ავტორიზაცია

კრიშტიანო რონალდუს საინტერესო გამონათქვამები

კრიშტიანო რონალდუს საინტერესო გამონათქვამები
თარიღი 02 Jul 2015, 00:23
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდუს თავისი კარიერის მანძილზე 400-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. შეგახსენებთ, რომ ის ზედიზედ ორჯერ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი. Goal.ge გთავაზობთ კრიშტიანო რონალდუს საინტერესო გამონათქვამებს. "არ ვარ მაქსიმალისტი, მაგრამ მიყვარს, როდესაც ყველაფერი კარგადაა. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩემში არის ის, რომ გაუთავებლად ვცდილობ, განვვითარდე არა მხოლოდ გულშემატკივრებისა და მწვრთნელის დასანახად, არამედ ჩემთვის. მე მწამს, რომ სწავლა და განვითარება დაუსრულებელია." "ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ჩემს კარიერაში იყო მანჩესტერთან ერთად მოგებული ჩემპონთა ლიგა. მაშინ პირველად განვიცადე ეს დიდი გრძნობა. ყოველთვის მემახსოვრება, რომ მანჩესტერის მაისურით ჩემპიონთა ლიგა მოვიგე." "18 წლის ასაკში ავიხდინე ოცნება და კარიერა მანჩესტერში გავარძელე. რამდენიმე წლის შემდეგ კი ესპანეთში გადავედი სათამაშოდ. დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ ორივე გუნდში ბოლომდე ვიბრძოდი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ წარმატებას მიგვეღწია." "თქვენი სიყვარული მხდის ძლიერს, თქვენი სიძულვილი - შეუჩერებელს." "ჯარიმის დარტყმის საიდუმლო? - ვუყურებ კარის ბადეს და ჩემთვის ვიძახი - მიდი რონალდუ!" "ყოველთვის ვცხოვრობ ოცნებებში და არასდროს მსურს აქედან გამოსვლა." რას წერენ კრიშტიანო რონალდუზე მწვრთნელები. ჟოზე მოურინიო - "მახსოვს, როდის ვნახე პირველად რონალდუს თამაში. ეს იყო სპორტინგში. გაოცებული დავრჩი მისი ტექნიკითა და თამაშის სტილით და ჩემს ასისტენტს ვკითხე - ვან ბასტენის შვილი ხომ არაა რონალდუ?" სერ ალექს ფერგიუსონი - "სპორტინგთან თამაშის წინ, ბიჭები სულ მეუბნებოდნენ, თუ რა ძლიერი ფეხბურთელი ჰყავდა მოწინააღმდეგე გუნდს. თამაშის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ასე იყო და რონალდუ მანჩესტერში გადმოვიყვანე."   მომზადებულია, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.
TOP.GE