Goal.Ge

19-წლამდელები „ტორპედოდან“: „ვგრძნობდით, მთელი საქართველო გვერდში გვედგა“



ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ხმაურიანმა გამოსვლამ ქართველი ხალხი აღაფრთოვანა. ქუთაისის "ტორპედოსთვის" ორმაგად სასიხარულოა, რომ ინგლისის, შოტლანდიისა და ბელგიის ჯობნით, ჯგუფის ტრიუმფატორ გუნდში, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია, „ტორპედოსაც“ ჰყავს ფეხბურთელები წარმოდგენილი. ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ(3-ვე მატჩი), შემტევმა ნახევარმცველმა თეიმურაზ მარკოზაშვილმა(2 მატჩი) და ფორვარდმა გიორგი ფანცულაიამ(2 მატჩი - 2 გოლი) არც თუ ისე მცირე წვლილი შეიტანეს აღნიშნულ მონაპოვარში. კლუბის ოფიციალური საიტი ახალგაზრდებს 19-წლამდელთა ნაკრებზე ესაუბრა... ფანცულაია: „ბელგიაში ჩასვლის დღიდან ძალიან მომართულები ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. ალბათ, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს არ სჯეროდა, რომ ამას გავაკეთებდით, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს შევძელით და შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვეთ, რამაც ჩვენდამი ხალხის სიყვარული, დაფასება და საკუთარი თავის რწმენა უფრო გაზარდა, ამასთან ერთად დიდი გამოცდილებაც მივიღეთ. მარკოზაშვილი: „ბუნებრივია, ასეთი წარმატება იოლად არ მიიღწევა, ბიჭებმა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღეთ და ამან შედეგიც მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი მსაჯობის გამო ბევრი წინაღობა გვქონდა, ევროპის ჩემპიონატზე მაინც გავედით, სადაც ასევე ვეცდებით ისეთი შედეგები ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი კიდევ უფრო მეტად გავახაროთ“. სანდოხაძე: „ურთულესი ჯგუფური ეტაპი გამოვიარეთ. ფავორიტი ინგლისის ნაკრები იყო, მაგრამ ჩვენთან გამართულ პირველივე თამაშში მათთვის სასურველი შედეგი არ დაფიქსირდა. შოტლანდიასთან 9 კაცით დავრჩით, მაგრამ მაინც საჩვენოდ დავასრულეთ მატჩი. ბელგიასთან დაპირისპირებას რაც შეეხება, რომელიც გადამწყვეტი იყო, მოგება გვჭირდებოდა, თან ცუდი მდგომარეობა გვქონდა სათადარიგო ფეხბურთელების სახით, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენი ქვეყანა გვესახელებინა“. - რის ხარჯზე აჯობეთ თქვენს მეტოქეებს? სანდოხაძე: „პირველ რიგში, გუნდური თამაშით, ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვედექით. რა თქმა უნდა რწმენითაც და მიუხედავად იმისა, რომ თამაშითაც ვაჯობეთ გუნდებს, ცოტაოდენი გამართლებაც გვქონდა. მარკოზაშვილი: ჩვენ ფიზიკურად, მორალურად და ფსიქოლოგიურად ბოლომდე მზად ვიყავით და შეიძლება ისინი - არა. ფანცულაია: „ალბათ, ჩვენ ყველანაირად უფრო სწორი მიდგომა გვქონდა ამ თამაშების მიმართ. ტორპედოელები დიდად ემადლიერებიან ქართველ გულშემატკივრებს - „დიდი მადლობა მათ ვინც ბელგიაში გვქომაგობდა და ყველას, ვინც ჩვენ გვიჭერდა მხარს. ყოველ წუთში ვგრძნობდით, რომ მთელი საქართველო გვერდში გვედგა“. ასევე, ცალკე გამოყოფენ მწვრთნელ გია ცეცაძის როლს და ამბობენ, რომ ამ საერთაშორისო წარმატებაში მისი დამსახურება დიდია. - დამდეგი ფინალური ეტაპისგან რას ელით? მარკოზაშვილი: „არასდროს არ მისცემია საქართველოს იმის შანსი, რომ მოწინავე ადგილი დაეკავებინა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ. სანდოხაძე: „ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმ მეოთხედფინალი გადავლახოთ, იმიტომ რომ გვაქვს ამის პოტენციალი“. ფანცულაია: „რა თქმა უნდა, ურთულეს შეხვედრებს ველით, ჩვენზე დამყარებული იმედები გვინდა გავამართლოთ და უპირველესი ამოცანაა, რომ ნახევარფინალში ვითამაშოთ. - რას იტყვით „ტორპედოს“ ახალ კურსზე? სანდოხაძე: „ახალგაზრდა ბიჭები მოიყვანეს, რომლებსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ვფიქრობ, უფრო სამომავლო გუნდი კეთდება. ახალი მწვრთნელიც საკმაოდ ამბიციური პიროვნებაა, პირველი დღეებია და უკვე საინტერესოა მასთან მუშაობა. გრანდებს ახასიათებს მისი სტრატეგიითა და იდეოლოგიით თამაში“. ფანცულაია: „გუნდი გადახალისდა და გაჩნდა იმის დიდი პოტენციალიც, რომ „ტორპედომ“ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშოს. ვნახოთ რა იქნება ევროპალიგაზე, წინა სეზონთან შედარებით ყველას უფრო მეტის მიღწევა გვინდა“. მარკოზაშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ახალგაზრდები ვართ, ევროპის ლიგაზე უპირველესად საწყისი ეტაპის გადალახვა გვმართებს“. fctorpedo.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოჩეტინო: "ლორისს ჰარი კეინი შეცვლის"

"ტოტენჰემის" მეკარემ და კაპიტანმა უგო ლორისმა ხელი მოიტეხა და ამ წლს ვერ ითამაშებს.

დღეს, 03:14

გვარდიოლამ ლივერპულთან პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა ჩემპიონატში მისი გუნდის შანსებს აფასებს.

დღეს, 03:11

ლამპარდი: "იანვარში ჩემი ფეხბურთელის გაშვებას არ ვაპირებ"

ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ფრენკ ლამპარდი აცხადებს, რომ ის იანვარში ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

დღეს, 03:08

ვალვერდე: "მესი ტოპ ფორმაში ჯერ არ არის"

მიმდინარე სეზონში ლეო მესის თავის გამოჩენის საშუალება კარგად არ მისცემია და მიზეზი ტრავმაა.

დღეს, 03:06

ანჩელოტიმ ნაპოლიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" დატოვებს.

დღეს, 03:02

ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]

ექვსდღიანი შესვენების შემდეგ, დღეს მსოფლიო თასი განახლდება და ტურნირის დასკვნითი ფაზა აიღებს სტარტს.

დღეს, 03:00

სიმეონემ კოშტასა და მორატას ცუდ ფორმაზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" ფორვარდები დიეგო კოშტა და ალვარო მორატა ცუდ ფორმაში არიან, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.

დღეს, 03:00

დი მარიას ბრწყინვალე თამაში - პსჟ-მ ნიცა გაანადგურა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება "ნიცასა" და "პსჟ"-ს შორის.

დღეს, 02:35

მსოფლიო თასი: იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩისთვის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.

დღეს, 01:52

საოცარი გაბარიტების 18 წლის ბურჯი სამხრეთ აფრიკიდან [VIDEO]

სამხრეთ აფრიკის სარაგბო სკოლაში საოცარი გაბარიტების ბურჯი გამოჩნდა.

დღეს, 01:50

გიორგი ნემსაძე მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების აწ ყოფილი მორაგბე გიორგი ნემსაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგებში უკანასკნელი მატჩი 11 ოქტომბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

დღეს, 01:49

ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს

პარასკევს პრემიერშიპის 2019/2020 წლების სეზონი დაიწყო.

დღეს, 01:42

მესი: "ბარსაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნეიმარის დაბრუნება არ სურთ"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გუნდში "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:55

მაქსი ლოპესი: "მადლობა იკარდის იმის გამო, რომ ცოლი წამართვა"

"კროტონეს" თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა მორიგი საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:50

არგენტინაში საპასუხო ვიზიტს ითხოვენ - კლასიკო ბუენოს-აირესში ჩატარდება?

ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით გასამართი კლასიკო კატალონიის ქუჩებში არსებული საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

გუშინ, 23:45

რუსებმა მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური შეადგინეს და ქართველები ამოშალეს

რუსებმა "მსოფლიო რაგბის" მიერ შედგენილი სიმბოლური შეცვალეს

გუშინ, 23:41

გვარდიოლამ ავარიის შემდეგ აგუეროს მდგობარეობაზე ისაუბრა

"სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:40

რეალის ვუნდერკინდი: "ფეხბურთში ჩემი კუმირი ყოველთვის მესი იყო"

"მალიორკას" ნახევარმცველმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის თავისი კუმირი უწოდა.

გუშინ, 23:35

ოფიციალურად: მატიპის მომავალი გარკვეულია

"ლივერპულის" ოფიციალური საიტის ცნობით, ცენტრალური მცველის, ჟოელ მატიპის მომავალი გადაწყდა.

გუშინ, 22:30

ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება?

მოგეხსენებათ, "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ეგიდით დაუპირისპირდება.

გუშინ, 22:21

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მორიგ საკმაოდ ხმაურიან რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 22:13

კვლავ გაურკვევლობა - როდის სურს ლა ლიგას ელ კლასიკოს ჩატარება?

მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 26 ოქტომბერს გასამართი დაპირისპირება გადაიდო.

გუშინ, 22:05

ლამპარდი: "კარგია, რომ ჩემ დროს სოცქსელები ასეთი განვითარებული არ იყო"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:59

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ლივერპულს დატოვებს

უკვე ცნობილია ის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "ლივერპულის" რიგებს დატოვებს.

გუშინ, 21:29

სოლსკიაერი დუბაიში პოგბასა და ზიდანის შეხვედრას ეხმაურება

მოგეხსენებათ, დღეს დაიწერა, რომ პოლ პოგბა და ზინედინ ზიდანი დუბაიში ერთმანეთს შეხვდნენ.

გუშინ, 21:20

"ახალ გამოწვევებს ველოდები", - კლუბი, რომლის გაწვრთნაც ეტო'ოს სურს

ყოფილ კამერუნელ ფეხბურთელს, სამუელ ეტო'ოს სურს, რომ მომავალში მწვრთნელი გახდეს.

გუშინ, 21:12

"რატომაც არა?", - იგუაინის ნაპოლიში დაბრუნება გამორიცხული არ არის

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:04

ერიქსენი იანვარში ტოტენჰემს დატოვებს? - პოჩეტინოს პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ზამთარში კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემი" დატოვოს.

გუშინ, 20:58

ლამპარდი: "კრიტიკა მოურინიოს მხრიდან? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოსთან კავშირს ინარჩუნებს.

გუშინ, 20:29

სოლსკიაერი: "იანვარში ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზამთრისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10