ვან გაალმა ლუკ შოუს შემცვლელს მიაგნო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვან გაალმა ლუკ შოუს შემცვლელს მიაგნო



ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში უმძიმესი ტრავმა მიიღო "წითელი ეშმაკების" ინგლისელმა მცველმა, ლუკ შოუმ. ცნობილია, რომ 20 წლის მცველი, დაახლოებით, 6 თვე ვერ შეძლებს თამაშს. ლუი ვან გაალი კი მის შემცვლელად ეშლი იანგს მოიაზრებს. ასეთი იქნება "იუნაიტედის" სავარაუდო შემადგენლობა ლუკ შოუს არყოფნაში. ეშლი იანგს მცველის პოზიციაზე რამდენჯერმე აქვს ნათამაშები. იმ შემთხვევაში, თუ ამ ტაქტიკამ არ გაამართლა, ჰოლანდიელი სპეციალისტი კვლავ თავისი 3 მცველიანი ტაქტიკით ითამაშებს. მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გაწვრთნილი ჰოლანდიის ნაკრები 3 მცველით თამაშობდა. utd

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები