» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

უმაღლესი ლიგა. მე-3 ტურის სიმბოლური გუნდი



გუშინ დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-3 ტურის მატჩები. აღნიშნული ტური უხვგოლიანი გამოდგა. 8 მატჩში 27 გოლი გავიდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. საფეხბურთო საიტი, GOAL.GE წარმოგიდგენთ უმაღესი ლიგის მე-3 ტურის სიმბოლურ გუნდს.

მეკარე

კონსტანტინე სეფიაშვილი - იმის მიუხედავად, რომ ფოთის "კოლხეთი" მე-3 ტურში ბათუმის "დინამოსთან" დამარცხდა, ჩვენი საიტის სიმბოლური გუნდის მეკარის ადგილი მეგრული კლუბის კიპერმა, კონსტანტინე სეფიაშვილმა დაიკავა. ზღვისპირელებმა მატჩი 2-0 მოიგეს, მაგრამ რომ არა სეფიაშვილი, "კოლხეთი" განადგურებას ვერ გადაურჩებოდა.

მარჯვენა მცველი

ოთარ კაკაბაძე - არამარტო გასულ ტურში, არამედ ბოლო მატჩებია, "დინამოს" მარჯვენა მცველი შეუდარებელ ფორმაშია. 20 წლის მარჯვენა უკანახაზელი დაცვაში ბრწყინვალედ ასპარეზობს და მეტოქე გუნდს მარცხენა ფლანგიდან ხეირიანი შეტევის განხორციელების საშუალებას არ აძლევს და, ამასთანავე, თავდასხმაშიც გასაოცარი პასებით ამარაგებს თანაგუნდელებს. "საბურთალოსთან" მატჩში, კაკაბაძემ ერთი საგოლე პასი მიითვალა.

ცენტრალური მცველები

ლევან კაკუბავა - "ცხინვალს" მე-3 ტური საკმაოდ ხეირიანად წაუვიდა. კახი კაჭარავას შეგირდებმა ზუგდიდურ გუნდს გადაუარეს. "ზუგდიდთან" მატჩში კი ერთ-ერთი გამოსარჩევი ფიგურა 24 წლის ცენტრალური მცველი, ლევან კაკუბავა იყო. ქართლური გუნდის მცველმა გუშინდელ შეხვედრაში ერთი საგოლე პასიც მიითვალა. გენიალური ასისტი, რომელმაც რამდენიმე ფეხბურთელში ერთად გაიარა და გიორგი ცერცვაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა. დავით საჯაია - წინა წლების შემხედვარე, ალბათ, ბევრს უკვირს "სიონის" ასეთი სტარტი საქართველოს ჩემპიონატზე. ბოლნისელები იმ 5 გუნდს შორის არიან, რომელთაც ჯერ მატჩი არ წაუგიათ. გასულ ტურშიც ვარლამ კილასონიას შეგირდებმა ქობულეთის "შუქურა" დაამარცხეს, 2-0. "სიონის" დაცვის ხაზი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და დავიდ საჯაიაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.

მარცხენა მცველი

ლაშა ჩიკვაიძე - "ჩიხურამ" მე-3 ტურში მარტვილის "მერანი" დამაჯერებელი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. იმერელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, მარცხენა მცველი, ლაშა ჩიკვაიძე იყო. 25 წლის უკანახაზელს თამაში უგოლოდ არ დაუტოვებია.

ნახევარდაცვა

მათე ცინცაძე -  გასულ ტურში გია გეგუჩაძის შეგირდებმა "საბურთალო" გაანადგურეს. გია ჭიაბრიშვილის შეგირდები მხოლოდ ეპიზოდურად, თორემ სხვა შემთხვევაში, "დინამოს" ნახევარზე გადასვლას ვერ ახერხებდნენ. 20 წლის ნახევარმცველმა უმაღლესი ლიგის დებიუტანტებს ძალიან ბევრი შეტევა ჩაუჭრა. ასევე, მათე ძალიან კარგად ფლობდა ბურთს და იწყებდა გუნდის ახალ შეტევებს. ცინცაძემ "საბურთალოსთან" მატჩში გოლი გაიტანა და ჰქონდა დუბლის გაფორმების შანსიც, მაგრამ უკანასკნელს ბექა ქურდაძემ ამის საშუალება არ მისცა. ლუკა რაზმაძე - მე-3 ტურში გამორჩეული ფეხბურთელი იყო ბოლნისელთა ახალწვეული ლუკა რაზმაძე. ვარლამ კილასონიას გუნდის 7-იანმა ზღვისპირელებს "სიონის" ნახევარზე თავისუფლად თარეშის უფლება არ მისცა. დავით რაჟამაშვილი - "სამტრედია" იმ ორ გუნდს შორის შედის, რომელთაც ახალ სეზონზე 3-დან 3 მოგება აქვთ. უკანასკნელ ტურში, იმერლებმა უმაღლესი ლიგის ახალწვეულებს, "ლოკომოტივს" სძლიეს. თბილისურმა გუნდმა "სამტრედიას" ორბურთიანი უპირატესობა ამოუქაჩა, თუმცა, შეხვედრის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, დავით რაჟამაშვილმა 72-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და გია ცეცაძის კლუბს 3 ქულა მოუტანა.

თავდასხმა

ირაკლი ლექვთაძე - ფეხბურთელი, რომელსაც "ზუგდიდის" განადგურებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მოთამაშე, რომელმაც 24-ე დაბადების დღე გოლით აღნიშნა. ირაკლი კახი კაჭარავას გუნდიდან საკმაოდ გამორჩეული მოთამაშე იყო. მან მე-3 ტურში ერთი საგოლე გადაცემა და გოლი ჩაიწერა საკუთარ აქტივში. ირაკლი მოდებაძე - საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი. 30 წლის გამოცდილი შემტევი მე-3 ტურის ცენტრალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე იყო. მან ქუთაისის "ტორპედოს" დამარცხებაში ლომის წვლილი დაიდო, გაფორმებული დუბლით. თორნიკე მუმლაძე - მე-3 ტურში "მერანის" გატეხვა "ჩიხურამ" პირველ ტაიმში ვერ შეძლო, თუმცა, მეორე ტაიმის მე-6 წუთზე, იმერელთა შემტევმა, თორნიკე მუმლაძემ ანგარიში გახსნა და ეს ყოველივე სოსო ფრუიძის გუნდს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. 23 წლის თავდამსხმელი აღნიშნულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ტურის მწვრთნელი

ვარლამ კილასონია - ზაფხულში "სიონს" ვარლამ კილასონია ჩაუდგა სათავეში. ბოლნისელებს ახალი მწვრთნელის მეთაურობით ბრწყინვალე შედეგები აქვთ. უმაღლესი ლიგის გათამაშების ცხრილშიც 7 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ. გასულ, მე-3 ტურში კილასონიას შეგირდებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს ქობულეთის "შუქურასთან". Untitled-1

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"დემბელე შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს", - კრუიფის შვილი

ლეგენდარული იოჰან კრუიფის შვილი, იორდი "ბარსელონას" შემტევს, ოსმან დემბელეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს:

დღეს, 09:56

"დღევანდელი საფრანგეთის ნაკრები 1998 წლის საფრანგეთს გოლსაც ვერ გაუტანდა", - პირესი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა, რობერტ პირესმა თავისი ქვეყნის 1998 წლის ნაკრები დღევანდელს შეადარა:

დღეს, 09:49

VIDEO: "N1 ხარ...მაგრამ ჩემს შემდეგ", - რონალდუმ მარადონას დაბადების დღე მიულოცა

კრიშტიანუ რონალდუმ დიეგო მარადონას 60 წლის იუბილე მიულოცა.

დღეს, 09:39

"ამბობდნენ, რეალისთვის უარის თქმა შეუძლებელია, მე კი ეს არსენალის გამო გავაკეთე", - პირესი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა შემტევმა, რობერტ პირესმა განაცხადა, რომ ის მიეკუთვნება ფეხბურთელების იმ კატეგორიას,

დღეს, 09:37

რას ვუყუროთ დღეს? - 10-ზე მეტი საინტერესო მატჩი გრანდების მონაწილეობით

საფეხბურთო დღე დაიწყება 16:30 საათიდან, "მანჩესტერ სიტის" "შეფილდ იუნაიტედთან" სტუმრობით, ნახევარ საათში კი მადრიდის "რეალი"

დღეს, 09:22

ჯოკოვიჩი დიდი მარცხის შემდეგ: "ჩემი მიზანი რაც იყო, შევასრულე"

ვენის ტურნირის 1/4 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი იტალიელ სონეგოსთან სენსაციურად დამარცხდა.

დღეს, 01:55

აიმარი: "მესის მიდგომა არგენტინის მიმართ შეუფასებელია"

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი პაბლო აიმარი ლეო მესიზე საუბრობს.

დღეს, 01:46

გვარდიოლას კრიტიკული კომენტარი: "ასე ფეხბურთელები ბევრ ტრავმას მიიღებენ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა პრემიერ ლიგის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

დღეს, 01:43

კუმანი: "გუშინ ფატის ვესაუბრე, თუ რა კომპონენტში უნდა მოუმატოს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ამავე გუნდის შემტევს ანსუ ფატის აქებს.

დღეს, 01:32

ითამაშებს თუ არა ხამესი შემდეგ ტურში?

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "ნიუკასლი" და "ევერტონი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 01:26

მარადონა: "იმედია, ჩემი გუნდი კიდევ ერთ სკუდეტოს მოიგებს"

ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს დიეგო მარადონას დღეს 60 წელი შეუსრულდა.

დღეს, 01:23

დეპაის ტრანსფერის გამო, ლიონის მწვრთნელი კუმანს მადლობას უხდის

მთელი ზაფხული აქტიურად იწერებოდა, რომ მემფის დეპაი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებდა.

დღეს, 01:20

სრული კრახი: ჯოკოვიჩი აუტსაიდერ ჩოგბურთელთან განადგურდა

ვენის ტურნირზე გამართული 1/4 ფინალური შეხვედრა მოულოდნელად და სენსაციურად დასრულდა.

დღეს, 01:13

თორნიკე შენგელიას ჩატენვა ევროლიგაში ტურის საუკეთესოდ დაასახელეს [VIDEO]

ევროლიგაზე გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ცსკა"-სა და "ვალენსიას" შორის, რომელიც მოსკოველთა გამარჯვებით 84:75 დასრულდა.

დღეს, 01:11

მოურინიო: "ბეილი აღარ არის ის ფეხბურთელი, რომელიც 7 წლის წინ იყო"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "დეზების" თავდამსხმელ გარეტ ბეილზე ისაუბრა.

გუშინ, 23:45

არტეტა ოზილზე: "მთელი ძალებით ვცდილობდი, შესაძლებლობებს ვაძლევდი"

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ნახევარმცველ მესუთ ოზილის სიტუაციაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:40

"არ ვიცი, როგორ იმოქმედებს ეს ჩემზე", - კუმანი ბართომეუს წასვლას ეხმაურება

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ხოსეპ ბართომეუს გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:35

გვარდიოლამ ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა

"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:30

მარადონა: "პუტინის მჯერა, ვაქცინა მალე მზად იქნება"

ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:00

"მარადონა საუკეთესო თავის დროზე იყო", - კუმანმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა არგენტინელ დიეგო მარადონაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:45

"ამის შესახებ მსმენია, მაგრამ საკმარისი საზრუნავი მაქვს", - ზიდანი სუპერლიგის შექმნის იდეაზე

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:40

მარადონამ გაამხილა, თუ რა საჩუქრებს ისურვებდა მე-60 დაბადების დღისთვის

არგენტინის ნაკრების ექს-ფორვარდმა, დიეგო მარადონამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:35

ერიქსენი იმაზე, თუ რატომ ეძლევა ინტერში მცირე სათამაშო დრო: "კონტეს ჰკითხეთ"

"ინტერის" ნახევარმცველმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ეძლევა "ნერაძურიში" მცირე სათამაშო დრო.

გუშინ, 22:30

"ერთადერთი გამოსავალი აქვს", - კუმანის კომენტარი გრიზმანის საშინელ ფორმაზე

"ბარსელონას" მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ანტუან გრიზმანის საშინელ ფორმაზე გააკეთა კომენტარი.

გუშინ, 22:25

როგორც იქნა! რონალდუმ კორონავირუსი 19 დღეში დაამარცხა

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 21:55

"თუ ეს მოხდება, პრემიერ ლიგა განადგურდება", - ვენგერის აზრით, ინგლისის ჩემპიონატი საფრთხეშია

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:50

მანჩინი: "ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ბალოტელის ასეთ მდგომარეობაში ვხედავ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ფორვარდ მარიო ბალოტელიზე ისაუბრა.

გუშინ, 21:30

"ამჟამინდელ ბარსელონას არაფერი აქვს", - ბენფიკას მთავარი მწვრთნელი

"ბენფიკას" მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუსი თავისი კლუბის "ბარსასთან" შედარებას ნეგატიურად გამოეხმაურა.

გუშინ, 21:05

"არ მოეპყრნენ ისე, როგორც იმსახურებდა", - მარადონამ მესი დაიცვა და ბარსელონა გააკრიტიკა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესიზე ისაუბრა.

გუშინ, 21:00

"არამგონია, ამან ვინისიუსს ავნოს", - ზიდანი ბენზემასა და მენდის დიალოგს გამოეხმაურა

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კამერაში მოხვედრილ ფეხბურთელების დიალოგზე ისაუბრა.

გუშინ, 20:50
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10