» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მალხაზ ჭეჟია: - „ფეხბურთში სასიკეთო ძვრები იწყება“



საფეხბურთო სეზონი სულ რაღაც ერთი კვირაა დასრულდა, მაგრამ ქართული ფეხბურთის მესვეურთა მთელი ყურდღება მიპყრობილია იმ საკითხზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ხელისუფლება, საბიუჯეტო საფეხბურთო კლუბების ხელისუფლების მიმართ გაგზავნილ თხოვნაზე, რომელიც ყველა კლუბის თანაბრად დაფინსებას გულისხმობს. მიმართვა საბიუჯეტო კლუბებმა ეროვნული ჩემპიონატის დასრულებისთანავე პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელზე გააგზავნეს და ამ მოთხოვნას მხარი ს.ფ.ფ. დაუჭირა. მიმართვა აღნიშნულმა კლუბებმა მედიის საშუალებებით გაავრცელეს და იმ დღესვე საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია სხვა გუნდებთან ერთად და მხარი დაუჭირა უმაღლესი კლუბების დაფინანსების მოთხოვნას. ამ თემასთან დაკავშირებით და ს. კ. „ზუგდიდის“ სამომავლო გეგმებზე, კომენტარი ვთხოვეთ ამავე კლუბის დირექტორს, მალხაზ ჭეჟიას. კითხვა: საბიუჯეტო კლუბები, მთავრობის მხრიდან, საფეხბურთო კლუბების თანაბრად დაფინანსების დადებითად გადაწყვეტის მოლოდინში არიან, თქვენ როგორ უყურებთ ამავე საკითხს? მალხაზ ჭეჟია: აღნიშნულ მიმართვას პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელზე, როგორც იცით იმავე დღეს დაუჭირა მხარი ს.კ. „ზუგდიდმა“ და ჩვენი პოზიცია ოფიცილურად დავაფიქსირეთ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ იმედს იტოვებს, რომ მთავრობა აღნიშნულ საკითხს გაგებით მოეკიდება და საბიუჯეტო კლუბების მიმართვას ასევე დადებითად გადაწყვეტს. როგორც ს.კ. „ზუგდიდის“ ხელმძღვანელი, წინასწარ ვუხდი მადლობას ქვეყნის ხელისუფლებას, თუნდაც იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც მათ ჩვენი მიმართვისადმი სერიოზული მიდგომა გამოავლინეს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის ბოლო ინტერვიუმ კი, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის, არგუმენტი კიდევ უფრო გამიმყარა. გარდა ამისა სპორტის მინისტრს, ლევან ყიფიანს, პირადად ვუხდი მადლობას, რომ ქალაქში სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხში მან უდიდესი მხარდაჭერა აღგვითქვა. იცით, რომ ერთი თვის წინ ლევან ყიფიანი ზუგდიდში იმყოფებოდა და ერთად მოვინახულეთ, ის ადგილი, სადაც დაგეგმილი გვაქვს ქალაქის ხელმძღანელობასთან ერთად სტადიონის მშენებლობა. კითხვა: დღემდე ს.კ. „ზუგდიდი“ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე იმყოფება, თუ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კლუბების დაფინანსების საკითხი გადაწყვიტა, რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს ზუგდიდელ გულშემატკივარს საკუთარი გუნდისგან? მალხაზ ჭეჟია: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფინანსების საკითხის კლუბების სასარგებლოდ გადაწყვეტაში ეჭვი არ მეპარება და ამის დიდად მეიმედება, რის შემდეგ, აბსოლუტურად შეიცვლება ჩვენს კლუბში დღეს არსებული ვითარება. თქვენ ახსენეთ ადგილობრივი ბიუჯეტი და მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან დღესაც იგივე მხარდაჭერას ვგრძნობთ, რაც კლუბში ჩემი მოსვლის დღიდან მათ აღმითქვეს. როგორც კი ის ფინანსები გაჩნდება კლუბებში რაზეც ვსაუბრობთ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას მთლიანად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე მივმართავთ, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება ჩვენთვის, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხით ს.კ. „ზუგდიდი“ ბევრად ძლიერი და კუნკურენტუნარიანი იქნება უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებისთვის, რითაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ჩემპიონატი მოიგებს. ფაქტიურად ჩვენ ინფრასტრუქტურის საკითხში ნოლიდან ვიწყებთ ყველაფერს, მაგრამ ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას კი უფრო სერიოზულად ვხვდებით, ვიდრე ეს გასული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე შევძელით. მინდვრის საფარის მოწესრიგება დავიწყეთ რუხის ბაზაზე და ახლო ხანებში იქ სარწყავი სისტემა გვექნება, ამის პარალელურად ანალოგიური მუშაობა მიდის გამალებით ზედაეწერის სტადიონზე და ის გვინდა მივიყვანოთ იმ კონდინციამდე, რომ ამ სტადიონზე ვარჯიშები მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდს დავუთმოთ, ხოლო დუბლებმა და ჭაბუკთა ლიგის გუნდებმა ოფიციალური შეხვედრები ჩაატარონ. ზედაეწერის სტადიონზე კი სასწრაფოდ სარწყავი სისტემაა დასამონტაჟებელი, რაც ბუნებრივია თანხებთანაა დაკავშირებული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას, რომელიც ამ სტადიონის მოწესრიგებაში აქტიურად გვიდგას გვერდში. ვფიქრობ, რომ არამარტო ზუგდიდისთვის, არამედ საერთოდ ქართულ ფეხბურთში სასიკეთო ძვრები იწყება. კითხვა: ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში, „ზუგდიდის“ მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გუნდიდან წასვლის განცხადება გააკეთა, თქვენ ერთხელ გადააფიქრებინეთ ქომეთიანს ეს გადაწყვეტილება, დღეისათვის რა ხდება, რჩება ძველი კადრი ისევ ადგილზე თუ გუნდი ახალი თავკაცის ძიებაშია? ადამიანურად, მე აბსოლუტურად მესმის ელგუჯა ქომეთიანის და როგორც მაშინ დღესაც სრული მხარდაჭერა აქვს მას ჩემგან, უბრალოდ დღეისათვის დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ამ დღეებში ვაპირებთ პრესკონფერენციის გამართვას და ყველაფერი გახდება ცნობილი. წყარო: fcdila.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მორატი: "ვიცი, რომ ინტერს მესის გადაბირება უნდა"

მილანის "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი ამბობს, რომ "ინტერს" ლეო მესი სურს.

დღეს, 05:07

დიბალა: "ჩემი იუვენტუსში გადასვლის ისტორია გუშინდელივით მახსოვს"

არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა იმ მომენტს იხსენებს, როცა ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა.

დღეს, 05:04

მანემ კლოპი შეაქო: "მის ხელში დონე აგვიმაღლდა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელს იურგენ კლოპს ამ გუნდის თავდამსხმელი სადიო მანე აქებს.

დღეს, 05:00

მარინო: "პრემიერ ლიგის ეს სეზონი აღარ განახლდება"

"უდინეზეს" სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო პრემიერ ლიგაზე საუბრობს.

დღეს, 04:58

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ჯიმი გრივსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს, 03:41

"ჰარი კეინი ახალგაზრდა შირერს მაგონებს"

ყოფილი მეკარე მაიკ ტეილორი ინგლისის ნაკრების ამჟამინდელ ლიდერს, ჰარი კეინს აქებს.

დღეს, 03:35

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ფეხბურთელებმა ეს ნორმალურ ფაქტად უნდა აღიქვან"

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ ფეხბურთელები კრიზისს უნდა შეეგუონ.

დღეს, 03:11

უკრაინიდან წასვლის შემდეგ, შევჩენკო პრემიერ ლიგაში ან სერია ა-ში იმუშავებს

ცნობილი ანალიტიკოსი ანდრეა მალდერა აცხადებს, რომ ანდრეი შევჩენკოს პრემიერ ლიგაში ან სერია ა-ში მუშაობა სურს.

დღეს, 03:03

ზუსტად 39 წლის წინ! დინამო 3:0 ფეიენოორდი [VIDEO]

1981 წლის 8 აპრილს, თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 02:48

ზუსტად 12 წლის წინ! უოლკოტის სასწაული სპრინტი და ადებაიორის გოლი [VIDEO]

2008 წლის 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში "ლივერპულმა" "არსენალი" მიიღო და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

დღეს, 02:47

რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს!

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს.

დღეს, 01:18

პოგბა მანჩესტერთან კონტრაქტს საკუთარი ფულით გამოისყიდის?!

L'Equipe-ის თანახმად, პოლ პოგბას იმდენად უნდა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა, რომ ის კონტრაქტის საკუთარი ფულით გამოსყიდვაზეც თანახმაა.

დღეს, 00:41

ნაპოლი დათმობაზე მიდის, რეალი და ბარსელონა გააქტიურდნენ

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველის, ფაბიან რუისის ყიდვა არარეალური აღარ არის.

დღეს, 00:30

წარმოუდგენელი ციფრები: ბარსას საუკეთესო ბომბარდირები კლუბის მოქმედ მოთამაშეებს შორის

ბევრი საუბარი არ უნდა იმას, რომ ლიონელ მესი "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირია, როგორც მოქმედ მოთამაშეებში, ისე ზოგადად.

დღეს, 00:22

"ოზილი ლივერპულში დაიკარგებოდა", - მერსისაიდელთა ექს-მოთამაშე

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი რედნაპმა, მესუტ ოზილის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:08

"რონალდუ პერესს არ გაუფორმებია, ეს მე და მიატოვიჩმა გავაკეთეთ", - კალდერონი

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:

გუშინ, 23:59

მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი სანჩოსთვის ბრძოლაში ფავორიტია

Daily Mail-მა დაასახელა მიზეზი, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლაში ფავორიტია.

გუშინ, 23:52

30-კილომეტრიანი მარში და ცრემლსადენი გაზის ზემოქმედება - სონი ჯარში მოხვდა

Reuters-მა გამოარკვია, თუ რით დაკავდება "ტოტენჰემის" თავდამსხმელი. სონ ჰინ მინი სამხედრო სამსახურის პერიოდში.

გუშინ, 23:39

"პოჩეტინოს არ ვივიწყებთ, მაგრამ ტოტენჰემის მომავალი - ჟოზეა", - სისოკო

"ტოტენჰემის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მუსა სისოკომ, ჟოზე მოურინიოსა და მაურისიო პოჩეტინოს შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:21

რონალდუსა და ვიდიჩის გარეშე - გიგზმა თანაგუნდელებისგან შემდგარი 11-ეული დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, რაიან გიგზმა თანაგუნდელებისგან შემდგარი თერთმეტეული დაასახელა.

გუშინ, 23:11

"ნერვიულობისგან, ღამე ვერ ვიძინებდი" - საქართველოში მოთამაშე ესპანელი ფეხბურთელის მშობლებს კორონავირუსი აქვთ

"სამტრედიას" ესპანელი ნახევარმცველის, დიეგო დიზის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გუშინ, 23:09

კასანო: "ბექჰემი როკ ვარსკვლავი იყო, მაგრამ მასზე უკეთ გამოვიყურებოდი"

იტალიის ნაკრების ექს-ფორვარდმა, ანტონიო კასანომ "რეალში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

გუშინ, 22:39

AS: რაკიტიჩი ბარსელონას ტოვებს და სასურველი კლუბი შეარჩია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 22:33

რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზე რეალის პოზიცია ცნობილია - AS

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 22:24

ვიზიტი იოჰან კრუიფთან ბარსელონაში - შოთა არველაძე საინტერესო საკითხებზე საუბრობს

სანამ "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე იზოლაციაშია, საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

გუშინ, 22:15

ნანიმ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ორლანდო სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, ლუიშ ნანიმ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

გუშინ, 21:48

ოფიციალურად: ფიფა სატრანსფერო ფანჯრების ვადებს ცვლის

ფიფამ ოფიციალურ საიტზე მსოფლიო ფეხბურთის რეგლამენტში ცვლილებები დაადასტურა.

გუშინ, 21:41

კროოსი: "მე იმის მომხრე ვარ, რომ ფეხბურთელებმა სრული ხელფასი მიიღონ"

"რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:28

პარი სენ ჟერმენმა იკარდის მომავალზე პოზიცია შეიცვალა

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ "ინტერის" ფორვარდ მაურო იკარდის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 21:18

ლა ლიგის პრეზიდენტმა კლუბების ფინანსური დანაკარგის ოდენობა ივარაუდა

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ესპანეთის ჩემპიონატი შეჩერებულია.

გუშინ, 20:45

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10