ფეხბურთელები, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ

Goal.ge გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წავიდნენ.
გამონაკლისია რუსი ფეხბურთელი ანდრეი არშავინი, რომელიც საფეხბურთო კარიერის პარალელურად პოლიტიკურ საქმეებში იყო ჩართული.
ჯორჯ ვეა (ლიბერია)
"მილანისა" და "პსჟ"-ს ყოფილი ფეხბურთელი ჯორჯ ვეა 2014 წელს თავისი ქვეყნის სენატად იქნა არჩეული. იქამდე კი ის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო. შეგახსენებთ, რომ ვეამ საფეხბურთო კარიერა 2003 წელს დაასრულა.
ანდრეი არშავინი (რუსეთი)
2007 წელს რუსი ფეხბურთელი ანდრეი არშავინი "ზენიტში" თამაშობდა. პარალელურად კი ის პუტინის პარტიის წევრი გახდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მან ეს პარტია დატოვა და 2009 წელს ლონდონის "არსენალში" გადავიდა სათამაშოდ.
რომარიო (ბრაზილია)
ბრაზილიელმა ლეგენდამ რომარიომ საფეხბურთო კარიერა 2007 წელს დაასრულა. სამი წლის შემდეგ კი ის რიო დე ჟანეიროს ლორდთა პალატის წევრი გახდა. რომარიო ამავე ქალაქის სენატორადაც იქნა არჩეული.
ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)
"მილანისა" და "ჩელსის" ყოფილმა ფორვარდმა კარიერა 2012 წელს დაასრულა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის (პარტიის სახელწოდებაა"წინ") წევრი გახდა. საბოლოო ჯამში, ამ პარტიამ წარმატებული სვლა ვერ გააკეთა და შევჩენკო პოლიტიკიდან წავიდა.
კახა კალაძე (საქართველო)
შევჩენკოს მსგავსად, კალაძემაც საფეხბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა. გრანდიოზული გაცილების შემდეგ კი კახა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი გახდა. ამჟამად კი, ის საქათველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერია.
მომზადებულია სპეციალურად GOAL.GE-სთვის.