ავტორიზაცია

საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" ახალი გერბი და ფორმა აქვს

საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" ახალი გერბი და ფორმა აქვს
თარიღი 02 Sep 2015, 15:04
საფეხბურთო კლუბ "რუსთავს", რომელიც პირველ ლიგაში ასპარეზობს, ახალი ეკიპირება და გერბი აქვს. მოგეხსენებათ, რუსთავში საფეხბურთო კლუბი რამდენიმე თვეა, რაც ჩამოყალიბდა. ახალი გუნდის ჩამოყალიბების იდეა რუსთავის მუნიციპალიტეტში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ძველი საფეხბურთო კლუბი "მეტალურგი" დაიშალა. სფფ-ის აღმასკომმა რუსთავის ახალ გუნდს პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება მისცა. გუნდს ახალი სახელი ("რუსთავი"), ახალი საშინაო და საგარეო ფორმა და გერბი აქვს. სწორედ დღეს შედგება პირველ ლიგაში "რუსთავის" დებიუტი. რუსთაველები დღეს, ქედის "ბეთლემს" დაუპირისპირდებიან. მატჩი ქედაში, ქედის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.