მსოფლიო ფეხბურთის ტოპ 10 ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი

GOAL.GE მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ძლიერ ფეხბურთელთა ჩამონათვალს გთავაზობთ. ფეხბურთელები სხვადასხვა კატეგორიებად იყოფა, ზოგს თავისი პლიუსი სისწრაფესა და ტექნიკაში აქვს, მაგრამ ეს ფეხბურთელები მათგან რადიკალურად განსხვავდებიან. ისინი თავიანთ ბრწყინვალე ფიზიკურ მონაცემებს ფეხბურთის სათამაშოდ მშვენივრად იყენებენ.
10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
საოცარმა ფიზიკურმა მონაცემებმა და ნიჭმა ზლატანი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ჩამოაყალიბა. იბრას ყველაფერი აქვს, რაც საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელს უნდა ჰქონდეს.
9. მიკა რიჩარდსი
მიკა უნივერსალია, მას როგორც დაცვის ცენტრში, ისევე განაპირა მცველად შეუძლია თამაში. მისი მთავარი პლიუსი ფიზიკური მონაცემებია, რასაც მეტოქის დასაჩაგრად ხშირად იყენებს. ბურთიანი რიჩარდსი მცველისთვის ხომ საშიშია და უბურთო, მით უმეტეს. მიკას არაერთი ფეხბურთელისთვის მიუყენებია ტრვმა, თუმცა, ეს მისი სტილია, რასაც თავისი პლიუსები აქვს.
8. დიდიე დროგბა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, იშვიათად თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა დიდიეს ძალისმიერი ბრძოლა როდესღაც წაეგო. კოტ დ'ივუარელი თავდამსხმელი ლონდონის "ჩელსის" ლეგენდად იმ ლენგენდარული გოლის წყალობით რჩება, რომელიც მან "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუტანა.
7. რომელუ ლუკაკუ
"ანდერლეხტში" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, როცა ლუკაკუ 16 წლის იყო, უკვე გიგანტად ითვლებოდა. რომელუ თავისი თამაშის სტილით ძალიან ჰგავს დიდიე დროგბას, თუმცა, მას ცოტა გამოცდილება და გრანდი უნდა იმისთვის, რომ მიაღწიოს იმას, რასაც დიდიემ მიაღწია.
6. იაია ტურე
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი განსხვავებული თამაშის სტილითა და მანერით. იაიას, მიუხედავად უძლიერესი ფიზიკური მონაცემებისა, თავისი სხეულის მართვა ბრწყინვალედ შეუძლია.
5. კრისტოფერ სამბა
"ბლექბერნში" ყოფნის დროს სამბა პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი ყველაზე უხეში ცენტრალური მცველი იყო. სამბა ისეთ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც არა იაია ტურეს მსგავსად თავის სხეულს მეტოქის დასაბნევად, არამედ მეტოქის დასაჩაგრად იყენებს. სამბა ნამდვილი კოშმარი იყო ისეთი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ფიზიკურადაც სუსტები იყვნენ და მისი ჩამოშორება არც სისწრაფით შეეძლოთ.
4. ვიქტორ ვანიამა
"სელტიკის" ყოფილი ფეხბურთელი, მიუხედავად სერიოზული მასისა, სხეულს მშვენივრად ფლობს და მოედანზეც საკმაოდ კარგად ასპარეზობს. ამჟამად, "საუთჰემფტონში" მოთამაშე ვანიამა, გასულ წელს გუნდის ერთ-ერთი მთავარი ნათელი წერტილი იყო.
3. ჯორჯ ელოკობი
უცნაურია, თუმცა, 175 სანტიმეტრისა და 90 კგ სუფთა კუნთის მქონე მოთამაშე განაპირა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა.
2. დენ შიტუ
დენი - ფეხბურთელი, რომელსაც Sky Sports-ის ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა ამერიკულ ფეხბურთზე გადასვლა ურჩია. უდავოა, რომ დენის ამერიკული ფეხბურთელის ტანი უფრო აქვს, ვიდრე როგორც ამერიკელები იტყოდნენ - "სოკერის".
1. ადებაიო აკინფენვა
აკინფენვაზე ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე









