ყველაზე ლამაზი ქართველი გოგონები "დინამო არენაზე"

კატალონიის “ბარსელონას” უცხოურმა გვერდმა სუპერთასის მატჩის მსვლელობისას 2 ქართველი ლამაზმანის სურათი გამოაქვეყნა, რომლებიც “ბარსელონას” გულშემატკივრობდნენ.
რა თქმა უნდა, ამ ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ესპანელი და ქართველი, ისე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან. მთელ მსოფლიოში ქართველ მშვენიერ გოგონებზე დაახლოებით ასეთი შინაარსის კომენტარებს წერდნენ:
“სექსუალური ბარსელონას ქომაგები”
“რა ლამაზი გულშემატკივრები ჰყოლიათ მესის და ინიესტას”
“ქართველებს ლამაზი გოგოები ჰყოლიათ.”
“ძალიან კარგად გამოიყურებით.”
როგორც გაირკვა, ისინი ქართველი ცნობილი სახის, "გოგიჩას" შვილები: ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები არიან.
გთავაზობთ დამატებით რამდენიმე ფოტოს, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი მართლაც გამორჩეული ფანი-გოგონები არიან.







