ცინცაძეს წვივის ძვალი დაუზიანეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ცინცაძეს წვივის ძვალი დაუზიანეს



დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. მეორე ტაიმში, ჩვენებურებისთვის ერთ-ერთი უსიამოვნო მომენტი იყო. სამუელ კასტილიეხოსთან შეჯახების დროს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მათე ცინცაძე დაიმტვრა. როგორც GOAL.GE-სთვისაა ცნობილი, 20 წლის ნახევარმცველს ესპანელმა წვივის ძვალი დაუზიანა. "დინამოს" შუახაზელი სამედიცინო გამოკვლევას ხვალ ჩაიტარებს და ზუსტად გახდება ცნობილი, რამდენს ხანს დააკლდება ეროვნულ გუნდს და დედაქალაქურ კლუბს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები