» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

მარცვალაძე: გორელები გვერდში დაგვიდგებიან და "პარტიზანს" დავამარცხებთ



გორის "დილას" გამოცდილმა ახალწვეულმა, ოთარ მარცვალაძემ კლუბის ოფიციალურ საიტთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. გვიამბე როგორ მიმდინარეობს კლუბთან შენი ადაპტაციის პროცესი? „ეს ჩვენთვის უკვე მეორე შეკრებაა. პირველი შეკრება გორში დავიწყეთ. არანაირი პრობლემა არ ყოფილა ადაპტაციის მხრივ, რამეთუ ფეხბურთელების უმეტესი ნაწილი ჩემი მეგობარია. გუნდი ნელ-ნელა იკვრება და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონია.“ როგორ მიმდინარეობს თურქული შეკრება და როგორ ემზადება გუნდი? „კარგ პირობებში გვიწევს მომზადება. როგორც მოგეხსენებათ, ვემზადებით ბელგრადის „პარტიზანთან“ შესახვედრად, მანამდე კი ვითამაშეთ 2 შეხვედრა. პირველი მატჩი, მართალია ერთმანეთში ჩავატარეთ, მაგრამ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოდგა. რაც შეეხება უკრაინულ „ვოლინთან“ დაპირისპირებას, მე პირადად ბიჭების და მთლიანად გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.“ თქვენი მთავარი გამოწვევა და ჩვენი მოლოდინი ჩემპიონთა ლიგის მატჩია ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ, როგორი განწყობა გაქვს შენ და მთლიანად გუნდს. რა შედეგს უნდა ველოდოთ ამ დაპირისპირებებში? „როგორც კლუბის ხელმძღვანელობა, ასევე სამწვრთნელო შტაბი და თითოეული ჩვენთაგანი სრული მობილიზებით შევხვდებით ამ დაპირისპირებას. თითოეულ ჩვენთაგანში არის ის განწყობა, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ და იმისათვის რომ ეს დაპირისპირება ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს, ყველაფერს გავაკეთებთ.“ გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა შექმნილი. რას გვეტყვით ამაზე? „მართლაც დიდი კონკურენციაა კლუბში. გუნდში თავმოყრილია როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები და გულწრფელად გეტყვით, ახალგაზრდები რომლებმაც დღეს გორის „დილაში“ მოიყარეს თავი, არიან ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე. კონკურენცია კი ბუნებრივია ისეთ ამბიციურ გუნდში როგორიც გორის „დილაა“ უნდა იყოს. თითოეული ჩვენთაგანი თავს არ ვზოგავთ ძირითადში მოსახვედრად, დანარჩენი კი უკვე მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება თუ ვის ენდობა კონკრეტულ შეხვედრებში.“ თქვენ არაერთ გამოცდილ სპეციალისტთან გიმუშავიათ. რას გვეტყვით უჩა სოსიაშვილზე, რომელმაც თავისი საუმაღლესლიგო დებიუტი საქართველოს ჩემპიონობით აღნიშნა, წინ კი დიდი გამოწვევა აქვს ჩემპიონთა ლიგის სახით. „მთავარ მწვრთნელთან მუშაობა სულ ცოტა ხანია რაც მიწევს. ერთი რაც ნათლად ჩანს, საკმაოდ ნიჭიერი სპეციალისტია. პირველივე სეზონში ტიტულის მოგება არ არის ადვილი საქმე. იგი დამსახურებულად გახდა საქართველოს ჩემპიონი, ამიტომ კარიერაში წინსვლას ვუსურვებ. იგი მაქსიმალურად ცდილობს, რომ გუნდში იყოს კარგი ატმოსფერო, შეკრას გუნდი და თითოეული ჩვენთაგანი მაქსიმალურად იყოს მზად მოახლოვებული თამაშებისათვის“. როგორც იცით გორის „დილას“ გააჩნია საფეხბურთო სკოლა. პატარა ფეხბურთელები სიხარულით შეხვდნენ ახალი მოთამაშეების „დილაში“ გადმოსვლას. რას ურჩევდით მათ, როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას საფეხბურთო კარიერაში? „რა თქმ აუნდა, ვიცი გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შესახებ. უკვე არაერთ გორელ ახალგაზრდა ფეხბურთელს ვიცნობ. მაგალითი მინდა მოვიყვანო თენგოზ წიქარიძის სახით, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება. ის ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია და დიდ სიმპათიებს იწვევს არამარტო ჩემში, არამედი თითოეულ ჩემს თანაგუნდელში. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ბავშვები „დილას“ საფეხბურთო სკოლაში კიდევ ბევრი იქნებიან და მე მინდა მათ ვუთხრა, რომ თავდაუზოგავი შრომისა, დაუღალავი ვარჯიშისა და ფეხბურთის დიდი სიყვარულის შედეგად, აუცილებლად მიაღწევენ დიდ წარმატებებს. თითოეულ მათგანს ვუსურვებ ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებას და დიდ კლუბებში თამაშს. კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, რომ თავდაუზოგავი შრომით აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზანს.“ და ბოლოს რას ეტყვით გორელ ქომაგს? „გორელ გულშემატკივარს იმას ვეტყვი, რომ როგორც გულშემატკივრობდნენ ეროვნულ ჩემპიონატში, ახლა უკვე გაორმაგებული ენერგიით დაგვიდგნენ გვერდში, რაშიც,  რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულნი ვართ. ჩვენ მათთვის, ისინი კი ჩვენთვის და ასე ყველა ერთად დგომით ბევრს მივაღწევთ.“

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ხოჭოლავას შახტარის მორიგი ბრწყინვალე მატჩი და ფრე ინტერთან! [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დონეცკის "შახტარი" "ინტერს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

გუშინ, 23:54

ბაიერნმა მოსკოვიდან დაგეგმილი 3 ქულა წამოიღო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "ლოკომოტივს" ესტუმრა.

გუშინ, 23:48

ოფიციალურად: რონალდუმ კორონავირუსი ვერ დაამარცხა, მესისთან დუელი არ შედგება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსის ტესტმა კიდევ ერთხელ დადებითი პასუხი აჩვენა.

გუშინ, 23:41

ინტერთან მატჩში ხოჭოლავამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს დონეცკის "შახტარი" და "ინტერი" უპირისპირდებიან.

გუშინ, 23:33

ბართომეუ ბარსელონას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

ესპანური წამყვანი გამოცემების უმეტესობა, მათ შორის Marca, Mundo Deportivo და Diario Sport-ი ამტკიცებენ, რომ ხოსეპ მარია ბართომეუ

გუშინ, 23:11

"იმედი მაქვს, რონალდუ ითამაშებს" - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:01

კახა კალაძე: "პანდემია რომ ჩაივლის, ბათუმის სტადიონზე საფეხბურთო ვარსკვლავებს ჩამოვიყვანთ"

რამდენიმე წლიანი სამუშაოების შემდეგ, დღეს ბათუმის ახალი სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა.

გუშინ, 22:29

ითამაშებს თუ არა რონალდუ ბარსელონასთან? - პირლოს კომენტარი

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსის ტესტის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 22:18

ჯერარდმა კარიერის ყველაზე მძიმე მომენტი დაასახელა: "ფსკერზე ვიყავი"

"ლივერპულის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე მძიმე მომენტი გაიხსენა:

გუშინ, 22:09

"პოგბას იუვენტუსიდან ბარსელონაში გადასვლა შეეძლო", - კატალონიელთა ექს-სკაუტი

"ბარსელონას" ყოფილმა სკაუტმა, არიედო ბრეიდამ განაცხადა, რომ მის ყოფილ კლუბს პოლ პოგბას გადმობირება შეეძლო:

გუშინ, 21:55

"ბრუნო მანჩესტერში უკმაყოფილოა", - მაკლარენი

სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილმა თანაშემწემ, სტივ მაკლარენმა ბრუნო ფერნანდეშის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:41

სრული სვლით მოსკოვის ასაღებად! - ბაიერნის შემადგენლობა ლოკომოტივთან

ცნობილი გახდა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობა მოსკოვის "ლოკომოტივთან" გასვლითი შეხვედრისთვის, რომელიც 22:00 საათზე დაიწყება.

გუშინ, 21:22

ხოჭოლავა ინტერთან სასტარტოშია! - შემადგენლობები ცნობილია

ცნობილი გახდა დონეცკის "შახტარისა" და მილანის "ინტერის" შემადგენლობები დღევანდელი შეხვედრისთვის, რომელიც 22:00 საათზე დაიწყება.

გუშინ, 21:07

სიტი კვლავ თავისი შუშის ფორვარდის გარეშე დარჩა

ცნობილია გახდა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ტრავმის სიმძიმე, რომელიც მან პრემიერ ლიგის გასულ ტურში

გუშინ, 20:31

"მანჩესტერს შეუძლია, რომ თავისი სილვა-დე ბრუინი იყოლიოს", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა თავისი ექს-გუნდის შემადგენლობის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 20:22

კიელინის, ბონუჩისა და დე ლიგტის გარეშე?! - იუვე დაცვის გარეშე თამაშს სწავლობს

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას" წინააღმდეგ მოახლოებულ შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება.

გუშინ, 20:11

"რონალდუ სათადარიგოთა სკამზეც კი სასარგებლო იქნებოდა", - კუადრადო

ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა, ხუან კუადრადომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 20:02

"ბარსელონასთან წარმატებას რონალდუს გარეშეც უნდა მივაღწიოთ", - დანილო

ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველმა, დანილო და სილვამ "ბარსელონას" წინააღმდეგ მოახლოებული დაპირისპირების

გუშინ, 19:49

"მესის წინააღმდეგ რომ თამაშობ, იღბალი შენს მხარეს უნდა იყოს", - პირლო

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ ლიონელ მესის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:35

ერთ-ერთმა საუკეთესო ნორვეგიელმა არბიტრმა აღიარა, რომ გეია

ნორვეგიელმა არბიტრმა, ტომ ჰარალდ ჰაგენმა, საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ისაუბრა.

გუშინ, 18:34

მარსიალი: "პსჟ-სთან გატანილი ავტოგოლი? ჩემი ქალაქის გუნდია და მათი დახმარება მინდოდა"

„მან.იუნაიტედის“ შემტევმა, ანტონი მარსიალმა, „პსჟ-სთან“ გატანილ ავტოგოლზე ისაუბრა.

გუშინ, 18:32

როდის დაუბრუნდება რეალს ნაჩო ფერნანდესი?

მადრიდის „რეალის“ მცველი, ნაჩო ფერნანდესი, ტრავმის გამო უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.

გუშინ, 18:28

"ჩოგბურთის მაიკლ ჯორდანია", - ნიკ კირიოსმა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი დაასახელა

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა, ნიკ კირიოსმა, საჩოგბურთო დიდ სამეულზე ისაუბრა.

გუშინ, 18:16

ხაბიბმა აღიარა, თუ რის გამო აპირებდა გეიჯისთან ბრძოლაზე უარის თქმას

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა აღიარა, რომ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლიდან მოხსნაზე ფიქრობდა.

გუშინ, 18:09

არანაირი პაუზა! - დღეს ჩემპიონთა ლიგაა და დასვენება არც შემდეგ სამშაბათსა და ოთხშაბათს იქნება

გასულ კვირას, ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონმა აიღო სტარტი.

გუშინ, 18:06

ფოტო: ხაბიბმა საკუთარ თავს წონის განურჩევლად საუკეთესო უწოდა და ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, საკუთარ თავს წონის განურჩევლად საუკეთესო მებრძოლი უწოდა.

გუშინ, 18:05

"კორონავირუსი ჰქონდა და დეპრესიაში ჩავარდა" - გომესი ილიჩიჩზე, რომელმაც თითქოსდა მეუღლე ღალატის დროს გამოიჭირა

„ატალანტას“ შემტევმა, ალეხანდრო კომესმა, იოსიპ ილიჩიჩის პრობლემებზე ისაუბრა.

გუშინ, 18:00

"სჯობს გადასახადების გამო, ვიდრე სხვა მიზეზით", - ლა ლიგის პრეზიდენტი ნეიმარისა და რონალდუს წასვლაზე

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, რონალდუსა და ნეიმარის სხვა ჩემპიონატში გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:55

ვერონი: "ბარსელონაში თამაში მესის დისკომფორტს უქმნის"

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, ლეო მესიზე ისაუბრა.

გუშინ, 17:51

კვერკველიას აღიარება: ქართველი პრემიერ ლიგის სიმბოლურში მოხვდა

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "როტორი" მოსკოვის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

გუშინ, 17:31
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10