Goal.Ge

კარგი თამაში, თუ უბრალოდ გამართლება ? უნდა გვქონდეს, თუ არა ჩვენი ნაკრების იმედი?



კვირას, 11 ოქტომბერს, ლაიფციგში, „რედ ბულ არენაზე“  გერმანიამ საქართველოს ეროვნული ნაკრები მიიღო და მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა. გერმანელთა რიგებში თავი თომას მიულერმა და მაქს კრუზემ, ხოლო ჩვენგან - ჯაბა კანკავამ გამოიჩინა. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქართველმა გულშემატკივარმა მატჩი ლამის „აღორძინების ეპოქის საწყისად“ მონათლა. რა თქმა უნდა, მატჩში პოზიტიური მომენტების დანახვა შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, არა იმ დოზით, რა დოზითაც ეს ჩვენს სამშობლოში მოხდა. მივყვეთ მატჩის მიმდინარეობას... შეხვედრის მე–9 წუთზე დანიშნული ჯარიმის გათამაშებისას ჩვენი მცველები პრაქტიკულად გონზეც კი ვერ მოეგნენ, თუ რა ხდებოდა მინდორზე. თომას მიულერი მეკარესთან ერთი–ერთზე დარჩა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა. ეს, რა თქმა უნდა, საჯარიმოში და ცოცხალ კედელში მყოფი ყველა მცველის წუნად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ, მოდით, ეს მომენტი იმით ავხსნათ, რომ გერმანელთა მოულოდნელი კომბინაცია სხვა ბევრ უმაღლესი დონის მცველსაც დააბნევდა. ჩვენი დაცვის უნიათობა კიდევ ერთხელ ზუსტად 4 წუთში, მატჩის მე–13 წუთზე ვიგრძენით, როცა იმავე თომას მიულერმა და მარკო როისმა საჯარიმოს ხაზთან, ქართველი მცველების გარემოცვაში, გაათამაშეს ორსვლიანი კომბინაცია, რის შემდეგაც როისი კვლავ მარტო დარჩა ნუკრი რევიშვილთან, მაგრამ გერმანელებს ბედმა არც ამჯერად გაუღიმა. იმ დროს, როცა გერმანელთა გაუთავებელი იერიშები უკვე ჩვენი ფეხბურთელებისთვის გაუსაძლისი ხდებოდა, 28–ე წუთზე ჩვენც შევძელით მეტოქის კართან ხიფათის შექმნა - კვეკვესკირის კარგი პასი, შემდეგ ყაზაიშვილი და ერთი შეხებით ოქრიაშვილი, მაგრამ მხოლოდ კუთხური, მანუელ ნოიერი ადგილზეა. ჩვენების ეს იერიში უდავოდ დადებითად უნდა შეფასდეს, მაგრამ უნდა ითქვას, თორნიკე ოქრიაშვილს რომ უფრო კარგი საშემსრულებლო ოსტატობა ჰქონოდა, ანგარიში აუცილებლად გაიხსნებოდა. „ჰქონოდა“–თი საუბარი არასწორია, მაგრამ როცა ამ ფეხბურთელებს ვაქებთ და ვადიდებთ, მათ მინუსებსაც უნდა გავუსვათ ხაზი. ქართველთა კარის დალაშქვრის რეალური შანსი მარკო როისს კიდევ ორჯერ: 31–ე და 37–ე წუთებზე მიეცა, მაგრამ ამჯერადაც რევიშვილმა ივარგა. რთულია ამდენი 100%–იანი საგოლე მომენტის შემდეგ პოზიტივზე ვისაუბროთ. გერმანელებს მომენტები არც მეორე ტაიმში დაკლებიათ, მაგრამ  მხოლოდ გოლებზე გავამახვილებ ყურადღებას. გერ შეხვედრის 50–ე წუთზე გატანილ თერთმეტმეტრიანს 3 წუთში გოლი ჯაბა კანკავამ მოაყოლა. საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შემოსულმა მაქს კრუზემ 79–ე წუთზე დააფიქსირა, 2:1. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა შეფასება ნუკრი რევიშვილისგან დავიწყოთ. გიორგი ლორიას უთამაშებლობის მიუხედავად, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მეკარის პრობლემა არ აქვს. „სარანსკის“ კიპერი ჩვენი გუნდის ერთ–ერთი ნათელი წერტილია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონებს არც მეტი არც ნაკლები, 17–ჯერ აუღო ბურთი. გავლენიანმა გამოცემა The Guardian–მა ჩვენი კარის დარაჯი მატჩის „აღმოჩენად“ მონათლა. მართლაც, რევიშვილმა არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა. სოლომონ კვირკველია, როგორც ყოველთვის, დამაჯერებელი და თითქმის უშეცდომო იყო. „რუბინის“ მცველი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი დაცვის ბურჯი. რაც შეეხება ალექსანდრე ამისულაშვილსა და გურამ კაშიას, სოლომონისა და ნუკრისგან განსხვავებით, მათ თამაშში ხარვეზების პოვნა  საკმაოდ ადვილია. გერმანელთა თითქმის ყველა მწვავე იერიში ცენტალურ ან მარჯვენა–ცენტრალურ ზონაში წარმოიქმნა, რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები კი ზემოთხსენებული ფეხბურთელები არიან. გურამ კაშიას რამდენჯერმე ბურთის ხეირიანად არამოტანის ან საერთოდ ვერამოტანის გამო ქართველებმა მწვავე შეტევები იწვნიეს, ხოლო  ამისულაშვილის უმთავრესი მინუსი შეტევებისა და კომბინაციების ვერწაკითხვაა. სავარაუდოდ, ალექსანდრეს იმ საკლუბო დონეზე, რომელზეც ის თამაშობდა, არ უწევდა მსგავსი შეტევების მოგერიება და რეაგირება. ვისაუბროთ ჩვენს მარჯვენა და მარცხენა ფულბექებზე: გორის „დილას“ მარცხენა დამცველი შეტევაში გაცილებით კარგად გამოიყურება, ვიდრე - დაცვაში. გიორგი ნავალოვსკის თამაშს ნამდვილად არ აკლია არც მონდომება და არც ენთუზიაზმი. მთელი მატჩის განმავლობაში შეტევები მარჯვენა, ანუ გიორგი ნავალოვსკის ფლანგიდან მიმდინარეობდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რამდენიმე ეპიზოდის გარდა „დილას“ ფეხბურთელი დამაჯერებლად გამოიყურებოდა ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორებიც არიან: თომას მიულერი, მარკო როისი, ანდრე შურლე და ა.შ. უჩა ლობჟანიძის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მის თამაშში პოზიტივის დანახვა საკმაოდ რთულია. „ომონიას“ მარჯვენა მცველი პროდუქტიული არც დაცვაში და, მით უმეტეს, არც შეტევაში ყოფილა. უჩას მთავარ პრობლემად ფანტაზიის და ტექნიკის არქონა მიმაჩნია. ის სწორედ ამ პრობლემების გამო მომენტების 95%–ში უკან აბრუნებს ბურთს, რაც სრულიად შლის სწრაფ კონტრ–იერიშებსა თუ პოზიციური შეტევების გამართულობას. ლობჟანიძის თამაშს ვერც დაცვაში მოვუწონებთ... მიუხედავად სისწრაფისა, ლობჟანიძეს მოუხეშავობის გამო ძალიან ხშირად „ატყუებენ“. ჩემი პირადი მოსაზრებით, უჩა ლობჟანიძე ნაკრებში ყველაზე სუსტი რგოლია და სასწრაფოდ საჭიროა მისი შემცვლელის მოძებნა. 23 წლის ნიკოლოზ კვეკვესკირზე კი აუცილებლად დადებითად უნდა ვისაუბროთ. ბაქოს "ინტერის" ფეხბურთელს არც შეტევის ჩაშლის და არც გოლის გატანის ალღო აკლია. აღსანიშნავია მისი გრძელი პასების გადაცემის სიზუსტეც. ამავდროულად, გერმანიასთან მატჩი მისთვის მხოლოდ მე–2 იყო ნაკრების მაისურით. ასე რომ, ნიკასგან მხოლოდ განვითარებასა და წინსვლას უნდა ველოდეთ. ჯაბა კანკავა კი მინდორზე უდავოდ საუკეთესო იყო. რასაკვირველია, უშეცდომო არც ის ყოფილა, თუმცა მისმა თავდადებამ, ბრძოლის ჟინმა და, რაც მთავარია, გოლმა ყველა შეცდომა "გამოისყიდა". "კანკავა მსოფლიო ჩემპიონების პირისპირ. ქართველი ფეხბურთელის გატანილი გოლი, ეს იყო მომაკვდინებელი დარტყმა. რეიმსის ნახევარმცველი მოედანზე მთელი მატჩის განმავლობაში გამორჩეული იყო" – წერს ფრანგული „რეიმსის“ ოფიციალური გვერდი. ჯაბამ ბევრჯერ ჩაჭრა მსოფლიო ჩემპიონთა საკვანძო პასები, რითიც შეაჩერა მათი უხერხული იერიშები. თვითონ გააკეთა ზუსტი პასები, რომლებიც სახიფათო კონტრ–შეტევებს დაედო სათავედ, არაჩვეულებრივი იყო მცველების დაზღვევაზე და ბოლოს, გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი, რომლითაც მთელ საქართველოს უდიდესი სიხარული მიანიჭა. ვაკო ყაზაიშვილი, მსუბუქად რომ ვთქვათ, მოედანზე არაჩვეულებრივი იყო, იგივე შეიძლება ითქვას თორნიკე ოქრიაშვილზე, ამ ფეხბურთელებმა მინდორზე ჯაბა კანკავასთან ერთად უდიდესი „შავი სამუშაო“ შეასრულეს. ვაკოს და "ოქრის" დაცვაში თამაში, შემდეგ კი კონტრ–იერიშების წამოწყება და წარმართვა ევალებოდათ, რაც, შეიძლება ითქვას, პირნათლად შეასრულეს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი საშემსრულებლო კლასი და საკუთარ თავზე მუშაობა. შეხვედრის პირველ ნახევარში ნიკოლოზ გელაშვილი მოედანზე, ყველაზე თუ არა, ერთ–ერთი ყველაზე შეუმჩნეველი ფიგურა იყო, რომელიც მეორე ტაიმში მათე ვაწაძემ შეცვალა. „ორჰუსის“ შემტევი გაცილებით აქტიური იყო მინდორზე, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათეს შებრძოლება ჟერომ ბოატენგთან და მატს ჰუმელსთან უწევდა. ფეხბურთელთა შეფასების ბოლოს აუცილებლად უნდა ვისაუბრო ზურაბ ხიზანიშვილზე. ზურას შემოსვლისთანავე მის სამეურვეო ზონაში დარჩა „ღრიჭო“, რომელშიც მაქს კრუსე შეიპარა და, თავისუფალ დარჩენილს, რევიშვილის კარის აღება არ გასჭირვებია. 34 წლის ხიზანიშვილს უკვე არც თვალი უჭრის და არც მუხლი, ამიტომ ვფიქრობ, მართებული იქნებოდა მას ნაკრები დაეტოვებინა. ლევან გერმანიასთან ჩატარებული მატჩი შეაფასა „ემპოლის“ თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდა.ძალიან მეწყინა დღევანდელი წაგება მაგრამ ძალიან გახარებულივარ დგევანდელი დღით, ამ თამაშით!!! მე დღეს დავინახე თუ რამდენი შეუძლია ჩვენ ნაკრებს! – წერს საკუთარ Facebook გვერდზე ლევან მჭედლიძე. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების თამაში დადებითად შეაფასა კახაბერ ცხადაძემაც : ცხა „ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, იმიტომ, რომ ასეთი დონის გუნდთან, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, მათ თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. ამდენი საგოლე მომენტი, მე მგონი მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე არავის ჰქონია გერმანიის ნაკრებთან. მაგრამ გერმანია იმიტომაც არის მსოფლიო ჩემპიონი, რომ მათ კარში ასევე მსოფლიო ჩემპიონი და მოედანზე 10 უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ჩემთვის მთავარი იყო თბილისში გერმანიის ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ დღეს დაგვენახა საკუთარი თავი, რა მდგომარეობაში და რა დონეზე ვიმყოფებით. მაინტერესებდა გამეგო, ვმუშაობთ, თუ არა სწორი მიმართულებით. '' - თქვა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე. პირადად მე პოზიტივს იმაში ვხედავ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები საკუთარ თავში ირწმუნებენ, რომ ჩვენც შეგვიძლია წარმატების მიღწევა და საგოლე მომენტების შექმნა, მაგრამ აუცილებელია, თავი არ იჩინოს ქართველთათვის დამახასიათებელმა „თავში ავარდნის“  სინდრომმა. საჭიროა, ჩვენმა ფეხბურთელებმა კიდევ უფრო მეტი დრო დაუთმონ ვარჯიშს, საკუთარ თავზე მუშაობასა და პროგრესისკენ ორიენტირებას. ფედერაციამ და მწვრთნელმა კი ერთობლივად დაიწყოს „ახალი სისხლის“ ძიება. ვფიქრობ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საქართველოს ნაკრებმა სასურველი შედეგის დადებას. საბოლოოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაში შეიძლება დადებითად შეფასდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება იმ უამრავ წუნზე დაცვაში, რამაც ჩვენს კართან რამდენიმე 100%–იანი მომენტის შექმნა გამოიწვია. ვფიქრობ, პირველ რიგში თამაში გამოსასწორებელი სწორედ ჩვენს უკანა ხაზშია. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ახალგაზრდა ფეხბურთელთა პოტენციალი: იგივე ნიკა ჭანტურია, გიორგი თევაძე და სხვები... მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე უნდა მოხდეს ამ ახალგაზრდა ტალანტების გადამზადება და ნაკრებისთვის მომზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რეალობით რუსეთში გასამართ მუნდიალზე მოხვედრა კატასტროფულად გაგვიჭირდება.  

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნაინგოლანი: "რონალდუს გუნდი სჭირდება, მესი კი მატჩებს მარტო იგებს"

მილანის "ინტერის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა, კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლა შეაფასა.

დღეს, 21:49

რატომ აირჩია ანრიმ მონაკო?

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, განმარტა თუ რატომ მიიღო "მონაკოს" წინადადება.

დღეს, 21:41

"ეს უპრეცენდენტო შანსია" - ინიესტა ბარსელონას წინააღმდეგ?

ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, თავის მშობლიურ კლუბთან თამაშზე თანახმაა.

დღეს, 21:30

ობლაკის დადანაშაულების გამო სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს

სლოვენიის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

დღეს, 21:20

მოდრიჩი: "მესისთან ერთად არასოდეს ვითამაშებ"

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, კატალონიის "ბარსელონას" ათიანზე, ლიონელ მესიზე, ისაუბრა.

დღეს, 20:47

სქოულზის მორიგი მსხვერპლი: "მასთან ერთად პრემიერ ლიგას ვერ მოვიგებთ!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, გუნდის კიდევ ერთი მოთამაშე გააკრიტიკა.

დღეს, 20:39

ანრიმ თავისი სამწვრთნელო კუმირი დაასახელა

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, რომელიც ახლა სამწვრთნელო კარიერას იწყებს, დაასახელა გამორჩეული მწვრთნელები, რომელთანაც უმუშავია.

დღეს, 20:21

იყიდის ბარსელონა ზამთარში მცველს? - ბართომეუმ განცხადება გააკეთა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:08

ვენგერმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც გერმანიის ნაკრებს სჭირდება

"არსენალის" ექს-მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა გერმანიის ნაკრების თავკაც იოაჰიმ ლიოვს რჩევა მისცა.

დღეს, 19:03

აზარის მომავალი საბოლოოდ გადაწყდა?!

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 18:57

დიბალამ ტრავმა მიიღო - რამდენ ხანს იუქმებს არგენტინელი?

პაულო დიბალამ ბრაზილიასთან (0:1) გამართულ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი 58-ე წუთზე დატოვა.

დღეს, 18:39

იუვენტუსი 70 მლნ ევროს იხდის! - მორიგი ხმაურიანი ტრანსფერის მოლოდინში

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

დღეს, 18:33

დი მარიამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აქამდე არსებული ცნობით, დი მარიას ინგლისში დაბრუნება უნდა, სადაც თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.

დღეს, 18:03

რეალი ხმაურიან ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

"რეალის" წარმომადგენლები ერთა ლიგაზე ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

დღეს, 17:50

ჩელსის პრეზიდენტი აზარის შესაძლო წასვლაზე განცხადებას აკეთებს

ბელგიის ნაკრების ფეხბურთელს ინგლისურ გუნდთან კონტრაქტის ვადა 2020 წელს ეწურება.

დღეს, 17:38

ევროპული კლუბი, რომელიც ბოლტს კონტრაქტს სთავაზობს! - უსეინმა გადაწყვეტილება მიიღო

როგორც გუშინ დაიწერა, უსეინ ბოლტს ერთ-ერთი ევროპული კლუბი 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

დღეს, 17:29

არსენ ვენგერი ბრუნდება?!

"არსენალის" ექს-მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მზადაა აქტიურ სამუშაოს დაუბრუნდეს.

დღეს, 17:23

ჰამშიკი ნაპოლის დატოვებს? - ფეხბურთელის მამის განცხადება

აქამდე არსებული ცნობით, 31 წლის სლოვაკი შესაძლოა ჩინეთში გადავიდეს.

დღეს, 17:01

გაუპატიურების საქმეზე ახალი ცნობები ვრცელდება

კრიშტიანუ რონალდუს ადვოკატი ძალადობის საქმის გამომძიებლებს შეხვდა.

დღეს, 16:54

ბრიტანეთში გაუპატიურების საქმეზე რონალდუს მხარი სკანდალური გზით დაუჭირეს [ფოტო]

მოგეხსენებათ, 33 წლის პორტუგალიელს ამერიკელი ქალბატონის, კეტრინ მაიორგას გაუპატიურებაში სდებენ ბრალს.

დღეს, 16:40

შევჩენკომ მილანის საკვანძო ფეხბურთელი დაასახელა

"მილანის" ექს-თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:26

აიაქსმა გრანდებს დე ლიგტის ფასი დაუსახელა

19 წლის ჰოლანდიელისთვის რამდენიმე გრანდი იბრძვის, მათ შორის "ბარსელონა", "იუვენტუსი", "სიტი", "იუნაიტედი" და "რეალი".

დღეს, 16:21

უელსის შემადგენლობა ნოემბრის ტესტებისთვის ცნობილია

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა, ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

დღეს, 15:08

"პროფესორი სკოლის მოსწავლის წინააღმდეგ" - ლატვიური პრესა საქართველოზე

საქართველოს ნაკრები - შეუდარებელია! ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვების შედეგად

დღეს, 14:40

რას ითხოვს ხაბიბი კონორთან რევანშის ჩასატარებლად?

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ, აბდულმანაპმა, ისაუბრა, თუ რამდენი უნდა გამოიმუშავოს მისმა შვილმა ბრძოლების ჩატარებით.

დღეს, 14:24

"ეს სრული აბსურდია, ჯერ არავისთან არ გვისაუბრია" - დანა უაითმა ნურმაგომედოვის ბიძას უპასუხა

UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა, ისაუბრა იმაზე, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს, კონორ მაკგრეგორთან რევანშისთვის 15 მილიონი დოლარი შესთავაზეს.

დღეს, 14:22

"ფლოიდთან ბრძოლისთვის მართლა მზად ვართ, უბრალოდ ნახევარი წელიწადი გვჭირდება!" - ხაბიბის მამა

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის, მამამ და მწვრთნელმა, აბდულმანაპმა, ფლოიდ მეივეზერთან პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დღეს, 14:19

ჩოგბურთელებიდან, ვისთან მეგობრობს ნოვაკ ჯოკოვიჩი ყველაზე მეტად?

სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ისაუბრა, თუ ვისთან მეგობრობს ჩოგბურთელებიდან ყველაზე მეტად.

დღეს, 14:18

"ისე მექცეოდნენ, როგორც არაფრისმომცემ ფეხბურთელს" - რაჯა რომაზე განაწყენებულია

"მილანის" ინტერის" ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლამა, ყოფილ კლუბზე ისაუბრა.

დღეს, 14:12

პირველად, ქვეყნის ისტორიაში - გერმანიის ნაკრების მორიგი ანტირეკორდი

გერმანიის ნაკრების წარუმატებლობები გრძელდება.

დღეს, 14:06

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები