დანია vs საქართველო - ნაკრები რეაბილიტაციისთვის ემზადება



საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დანიაში პირდაპირ ირლანდიიდან, გუშინ ნაშუადღევს ჩაფრინდა და ქალაქ ოლბორგში დაბინავდა, სადაც ადგილობრივ „ნორდისკ არენაზე“ დანიის ეროვნულ გუნდთან მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. დანიაში ჩასვლის დღეს, საქართველოს ნაკრებს არ უვარჯიშია. თემურ ქეცბაიას ოლბორგში დახვდნენ ლადო დვალიშვილი და ირაკლი სირბილაძე, რომლებიც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიასთან მატჩისთვის გამოიძახა. ნაკრებს ავადმყოფობის გამო გამოაკლდა და თბილისში დაბრუნდა მეკარე როინ კვასხვაძე. გუნდის ექიმებმა გამორიცხეს დავით დევდარიანის თამაშიც და დანიური „ორჰუსის“ ქართველი ლეგიონერი გუნდთან ერთად უკვე აღარაა. დანარჩენი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში უკვე გამართა „ნორდისკ არენაზე“, რომელიც 14 ათას მაყურებელს იტევს. საღამოს მონაცემებით, ჯერჯერობით მხოლოდ 5 ათასი ბილეთია გაყიდული. საღამოს ვარჯიშის შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა თემურ ქეცბაიამ. „გულდასაწყვეტია, რომ წავაგეთ, მაგრამ წაგებასაც ხომ გააჩნია... სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიშით დავმარცხდით. პრინციპში, თამაშის ძირითადი დრო 10 კაცით ვითამაშეთ. ასეთი დონის სანაკრებო თამაშებში ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ამას არავინ გაპატიებს. კარგი იქნებოდა, ამ თამაშისთვის მოსამზადებლად ცოტა მეტი დრო გვქონოდა, ვინაიდან დანიაც ძალიან რთული მეტოქე იქნება. მე დარწმუნებული ვარ, ბიჭები გამოვლენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის თამაში ყველას დაავიწყონ და დანიასთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყველა მზადაა და ვეცდებით ჩვენს გულშემატკივრებთან რეაბილიტაცია მოვახდინოთ“ - განაცხადა ნაკრების თავკაცმა. კომენტარები გააკეთეს ნაკრების ფეხბურთელებმაც. ლადო დვალიშვილი: „სამწუხაროდ, პირველი თამაშისთვის ვერ ჩამოვედი, ჩემზე არ იყო დამოკიდებული. „ლეგიას“ მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა 2 ივნისს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე წავაგეთ... დანიასთან თამაში კი, უნდა გამოვიყენოთ, რომ ის მატჩი დავივიწყოთ და დავავიწყოთ გულშემატკივარს.“ დავით თარგამაძე: „მძიმე თამაში გვექნება. წინა თამაშში დაშვებული ის შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, რის გამოც ირლანდიასთან წავაგეთ. ყველა ჯანმრთელად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგისთვის.“ აქვე გეტყვით, რომ ამ თამაშს არ გამოტოვებს გიორგი ლორია, რომელმაც ირლანდიასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო, ვინაიდან 2 ივნისი ოფიციალური ამხანაგური თამაშების თარიღი არ იყო. დანიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა თბილისის დროით 22:15 წუთზე დაიწყება. ქართველი გულშემატკივარი კვლავ შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით თამაშს პირდაპირ ეთერში უყუროს. სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ტალახაძე: "მოსკოვში ჩვენი ჰიმნი უნდა ავაჟღერო და პასუხი გავცე მათ, ვისაც ჩემს პატრიოტიზმში ეჭვი ეპარება"

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე პირველ არხთან ინტერვიუში იმ კომენტარებს და ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელსაც მას რამდენიმე თვეა უყენებენ.

დღეს, 03:44

მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ: ჩაკვეტაძე და ქვილითაია რომასთან მატჩის განაცხადში არიან

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "რომა" და "გენტი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:37

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დღეს გამართავს

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დღ​ეს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს. ჩვენი მეტოქე შვეიცარიაა.

დღეს, 03:35

"მივდივარ თუ არა მანჩესტერ სიტიდან?" - გვარდიოლას კომენტარი

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" შინ "ვესტ ჰემი" 2:0 დაამარცხა.

დღეს, 03:28

ატალანტას მწვრთნელი 4:1 მოგების შემდეგ: "გოლი არ უნდა გაგვეშვა"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ატალანტამ" "ვალენსია" შინ 4:1 გაანადგურა.

დღეს, 03:24

ნაგელსმანი: "ამ ბრწყინვალე სტადიონზე გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა"

"ლაიფციგმა" მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და "ტოტენჰემი" სტუმრად 0:1 დაამარცხა.

დღეს, 03:16

მოურინიო: "რთულ სიტუაციაში ვართ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "ლაიფციგთან" 0:1 წააგო.

დღეს, 03:12

დე ბრუინის მორიგი კარგი თამაში და საიუბილეო ციფრები

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ვესტ ჰემი" მარტივად, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 03:07

კიდევ ერთი ბრწყინვალე სტატისტიკა, რაც ატალანტას გუნდურობაზე მეტყველებს

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ატალანტა" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

დღეს, 03:03

ლორისი: "ახალი ისტორიის დაწერას ვეცდებით"

"ტოტენჰემის" კაპიტანი, უგო ლორისი "ლაიპციგთან" საშინაო მარცხს გამოეხმაურა.

დღეს, 02:41

"მესტალიაზე ლომებივით ვითამაშებთ", - ჩერიშევი

"ვალენსიას" შემტევმა ნახევარმცველმა, დენის ჩერიშევმა ბერგამოს "ატალანტასთან" წაგებული შეხვედრა (1:4) შეაფასა:

დღეს, 02:34

ნაგელსმანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

"ლაიპციგის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

დღეს, 02:24

მოურინიოს კოშმარული სტატისტიკა, რომელიც 2014 წლიდან იწყება

როგორც მოგეხსენებათ, "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში საკუთარ კედლებში "ლაიპციგთან" დამარცხდა.

დღეს, 02:15

ლაიფციგმა სტუმრად ტოტენჰემს მოუგო და 1/4 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ტოტენჰემსა" და "ლაიფციგს" შორის.

დღეს, 02:02

ატალანტამ სან-სიროზე ვალენსია არ დაინდო [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტას" ზღაპარი გრძელდება. "შავ-ლურჯებმა" ტრიუმფალური გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშიც კი მოიპოვეს.

დღეს, 02:00

დისკვალიფიცირებულმა სიტიმ ჯავრი ვესტ ჰემზე იყარა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების გარდა, ფეხბურთს დღეს პრემიერ ლიგაშიც თამაშობდნენ. "მანჩესტერ სიტიმ" გადადებულ მატჩში "ვესტ ჰემ იუნაიტედი" მიიღო.

დღეს, 01:34

კონტაქტი შედგა - ლოს ანჯელეს გელექსის მესი სურს

"ლოს ანჯელეს გელექსი" "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესის დამატების შესაძლებლობას განიხილავს.

გუშინ, 19:38

ბარსელონა ახალ თავდამსხმელს დღეს დაიმატებს?

"ბარსელონა" ახალი თავდამსხმელის ტრანსფერის დახურვას დღეს, ოთხშაბათს გეგმავს.

გუშინ, 19:31

ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

"დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

გუშინ, 19:24

ვერატიმ ევროთასებზე პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პსჟ"-მ პირველ 1/8 ფინალურ მატჩში "დორტმუნდთან" წააგო.

გუშინ, 19:18

ზურიკო დავითაშვილმა რუბინში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]

ყაზანის "რუბინმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მათი მეტოქე "კაირათი" იყო.

გუშინ, 19:15

6 ერი: როგორ აფასებენ გუნდების შანსებს მესამე ტურში?

შაბათს და კვირას 6 ერის მესამე ტურის მატჩები გაიმართება.

გუშინ, 17:28

"ძალიან მოგვენატრები", - პორტო კასილასს დაემშვიდობა

როგორც მოგეხსენებათ, ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა კარიერა დაასრულა.

გუშინ, 17:22

მოურინო: "კრაუჩს დავაბრუნებ"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ლაიპციგთან" შეხვედრამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტები გაახალისა.

გუშინ, 17:11

იუვენტუსი არჩევანს ორ ფორვარდს შორის აკეთებს

La Repubblica-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავდამსხმელის დამატებას გეგმავს.

გუშინ, 17:02

"იმედია, ამ გუნდს არ შევხვდებით", - მორატამ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 16:50

ითამაშებს თუ არა მემფისი ევროპის ჩემპიონატზე?

როგორც მოგეხსენებათ, ლიონის "ოლიმპიკის" ლიდერმა, მემფის დეპაიმ გასულ შემოდგომაზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

გუშინ, 16:38

ყველაზე მაღალანაზღაურებადი გერმანელი მოთამაშის ვინაობა ცნობილია

Bild-მა ყველაზე მაღალანზღაურებადი გერმანელი ფეხბურთელის ვინაობა გამოიკვლია.

გუშინ, 16:30

ლალანა ახალ გუნდს უახლოვდება

Sky Sports-ის ცნობით, "ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველი, ადამ ლალანა ზაფხულისთვის ახალ გუნდს უახლოვდება.

გუშინ, 16:21

მოურინიო ლაიპციგის შესახებ: "დასაფასებელია, რომ გუნდი, რომელსაც არ აქვს ისტორია, მეორე ადგილზეა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა თავისი მოახლოებული მოწინააღმდეგის, "ლაიპციგის" შესახებ:

გუშინ, 16:04

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10