» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

გორის "დილას" დირექტორი: "წინ ძალიან ცხელი ივლისი გველის"



21 ივლისს გორის „დილა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ საკუთარ ქალაქში გამართავს. მნიშვნელოვანი მატჩის გორში ჩატარების ნებართვა უეფამ კლუბს მას შემდეგ მისცა, რაც გორს უეფას ტექნიკური ინსტრუქტორი სტუმრობდა, რომელმაც სტადიონზე არსებული მდგომარეობა კომპლექსურად შეისწავლა და კლუბს გარკვეული რეკომენდაციები მიაწოდა. ამ დროისთვის, ქალაქ გორის მერიის დახმარებით თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს უეფას მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესი. სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ტარდება. უეფას ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნასთან არსებული ,,L ოილის“ ბენზინგასამართი სადგურის ფუნქციონირების ორი დღით შეჩერება, კლუბის წერილობითი მიმართვის შემდეგ შპს ,,L ოილის“ ხელმძღვანელობამ „დილას“ რეკომენდაციით განსაზღვრულ თარიღებში, 20-21 ივლისს ბენზინგასამართი სადგურის შეჩერების გადაწყვეტილება დაუდასტურა. უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, სტადიონის ჩრდილოეთ ნაწილის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც წარმოადგენს ქვებითა და ხრეშით დაფარულ სივრცეს, მთლიანად ევლება ორი მეტრის სიმაღლის ღობე. ამავდროულად დაიწყო არსებული სივრცის მოასფალტების პროცესი. სტადიონის დასავლეთ ტრიბუნასთან, სადაც კლუბის ოფისი, ასევე ფეხბურთელთა, მწვრთნელებისა და ოფიციალური პირების შესასვლელია, კეთდება დამცავი ღობე და იქ მოხვედრა მხოლოდ გუნდების, მათი წარმომადგენლებისა და შესაბამისი უფლების მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ გულშემატკივართა სტადიონზე მოხვედრა 4 შესასვლელიდან იქნება შესაძლებელი. გულშემატკივრისთვის სტადიონზე შესასვლელი კეთდება აღმოსავლეთ ტრიბუნიდანაც. მაყურებელს სტადიონზე მოხვედრა ახლა უკვე გურამიშვილის ქუჩის მხრიდანაც შეეძლება. მიმდინარეობს სტუმარი გუნდის გულშემატკივართა ტრიბუნის გამაგრების, საიზოლაციო და კოსმეტიკური სამუშაოები, რაც ასევე მოიცავს სკამების დანომვრის პროცესს მთელს სტადიონზე, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება ბილეთების გაყიდვის სისტემის დანერგვა, რაც ასევე წარმოადგენს უეფას რეკომენდაციას ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე კლუბებისათვის. აღმოსავლეთ ტრიბუნის ნაწილში უეფას სტანდარტების შეაბამისად ეწყობა 3 ტუალეტი (ორი მამაკაცებისთვის და ერთიც ქალებისთვის) 21 ივლისამდე შეიღებება სტადიონის სამხრეთით არსებული კდელი და მოხდება ელექტრონული ტაბლოს განახლება. პრაქტიკულად მზად არის ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ოთახები, რომლებიც სულ მალე აღიჭურვება საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. ამავდრულად მიმდინარეობს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. 2 დღის წინ გორის „დილამ“ ხელშეკრულება გააფორმა ინტერნეტპროვაიდერ „ახალ ქსელებთან“ რომელიც სტადიონს 100 მეგაბიტი წამი შიჩქარის ინტერნეტით მოამარაგებს. მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიღება შესაძლებელი იქნება როგორც უკაბელოდ (WI FI) აგრეთვე კაბელის საშუალებით, რომელიც კლუბებისა და პრესის წარმომადგენლების მუშაობას გაცილებით ეფექტურსა და მოსახერხებელს გახდის. უკვე დასრულდა VIP ზონისა და საპრესკონფერენციო ოთახის განახლება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს მოედნის საფარის განახლება სპეციალური ტექნიკის საშუალებით, რომლის გორში ჩამოყვანაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით მოხერხდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოსწორდა მოედნის საფარის დაზიანებული ნაწილი. უეფას რეკომენდაციის შესაბამისად დაიწყო სტუმარი და მასპინძელი გუნდების გასახდელებში არსებული საშხაპეების განახლება. 21 ივლისიდან გორის ,,დილას“ ექნება მოედანზე გასასვლელი გვირაბი, რაც უზრუნველყოფს გუნდებისა და მსაჯაბის უსაფრთხო გასვლას სათამაშო მოედნაზე. სტადიონის ჩრდილოეთ ნაწილში უკვე მიმდინარეობს საიზოლაციო ბანერების განთავსება, სადაც კლუბის ლოგო და სახელწოდებაა გამოსახული. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის „დილას“ სტადიონი დააკმაყოფილებს უეფას სტანდარტებს და შეეძლება ჩემპიონთა ლიგის I და II საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების მასპინძლობა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონსა და მის გარშემო მიმდინარე სამუშაოებზე კომენტარი გააკეთა გორის ,,დილას“ დირექტორმა გიორგი ტუღუშმა: ,,საფეხბურთო კლუბ ,,დილას“ განვითარება გრძელდება და მოხარული ვარ, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვა კლუბს ორგანიზაციული კუთხით შეუძლია. მას შემდეგ, რაც გორის „დილა“ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა, მიზნად დავისახეთ, რომ ჩვენი გუნდისთვის ისტორიული მატჩი ბელგრადის ,,პარტიზანის“ წინააღმდეგ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულიყო, რასაც ცხადია სპორტულ მხარესთან ერთად, უდიდესი სოციალური, ორგანიზაციული და პერსპექტივაში ეკონომიკური დატვირთვაც ექნება. ჩვენი ინიციატივა და ინტერესი მატჩის გორში გამართვასთან დაკავშირებით ქალაქ გორის მერიას გავაცანით და მათი ცალსახა მხარდაჭერაც მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ ,,დილას“ უეფას წარმომადგენელი სტუმრობდა, რომელმაც სტადიონზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა და რეკომენდაციებიც მოგვცა, რის შემდეგაც მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით საფეხბურთო კლუბ ,,დილას“ სტადიონის სტანდარტიზაცნია მიმდინარეობს უეფას რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენი გუნდი უკვე ბელგრადშია და 14 ივლისს ,,პარტიზანთან“ შეხვედრისთვის ემზადება. ქ. გორში ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში უდიდესი მიღწევაა ისეთი მცირე ბიუჯეტიანი კლუბისათვის, როგორიც გორის ,,დილაა“, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არსებულ მიღწევას დავჯერდეთ. წინ ძალიან ცხელი ივლისი გველის“. გორის "დილას" პრესსამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ხოჭოლავას შახტარის მორიგი ბრწყინვალე მატჩი და ფრე ინტერთან! [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დონეცკის "შახტარი" "ინტერს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

გუშინ, 23:54

ბაიერნმა მოსკოვიდან დაგეგმილი 3 ქულა წამოიღო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "ლოკომოტივს" ესტუმრა.

გუშინ, 23:48

ოფიციალურად: რონალდუმ კორონავირუსი ვერ დაამარცხა, მესისთან დუელი არ შედგება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსის ტესტმა კიდევ ერთხელ დადებითი პასუხი აჩვენა.

გუშინ, 23:41

ინტერთან მატჩში ხოჭოლავამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს დონეცკის "შახტარი" და "ინტერი" უპირისპირდებიან.

გუშინ, 23:33

ბართომეუ ბარსელონას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

ესპანური წამყვანი გამოცემების უმეტესობა, მათ შორის Marca, Mundo Deportivo და Diario Sport-ი ამტკიცებენ, რომ ხოსეპ მარია ბართომეუ

გუშინ, 23:11

"იმედი მაქვს, რონალდუ ითამაშებს" - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:01

კახა კალაძე: "პანდემია რომ ჩაივლის, ბათუმის სტადიონზე საფეხბურთო ვარსკვლავებს ჩამოვიყვანთ"

რამდენიმე წლიანი სამუშაოების შემდეგ, დღეს ბათუმის ახალი სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა.

გუშინ, 22:29

ითამაშებს თუ არა რონალდუ ბარსელონასთან? - პირლოს კომენტარი

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსის ტესტის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 22:18

ჯერარდმა კარიერის ყველაზე მძიმე მომენტი დაასახელა: "ფსკერზე ვიყავი"

"ლივერპულის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე მძიმე მომენტი გაიხსენა:

გუშინ, 22:09

"პოგბას იუვენტუსიდან ბარსელონაში გადასვლა შეეძლო", - კატალონიელთა ექს-სკაუტი

"ბარსელონას" ყოფილმა სკაუტმა, არიედო ბრეიდამ განაცხადა, რომ მის ყოფილ კლუბს პოლ პოგბას გადმობირება შეეძლო:

გუშინ, 21:55

"ბრუნო მანჩესტერში უკმაყოფილოა", - მაკლარენი

სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილმა თანაშემწემ, სტივ მაკლარენმა ბრუნო ფერნანდეშის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:41

სრული სვლით მოსკოვის ასაღებად! - ბაიერნის შემადგენლობა ლოკომოტივთან

ცნობილი გახდა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობა მოსკოვის "ლოკომოტივთან" გასვლითი შეხვედრისთვის, რომელიც 22:00 საათზე დაიწყება.

გუშინ, 21:22

ხოჭოლავა ინტერთან სასტარტოშია! - შემადგენლობები ცნობილია

ცნობილი გახდა დონეცკის "შახტარისა" და მილანის "ინტერის" შემადგენლობები დღევანდელი შეხვედრისთვის, რომელიც 22:00 საათზე დაიწყება.

გუშინ, 21:07

სიტი კვლავ თავისი შუშის ფორვარდის გარეშე დარჩა

ცნობილია გახდა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ტრავმის სიმძიმე, რომელიც მან პრემიერ ლიგის გასულ ტურში

გუშინ, 20:31

"მანჩესტერს შეუძლია, რომ თავისი სილვა-დე ბრუინი იყოლიოს", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა თავისი ექს-გუნდის შემადგენლობის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 20:22

კიელინის, ბონუჩისა და დე ლიგტის გარეშე?! - იუვე დაცვის გარეშე თამაშს სწავლობს

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას" წინააღმდეგ მოახლოებულ შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება.

გუშინ, 20:11

"რონალდუ სათადარიგოთა სკამზეც კი სასარგებლო იქნებოდა", - კუადრადო

ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა, ხუან კუადრადომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 20:02

"ბარსელონასთან წარმატებას რონალდუს გარეშეც უნდა მივაღწიოთ", - დანილო

ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველმა, დანილო და სილვამ "ბარსელონას" წინააღმდეგ მოახლოებული დაპირისპირების

გუშინ, 19:49

"მესის წინააღმდეგ რომ თამაშობ, იღბალი შენს მხარეს უნდა იყოს", - პირლო

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ ლიონელ მესის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:35

ერთ-ერთმა საუკეთესო ნორვეგიელმა არბიტრმა აღიარა, რომ გეია

ნორვეგიელმა არბიტრმა, ტომ ჰარალდ ჰაგენმა, საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ისაუბრა.

გუშინ, 18:34

მარსიალი: "პსჟ-სთან გატანილი ავტოგოლი? ჩემი ქალაქის გუნდია და მათი დახმარება მინდოდა"

„მან.იუნაიტედის“ შემტევმა, ანტონი მარსიალმა, „პსჟ-სთან“ გატანილ ავტოგოლზე ისაუბრა.

გუშინ, 18:32

როდის დაუბრუნდება რეალს ნაჩო ფერნანდესი?

მადრიდის „რეალის“ მცველი, ნაჩო ფერნანდესი, ტრავმის გამო უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.

გუშინ, 18:28

"ჩოგბურთის მაიკლ ჯორდანია", - ნიკ კირიოსმა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი დაასახელა

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა, ნიკ კირიოსმა, საჩოგბურთო დიდ სამეულზე ისაუბრა.

გუშინ, 18:16

ხაბიბმა აღიარა, თუ რის გამო აპირებდა გეიჯისთან ბრძოლაზე უარის თქმას

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა აღიარა, რომ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლიდან მოხსნაზე ფიქრობდა.

გუშინ, 18:09

არანაირი პაუზა! - დღეს ჩემპიონთა ლიგაა და დასვენება არც შემდეგ სამშაბათსა და ოთხშაბათს იქნება

გასულ კვირას, ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონმა აიღო სტარტი.

გუშინ, 18:06

ფოტო: ხაბიბმა საკუთარ თავს წონის განურჩევლად საუკეთესო უწოდა და ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, საკუთარ თავს წონის განურჩევლად საუკეთესო მებრძოლი უწოდა.

გუშინ, 18:05

"კორონავირუსი ჰქონდა და დეპრესიაში ჩავარდა" - გომესი ილიჩიჩზე, რომელმაც თითქოსდა მეუღლე ღალატის დროს გამოიჭირა

„ატალანტას“ შემტევმა, ალეხანდრო კომესმა, იოსიპ ილიჩიჩის პრობლემებზე ისაუბრა.

გუშინ, 18:00

"სჯობს გადასახადების გამო, ვიდრე სხვა მიზეზით", - ლა ლიგის პრეზიდენტი ნეიმარისა და რონალდუს წასვლაზე

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, რონალდუსა და ნეიმარის სხვა ჩემპიონატში გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:55

ვერონი: "ბარსელონაში თამაში მესის დისკომფორტს უქმნის"

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, ლეო მესიზე ისაუბრა.

გუშინ, 17:51

კვერკველიას აღიარება: ქართველი პრემიერ ლიგის სიმბოლურში მოხვდა

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "როტორი" მოსკოვის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

გუშინ, 17:31
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10