Goal.Ge

გაიცანით: ყველაზე ლამაზი ქართველი სპორტული ჟურნალისტი გოგო!



საფეხბურთო საიტი GOAL.GE თავის მკითხველს პერიოდულად ანებივრებს არასტანდარტული და საინტერესო სტატიებით. ამჯერად, გვინდა გაგაცნოთ ულამაზესი ქართველი სპორტული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეთუნა ინწკირველი. დიდი ხანი არ არის, რაც ეთუნა სპორტში მოღვაწეობს, თუმცა კარგად აუღო ალღო ამ საქმეს და ერთ-ერთ წამყვან ჟურნალისტად ჩამოყალიბდა. ის სპორტულ ტელევიზია TVS-ში, ახლა კი უკვე TV პირველში მუშაობს. ეთუნა არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად ანგრევს ცრუ შეხედულებას, თითქოს გოგონებს სპორტის არაფერი გაეგებათ... გთავაზობთ მცირე ინტერვიუს და რამდენიმე ფოტოს, რის შემდეგაც დარწმუნდებით, რომ ამ გოგოს მართლაც კარგად ესმის სპორტი. ასევე დარწმუნდებით, რომ არა ჟურნალისტი (მართალია, თვითონ არ ამბობს მაგრამ...) იქნებოდა წარმატებული ფოტო მოდელი. etuna6 როგორ მოხვედი აქამდე? რა გზა განვლე? თავიდან მუშაობა დავიწყე გაზეთ Georgian Times-ში - კულტურაზე ვწერდი... ჩემი შემდეგი მოღვაწეობა კერძო და საჯარო სამსახურებით შემოიფარგლებოდა. ტელევიზიაში პირველად ვარ. ჩემთვის ახალი და საინტერესო გამოწვევა. ძალიან მომწონს.. თან სპეციფიკური განხრა აქვს ჩვენს ტელევიზიას. ძირითადი აქცენტი სპორტზეა. თანდათან უფრო შემიყვარდა ეს საქმე. სპორტის სხვადასხვა სახეობას გავეცანი... პროფესიაც უფრო შემიყვარდა და სპორტიც. ჟურნალისტობაზე ბავშვობიდან ფიქრობდი? კი, ვოცნებობდი და მართლა ამიხდა. მე მჯერა, რომ ოცნებები ხდება. ძალიან დიდი გზა გავიარე, აქამდე რომ მოვსულიყავი, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. Untitled-1 შენი საყვარელი სპორტის სახეობა რომელია? ექსტრემალური სპორტი მომწონს. ვგიჟდები, სადაც ადრენალინია! ისე კი, ჩვენი სპორტსმენების დიდი გულშემატკივარი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სახეობა იქნება. გულგრილად ვერ ვუყურებ ფეხბურთს, რაგბს, კალათბურთს. ჩემს გულშემატკივრობას კიდევ უფრო ემატება აზრი, თუ სტადიონზე ვარ და იქიდან ვუყურებ თამაშს. GOAL.GE საფეხბურთო საიტია, ამიტომ ფეხბურთზე გკითხავ... გყავს გამორჩეული გუნდი ან ფეხბურთელი? ფრენკ ლამპარდი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, გუნდი კი - "ჩელსი". ქართველი ფეხბურთელებიდან ჯაბა კანკავა მომწონს, თან ჩემი საყვარელი ციფრი არიას 7 და ის სწორედ ამ ნომრით თამაშობს. ჯაბა კანკავამ გერმანიას გოლი რომ გაუტანა, ამაზე მთელი საქართველო ლაპარაკობს... უხ, მაგარი გოლი იყო! იმედის მომცემი გოლი! მგონია, რომ ქართული ფეხბურთი თავის სიტყვას კიდევ იტყვის! შემდეგ, ეთუნამ თემა თვითონ გააგრძელა: "ფეხბურთის თამაშიც მიყვარს!" 2 რამდენად ხშირად ახერხებ და რა პოზიციაზე გიყვარს თამაში? თავდასხმის პოზიცია კარგად გამომდის. ქართველ მორაგბეებზე რა შეგიძლია მითხრა? მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩს ვუყურე და ვუგულშემატკივრე ქართველ ბიჭებს. ტელევიზიაში ჟურნალისტებმა ჩვენი მორაგბეების მხარდასაჭერი ვიდეო რგოლიც ჩავწერეთ. რომ არა ჟურნალისტი, რა პროფესიას აირჩევდი? ალბათ, მაინც ჟურნალისტი ვიქნებოდი. ძალიან მომწონს ეს საქმე. ჩემი ოცნება იყო. ძალიან მომწონს ეს პროფესია, რადგან შენ ხარ მედიატორი თემასა და მაყურებელს შორის და შენ აწვდი ამ ყველაფერს. გიყურებს ათასობით ადამიანი... გისმენს და შენით აღიქვამს კარგს და ცუდს. ვალდებული ხარ, ყველა ინდივიდს გასაგებად მოუყვე ინფორმაცია. ესეც ერთგვარი სპორტია... აზარტია! 3 ქართველ ლეგენდარულ ფეხბურთელებზე რას გვეტყვი? მესხი, ჩივაძე, ყიფიანი... და არა მარტო... ამ ადამიანებმა შექმნეს ქართული ფეხბურთი. დარწმუნებული ვარ, წლები გავა და დღევანდელი ფეხბურთელები იქნებიან ლეგენდები. მე მჯერა, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ იტყვის თავის სათქმელს. საქართველო სპორტული ქვეყანაა, უბრალოდ ამ ყველაფერს შესაბამისი ყურადღება სჭირდება: დაფასება, პირობების შექმნა. წარმატება ახალ თაობაშია. ვფიქრობ, მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერა არ არის გადამწყვეტი. ვწუხვარ, რომ ქართველები მოვიკოჭლებთ გულშემატკივრობაში. სპორტსმენმა ყოველ წამს უნდა იგრძნობს მხარდაჭერა, დაინახოს გავსებული დარბაზები თუ სტადიონები... მოპოვებულ წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ გულშემატკივრებს მიუძღვით. იხილეთ ვიდეო: http://upload.goal.ge/tvs%20jurnalist.mp4 რას ეტყოდით GOAL.GE-ს მკითხველს? არც თუ ისე მარტივია, იყო სპორტული ჟურნალისტი. საქართველოში სპორტულ ჟურნალისტ გოგოს ცოტა ცინიკურად აღიქვამენ, დაახლოებით იმ დონეზე, "მესი საყვარელი გუნდი რომ ჰგონიათ". თუ სპორტი არ გიყვარს, ვერ გახდები სპორტული ჟურნალისტი. მე მესმოდა ეს თემა, პრაქტიკიდან გამომდინარე კი ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე. პირველ რიგში, გულშემატკივარი ვარ. მომწონს ეს ამპლუაც. გულგრილი ვერასდროს ვუყურებ მატჩებს. ხანდახან წარმოვიდგენ, მე რომ კალათბურთს ვთამაშობდე, როგორ ჩავაგდებდი 3-ქულიანს, ან ფეხბურთში როგორ მოვატყუებდი ერთს, მეორეს და როგორ გავიტანდი გოლს! თქვენს მკითხველს ვუსურვებ მეტ სასიამოვნო თემებს. ქართველი სპორტსმენების წარმატებას. ყველას მოვუწოდებ, იცხოვრონ სპორტით და იყვნენ კარგი გულშემატკივრები. საქართველოში დღესდღეობით არ ვართ უხვი სპორტული თემებით განებივრებულები. მიხარია, რომ ჩვენი არხი დიდ ყურადღებას უთმობს სპორტს. მიხარია, რომ ამ კარგი გუნდის წევრი ვარ. etu1

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კოვაჩი: "ლივერპული ყველაზე რთული მეტოქეა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა "ლივერპულთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დღეს, 17:06

დიბალა: "მესი თუ რონალდუ?"

ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა პაულო დიბალამ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

დღეს, 16:57

კეინის დაბრუნების დაახლოებითი თარიღი ცნობილი გახდა

"ESPN"-ის ცნობით, ორშაბათს ჰარი კეინმა გუნდთან ერთად ივარჯიშა.

დღეს, 16:51

Marca: ესპანეთის სუპერთასი ოთხთა ტურნირი გახდება

"Marca"-ს ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია სუპერთასის ფორმატს ცვლის.

დღეს, 16:41

ვარსკვლავები, რომლებმაც ლივერპულსა და ბაიერნში ითამაშეს

"ლივერპული" - "ბაიერნის" მატჩის წინ, გავიხსენოთ ყველა ის ფეხბურთელი, რომელმაც სხვადასხვა დროს ორივე გუნდის მაისური მოირგო.

დღეს, 16:13

კლოპი: "დღევანდელ მატჩს ქომაგის რანგშიც სიამოვნებით დავესწრებოდი"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მიუნხენის "ბაიერნთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 15:53

ლიდსი მეტოქეზე ჯაშუშობის გამო 200 000 ფუნტით დააჯარიმეს

"ლიდს იუნაიტედი" 200 000 ფუნტით დააჯარიმეს იმის გამო, რომ...

დღეს, 15:31

იკარდის ცოლმა ერთობლივი ფოტოები ბუხარში დაწვა - ფეხბურთელი თავისუფლებას იძენს?!

მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ ფეხბურთელთან განშორების შესახებ ჭორები ააგორა.

დღეს, 14:28

1252 დღე გოლის გარეშე - სუარესი ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გოლებს ვერ იტანს

ურუგვაელი ფორვარდი "ბარსელონას" ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ...

დღეს, 13:52

ლუკა იოვიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

"აინტრახტის" თავდამსხმელისთვის ერთბაშად რამდენიმე ევროპული გრანდი იბრძვის.

დღეს, 13:46

ლივერპულთან მატჩის წინ, ვარჯიში ბაიერნის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფეხბურთელმა გამოტოვა

"ბაიერნის" ნახევარმცველმა "ლივერპულთან" მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა.

დღეს, 13:37

2008-ში ბაიერნი კლოპს შეუთანხმდა, მაგრამ ბოლოს კლინსმანი აირჩია - მიუნხენელთა ეპიკური შეცდომა

"ლივერპულთან" მატჩის წინ, მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გაიხსენა ისტორია,

დღეს, 13:34

პოგბას საოცარი მაჩვენებელი სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელის დიდებული მაჩვენებლები.

დღეს, 13:27

ბონუჩი: "სიმართლეა თუ არა, რომ რეალი უარით გავისტუმრე?"

"იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსენა.

დღეს, 13:17

პოგბა: "ამიტომ ვართ მანჩესტერ იუნაიტედი და ამიტომ მოვიდა აქ სოლსკიაერი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, "ჩელსისთან" გამარჯვებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:11

რიბერი გუნდს ლივერპულში შეუერთდა

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, გუნდს "ლივერპულში" შეუერთდა.

დღეს, 13:03

ჰენდერსონი: "მარტო პრემიერ ლიგის კი არა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეგვიძლია"

"ლივერპულის" კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა, აღნიშნა, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში დუბლის შესრულება შეუძლია.

დღეს, 12:58

ვენგერმა იოზილის პრობლემების შესაძლო მიზეზი დაასახელა

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა მესუთ იოზილის პრობლემების მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

ლიონის პრეზიდენტი: "ძალიან კარგი იქნება, თუ მესი გაცივდება"

"ლიონის" პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ, "ბარსელონასთან" მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 11:56

ჩელსის გულშემატკივრები გუშინდელ მატჩზე: "Fuck Sarriball"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის მსვლელობისას ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს

დღეს, 11:53

ჩელსის ექს-ფეხბურთელი: "სარის აუცილებლად გააგდებენ"

"ჩელსის" ექს-ფეხბურთელმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, გამოთქვა დარწმუნება, რომ მაურიციო სარის მომავალი გარკვეულია.

დღეს, 11:52

ინგლისის ყველაზე სკანდალური მოთამაშე: ალკოჰოლი, ნარკოტიკები, მეძავები

"The Telegraph"-ის ცნობით, "სტოკ სიტი" სეიდო ბერაჰინოსთან განშორებას აპირებს.

დღეს, 11:45

ბრიტანული პრესა: სარი სიგარეტში ყოველ თვე 1600 ევროს ხარჯავს

გამოცემა "Dream Team"-მა ჩაატარა კვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენად არის მაურიციო სარი თამბაქოზე დამოკიდებული.

დღეს, 11:26

EA Sports-მა რონალდუ FIFA 19-ის გარეკანიდან ამოიღო

"EA Sports"-მა კრიშტიანუ რონალდუ "FIFA 19"-ის გარეკანიდან ამოიღო.

დღეს, 11:12

UFC-ის კომენტატორი: "მაკგრეგორის მომავალი მეტოქე ცნობილია"

UFC-ის სახელგანთქმულ კომენტატორს, ჯო როგანს თუ დავუჯერებთ, კონორ მაკგრეგორის მომავალი მეტოქე ცნობილია.

დღეს, 10:42

ლიონი - ბარსელონა: შეხვედრა 10 წლის შემდეგ

"ლივერპულისა" და "ბაიერნის" სუპერ-თამაშის პარალელურად პირველ მერვედფინალურ შეხვედრას გამართავს კატალონიის "ბარსელონა" და ლიონის "ოლიმპიკს" ესტუმრება.

დღეს, 09:39

იბრაჰიმოვიჩი: "როგორ დასრულდება სამეფო კარის თამაშები? ტახტზე მე ვიჯდები"

"ლოს ანჯელეს გელექსის" შემტევმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სამეფო კარის თამაშებზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:30

ბარსელონამ ბრაზილიელი მცველის ტრანსფერი შეათანხმა

ასევე, ის ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებში ირიცხება.

დღეს, 04:30

"გაკვირვებული ვარ ამ შეკითხვით", - ვალვერდე პრესკონფერენციაზე გაბრაზდა

"ლიონისა" და "ბარსელონას" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ერნესტო ვალვერდე ჟურნალისტიკის შეკითხვამ გააბრაზა.

დღეს, 04:29

კაპელო: "ის საფეხბურთო სამყაროში ერთადერთი გენიოსია"

ნათელია, რომ მას ნაკრებთან ერთად ტიტული არ აქვს მოგებული, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტიტულს 1 მოთამაშე ვერ მოიგებს"

დღეს, 04:25

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები