შარიქაძე მსოფლიო ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შარიქაძე მსოფლიო ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა



დასრულდა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები. ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა ნამიბია 17:16 დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ცნობილმა ინტერნეტ ჟურნალმა Daillymail-მა ბოლო ტურის 10 გამორჩეული მოთამაშე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ სიაში პირველ ადგილს "ბორჯღალოსნების" 12 ნომერი მერაბ შარიქაძე იკავებს. მას რეიტინგში ყველაზე მაღალი შეფასება აქვს. მეორე ადგილი კი  ფიჯელ მორაგბეს, აკაპუსი ქერას უკავია. საუკეთესო ათეულში ჩვენი ჯგუფიდან ვერც ერთი მორაგბე ვერ მოხვდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები