"იუვენტუსმა" მარკიზიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"იუვენტუსმა" მარკიზიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა



კლაუდიო მარკიზიომ "იუვენტუსთან" 2020 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, იუწყება Football Italia. "იუვენტუსის" ნახევარმცველმა მთელი თავისი კარიერა ტურინში გაატარა და ახალი, 5-წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი 34 წლის გახდება და, შესაძლოა, კარიერა ტურინში დაასრულოს. "კლაუდიოს ადგილზე ყოფნა თითოეული ბავშვის ოცნებაა. ის "იუვენტუსში" 7 წლის ასაკში მოვიდა, ახალგაზრდული გუნდის ყველა დონე გაიარა, შემდეგ კი პირველი გუნდის კაპიტნის სამკლაურს ატარებდა. კლაუდიო უკვე ლეგენდაა, ის უკვე ისტორიის ნაწილია. მუხედავად იმისა, რომ ჯერ 30 წლისაც არაა, "იუვენტუსის" შემადგენლობაში 300 მატჩზე მეტი ჩაატარა, ასე რომ, ის უკვე ჩვენს დიდებულ ფეხბურთელებს შორისაა" , - თქვა კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანელიმ პრეს-კონფერენციაზე. გასულ სეზონში კლაუდიო მარკიზიო მინდორზე 52 მატჩში გავიდა. მის აქტივში 3 გოლი და 8 ასისტია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები