Goal.Ge

კვეკვესკირი: "მზად ვარ, ნაკრებს ნებისმიერ პოზიციაზე ვემსახურო"



სანაკრებო პაუზა დასრულებულია. ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ. შაბათ-კვირას საკლუბო შეჯიბრებები გახურდება. სანაკრებო თემასთან დაკავშირებით, GOAL.GE-მ ბაქოს "ინტერისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი ჩაწერა. - პირველ რიგში, გილოცავთ ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას. შეაფასეთ გასული სანაკრებო პაუზა. - დიდი მადლობა. ჩემთვის და, ასევე, ნაკრებისთვისაც, ალბათ, დადებითად უნდა შეფასდეს ეს სანაკრებო პაუზა. დამაჯერებლად გავიმარჯვეთ გიბრალტართან და გერმანიასთან ღირსეულად ვითამაშეთ. ამავდროულად, ამიხდა ოცნება, ეროვნული ნაკრების მაისურით მეთამაშა. - შენ სწორედ იმ ტიპის მოთამაშე ხარ, რომელიც ნებისმიერ ნაკრებს სჭირდება. შეტევების წამომწყები და პროდუქტული გადაცემების ავტორი... - პირველ მატჩში, გიბრალტართან საგოლე გადაცემის შესრულება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამაც საკუთარი ძალების რწმენა შემმატა. რაც შეეხება გერმანიასთან თამაშს, როგორც მე, ასევე, ყველას იმედი ჩაგვესახა, რომ წინ ნაბიჯის გადადგმა და განვითარება შეგვიძლია, როგორც გუნდს და დიდ ტურნირზე თამაშის პრეტენზია გვექნება სამომავლოდ. ეს უმთავრესია. - გიბრალტართან დებიუტის შემდეგ, რამდენად ელოდი გერმანიასთან სასტარტოში ადგილს და მზად ხარ, თუ არა, გამოჯანმრთელებულ ჯანო ანანიძესთან პაექრობაში, მთავარი შემადგენლობისთვის? - მინდა, კახა ცხადაძეს ნდობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო და ყველაფერს გავაკეთებ, გაცემული იმედების გასამართლებლად. ჯანსაღი კონკურენცია ფეხბურთში მისასალმებელია და მეც მივესალმები ამას. მზად ვარ, ნაკრებს ნებისმიერ პოზიციაზე ვემსახურო. - გულშემატკივარი დიდი ხანია, ითხოვს ჩვენი ბიჭებისგან შორეულ გასროლებს, რაც საკმაოდ კარგად შეგიძლია... - ჩემი მიზანი ბევრი გოლის გატანა ნამდვილად არაა. იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც საგოლე გადაცემა არანაკლებ სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ როდესაც კარში დარტყმის მეტი სხვა გამოსავალი არ არის, ამას ნამდვილად არ მოვერიდები და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი შემდეგში შედეგსაც მოიტანს. - ჰხედავ თუ არა განსხვავებებს ქეცბაიასა და ცხადაძის ნაკრებებს შორის? - რა თქმა უნდა, განსხვავება აშკარაა. ქეცბაიას თავისი ხედვა და ხელწერა ჰქონდა, ცხადაძეს საკუთარი. ვის როგორი მოსწონს, გემოვნების საკითხია. რასაკვირველია, ჩემი სტილის ფეხბურთელისთვის უკეთესია ტაქტიკა, რომელიც კომბინაციურ ფეხბურთზეა აწყობილი. თემურ ქეცბაიას დროსაც ვიყავი ნაკრებში გამოძახებული, უბრალოდ, მაგ დროს თამაში არ მომიწია. ცხადაძეს კი განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო, რომელმაც ოცნება ამიხდინა და მომცა ნაკრებში თამაშის საშუალება. - და ბოლოს, რას ეტყოდით გულშემატკივარს? - გულშემატკივარს მადლობას ვუხდი იმ თბილი სიტყვებისთვის და ემოციებისთვის, რაც ამ დღეებში მათგან მოდიოდა. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ვეცდებით, მათი და ჩვენი საერთო ოცნება ერთად ავასრულოთ.

საბა საპანაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ევროპის საუკეთესო თინეიჯერი - 19 წლის გერმანელი ტალანტის სტატისტიკა

გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში უკვე ზედიზედ სამი სეზონია 19 წლის სუპერ-ტალანტი ბრწყინავს, რომელსაც შესანიშნავი მაჩვენებელი აქვს.

დღეს, 00:14

ალისონი: "ნოიერი ჩემთვის ეტალონია!"

"ლივერპულის" გოლკიპერმა, ალისონ ბეკერმა, მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების წინ მანუელ ნოიერისადმი პატივისცემა არ დამალა.

დღეს, 00:00

საქართველო - ესპანეთი: პირველი კეპები, სადებიუტო ლელოები და სხვა საინტერესო ფაქტები

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი დამაჯერებლდ დაამარცხეს

გუშინ, 23:44

ლეგენდების კვალდაკვალ - რამოსი ხუთეულში შევიდა!

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, "ხირონასთან" დღევანდელი თამაშის შემდეგ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.

გუშინ, 23:25

ვენგერმა ანრის სამწვრთნელო პერსპექტივა შეაფასა

ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა, არსენ ვენგერმა, ტიერი ანრის სამწვრთნელო კარიერაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:54

სოლარიმ ხირონასთან სენსაციური მარცხი შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ, "ხირონასთან" დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:42

The Times: ნეიმარი ზაფხულში შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "პარი სენ ჟერმენმა" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი შესაძლოა ტრანსფერზე დააყენოს.

გუშინ, 21:38

ვასკესი: "რეალი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს!"

მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, ლუკას ვასკესმა, "ხირონასთან" დღევანდელ მარცხზე ისაუბრა.

გუშინ, 21:30

ტოტენჰემი პოჩეტინოს სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვს

ლონდონის "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა მაურისიო პოჩეტინოს სანაცვლოდ საკმაოდ მაღალ ფულად ანაზღაურებას ითხოვს.

გუშინ, 21:25

"როცა მადრიდში მივემგზავრებოდი, მესის ვესაუბრე", - არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, 31 წლის ფორვარდმა დროებით სანაკრებო პაუზის აღება გადაწყვიტა.

გუშინ, 21:06

ხირონას გასახდელი სანტიაგო ბერნაბეუზე რეალის დამარცხების შემდეგ

სოციალურ ქსელში გამოჩნდა "ხირონას" ფოტო, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუს" გასახდელშია გადაღებული.

გუშინ, 20:40

მანჩესტერ იუნაიტედმა კონკრეტული თანხა გაამზადა

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ნაპოლის" მცველის, კალიდუ კულიბალის შეძენითაა დაინტერესებული.

გუშინ, 20:34

"შეშლილი არ ვარ, რომ საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებას ველოდო", - ბენზემა უიმედოდაა

"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ აღნიშნა, რომ საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებას არ ელოდება.

გუშინ, 20:29

"წაგებულია თუ არა საჩემპიონო ბრძოლა?", - სოლარი ხირონასთან მარცხის შემდეგ

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ თავის გუნდს მოუწოდა იმედი არ დაკარგოს.

გუშინ, 20:23

"დაზიანება საკმაოდ მძიმეა", - ნეიმარის მამამ ფეხბურთელის მდგომარეობაზე ისაუბრა

ნეიმარის ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ საპასუხო მატჩში თამაში გამორიცხულია.

გუშინ, 20:16

იუვენტუსი მზადაა დე ლიგტის მოთხოვნა დააკმაყოფილოს

"იუვენტუსი" "აიაქსის" მცველ მატეის დე ლიგტის შეძენით სერიოზულად ინტერესდება.

გუშინ, 20:10

ალექსის სანჩესი: "მოურინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა..."

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა "ეშმაკუნების" ექს-მწვრთნელზე ისაუბრა.

გუშინ, 20:00

შკრინიარისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

"ინტერის" მცველმა, მილან შკრინიარმა ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:52

სოლარიმ ისკოზე უარი თქვა

"რეალის" ნახევარმცველმა, ისკომ ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:48

საქართველომ ესპანეთი მშვიდად დაამარცხა

ბორჯღალოსნებმა იმარჯვეს

გუშინ, 19:41

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალებზე მსაჯთა ვინაობა ცნობილია

როგორც უეფა იუწყება, "ლიონი"-"ბარსელონას" მატჩს წარუძღვება მსაჯთა თურქული ბრიგადა, ჯუნეიტ ჩაკირის მეთაურობით.

გუშინ, 17:36

ბარსელონამ ლიონთან მატჩისთვის უმტიტი განაცხადში შეიყვანა

როგორც ჩანს, "ბარსელონას" უბრუნდება თავისი მსოფლიო ჩემპიონი მცველი - სამუელ უმტიტი.

გუშინ, 17:15

მაკრატელის შესრულების დროს, რამოსმა წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

ლა ლიგის მატჩში, "რეალმა" "ხირონა" მიიღო და შინ 1:2 დამარცხდა.

გუშინ, 17:08

ნეიმარის მამა: "არანაირი კონტაქტი ბარსელონასთან"

ნეიმარის მამამ, ნეიმარ და სილვამ კატეგორიულად გამორიცხა თავისი შვილის ტრანსფერი "ბარსელონაში".

გუშინ, 17:02

სენსაცია - ხირონამ 13-მატჩიანი მოუგებელი სერია სანტიაგო ბერნაბეუზე შეწყვიტა [VIDEO]

"სამეფო კლუბმა" სენსაციური მარცხი იწვნია და მეორე ადგილზე გადასვლის შანსი გაუშვა ხელიდან.

გუშინ, 17:00

აგუერო: "სიტის ყველა ტურნირის მოგება შეუძლია"

"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა სერხიო აგუერომ თავისი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 16:50

იკარდის და: "მაურო ანგარებიანი ქალის ხელშია"

მაურო იკარდი ეჩხუბა საკუთარ დას, მიზეზი - რა თქმა უნდა ფეხბურთელის ცოლი, ვანდა ნარაა.

გუშინ, 16:40

ყველაფერი დაიწყო ლევანდოვსკის არშემდგარი ტრანსფერით ჯენოაში 8 წლის წინ...პიონტეკის გზა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის საუკეთესო გარიგება უდავოდ კრისტოფ პიონტეკის "ჯენოადან" "მილანში" გადასვლაა.

გუშინ, 16:06

ოქროს ბუცი 2019 - მესი VS რონალდუ

2019 წლის ოქროს ბუცის მოგების მთავარი ფავორიტები ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან.

გუშინ, 13:14

მალდინი: "ბევრი პიონტეკს შევჩენკოს ადარებს, მაგრამ შევა მხოლოდ ერთია"

"მილანის" ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა გუნდის ახალწვეულის ანდრეი შევჩენკოსთან შედარებაზე ისაუბრა.

გუშინ, 12:56

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები