ვახო ბაჭიაშვილი: "ცხინვალი" ეცდება, რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადალახოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვახო ბაჭიაშვილი: "ცხინვალი" ეცდება, რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადალახოს"



"ცხინვალის" ფეხბურთელმა, ვახტანგ ბაჭიაშვილმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩთან დაკავშირებით, GOAL.GE-სთან ისაუბრა. როგორც იცით, კახა კაჭარავას გუნდი ევროპა ლიგის მატჩში რუმინულ "ბოტოშანს" უპირისპირდება. "არ ვფიქრობ, რომ "ბოტოშანი" მარტივი დასამარცხებელი იქნება. ჩემი ვარაუდით, რუმინეთში საკმაოდ რთული მატჩი გველის. "ცხინვალი" ეცდება, 2 შეხვედრის ჯამში სასურველ შედეგს მიაღწიოს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს. რაც შეეხება გუნდის მიზნებს, "ცხინვალი" პირველად მოხვდა ევრო ტურნირებზე და ჩვენ შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი რაუნდი გადავლახოთ", - განაცხადა ვახტანგ ბაჭიაშვილმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები