რიბერი მინდორზე დაბრუნებასთან ახლოსაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რიბერი მინდორზე დაბრუნებასთან ახლოსაა



მიუნხენელთა ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 32 წლის ფრანკ რიბერი სულ უფრო ახლოა მინდორზე გამოჩენასთან. შეგახსენებთ, ფეხბურთელმა ტრავმა მარტში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია "ბაიერნის" მაისურით. ფრანგს კოჭთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ჯერ კიდევ არაა მზად ფუნქციონალურად, მაგრამ სრულად გამოჯანმრთელებისკენ მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ფეხბურთელი თანდათანობით გაზრდის ვარჯიშის ინტენსივობას, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს, ბურთთან არა. შეგახსნებთ, რიბერი "ბაიერნში" 2007 წელს გადავიდა "მარსელიდან" და მას შემდეგ მიუნხენელთა მაისურით 299 თამაში ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები