Sport.es: ადამა ტრაორემ გუშინ "ლივერპულში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

"ბარსელონა ბ"-ს ფეხბურთელი ადამა ტრაორე კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს, ამტკიცებს Sport.es.
გამოცემის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელმა გუშინ "ლივერპულში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და კატალონიელები სატრანსფერო გარიგებას სწორედ მერსისაიდულ კლუბთან განახორციელებენ, და არა "ასტონ ვილასთან", როგორც Marca ამტკიცებს.
ტრანსფერის თანხა 7 მლნ ევროა.