშინ, 20:31

"სანჩოზე და კეინზე საუბრობენ, როგორც მომავალ შენაძენებზე", - ბერბატოვის რჩევა მანჩესტერს

"მანჩესტერის" ექს-თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:22

რივალდო: "ხავის გვარდიოლასთან შედარების გამო ბარსელონაში გაუჭირდება"

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, რივალდომ მწვრთნელის პოსტზე ხავის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:11

დაპირება, რომელიც გასულ ზაფხულს ბარსელონამ ნეიმარს მისცა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 19:49

აგენტმა ჰაკიმის მომავალზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშრაფ ჰაკიმიმ "რეალთან" კონტრაქტის ვადა გაახანგრძლივა.

გუშინ, 19:41

მანჩესტერის ლეგენდა: "ბრუნო ფერნანდეში ახალი სქოულზი გახდება"

"მანჩესტერის" ექს-ფეხბურთელმა, ბრაიან რობსონმა კლუბის ახალწვეული, ბრუნო ფერნანდეში შეაქო.

გუშინ, 19:09

ბარსელონა კოუტინიოს ყიდის და საბოლოო ფასი დაადო - MARCA

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო არ სჭირდება და ზაფხულში მის გაყიდვას აპირებს.

გუშინ, 18:48

ლორისის შემცვლელის ძიებაში, მოურინიომ სასურველი მეკარე შეარჩია

"ტოტენჰემის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ კლუბმა მეკარე უნდა იყიდოს.

გუშინ, 18:39

პსჟ პრობლემებშია - პარიზული კლუბი ერთ-ერთ მთავარ სპონსორს კარგავს?

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გამო, "პსჟ"-ს სერიოზული პრობლემები ემუქრება.

გუშინ, 18:31

"ლობანოვსკის დროს კალაძე 5x300-ზე დარბოდა, თოვლში ვარდებოდა, გული ერეოდა", - კიევის დინამოს ექს-ფეხბურთელი

კიევის „დინამოს“ და უკრაინის ნაკრების ლეგენდამ, ანდრეი ნესმაჩნიმ, ვალერი ლომანოვსკის სავარჯიშო მეთოდებზე ისაუბრა.

გუშინ, 17:38

კოლუმბიელი ექს-ფეხბურთელი კორონავირუსს უცნაურად ებრძვის - ხალხს პრეზერვატივებს ურიგებს

„ნიუკასლის“ და კოლუმბიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ფაუსტინო ასპრილიამ, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის უცნაური ხერხი მოიგონა.

გუშინ, 17:31

რონალდინიომ ციხიდან პუიოლს დაურეკა - რაზე ილაპარაკეს ექს-თანაგუნდელებმა?

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს პარაგვაის ციხეში ზარის განხორციელების უფლება მისცეს.

გუშინ, 17:28

მესის გარეშე! კაკამ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ექს-ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

გუშინ, 16:01

ძალოსნობის ფედერაცია კორონავირუსით ინფიცირებულთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

კორონავირუსი ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ქართველი სპორტსმენი ძალოსანია.

გუშინ, 15:52

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10