გურკუფი ამ წელს ვეღარ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გურკუფი ამ წელს ვეღარ ითამაშებს



ფრანგი ნახევარმცველი იოან გურკუფი მინდორზე გასვლას ამ წელს ვეღარ შეძლებს. ჰავბეკი "ლიონიდან" წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახლდათ და სექტემბერში "რენთან" გააფორმა კონტრაქტი, თუმცა, ტრავმა აღმოაჩნდა. "გურკუფმა აღდგენითი პროცესები უნდა განაგრძოს", - ციტირებს "რენის" პრეზიდენტ რენე რუელოს სიტყვებს L'Equipe. "ჩვენმა ექიმმა თქვა, რომ მისი ტრავმის სრულად მორჩენას შესაძლოა რვა თვეც კი დასჭირდეს. რთულია ზუსტი ვადების დასახელება. თუმცა, არა მგონია, რომ წლის ბოლომდე იოანი ვერ დაბრუნდება".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები