Goal.Ge

ჩემპიონთა ლიგა: "ბარსელონა" ბელორუსში გაისეირნებს, "არსენალს" რთული გამოცდა ელის



GOAL.GE ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი შეხვედრების პრევიუს გთავაზობთ.

E ჯგუფი

"ბატე" - "ბარსელონა" "ბორისოვ არენა", მსაჯი - ხორხე დე სოუსა, 22:45 ჩემპიონთა ლიგის მოქმედი მფლობელი ბელორუსში ადგილობრივ "ბატეს" დაუპირისპირდება. "ბარსამ" "სევილიასთან" მარცხის შემდეგ რეაბილიტაციის მოხდენა და "რაიო ვალეკანოს" დამარცხება მოახერხა (5:1). აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში "ბარსელონას" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა პოკერის შესრულება შეძლო. ლიონელ მესის არყოფნაში შემტევი ხაზის მთავარ ფიგურად ლუის სუარესთან ერთად სწორედ ნეიმარი იქცა. "ბატეს" ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში ბორისოვულმა კლუბმა "რომას" დამარცხება შეძლო. "ბარსელონამ" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება წინა ტურში "ლევერკუზენთან" მოიპოვა, მანამდე პირველ ტურში "რომასთან" ფრედ (1:1) ითამაშა. ლუის ენრიკეს გუნდი ამ შეხვედრის უპირობო ფავორიტია, ასე რომ, თუ რამე სასწაული არ მოხდა, "ბლაუგრანელები" დაგეგმილ 3 ქულას ჩაიწერენ. "ლევერკუზენი" - "რომა" "ბაი არენა", მსაჯი - ვიქტორ კასაი, 22:45 საინტერესო მატჩი გაიმართება გერმანიაში, სადაც ადგილობრივი "ლევერკუზენი" საკუთარ მოედანზე იტალიური "რომას" დამარცხებას შეეცდება. "რომამ" წინა ტურში თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი წააგო "ბატესთან". "ლევერკუზენმა" კი მარცხი "ბარსელონასთან" განიცადა. იმისათვის, რომ გერმანელებმა ჯგუფში მე-2 ადგილი შეინარჩუნონ, "რომასთან" არ უნდა წააგონ. იტალიელთა მიზანი კი ამ შეხვედრაში უპირველეს ყოვლისა გამარჯვების მოპოვებაა. ორივე გუნდი დღევანდელ მატჩს გარკვეული პრობლემებით შეხვდება. "ლევერკუზენს" ტრავმის გამო არანგიზი და ჰილბერტი ვერ დაეხმარებიან. მიკროტრავმები აწუხებთ კამპლს, ბენდერს, იედვაისა და ტოპრაკს. "რომას" ლაზარეთში ტოტი, სტროოტმანი, კეიტა და კაპრადოსი იმყოფებიან. კითხვის ნიშნის ქვეშაა ედინ ჯეკოს თამაშიც.

F ჯგუფი

"არსენალი" - "ბაიერნი" "ემირეითსი", მსაჯი - ჩენეტ ჩაკირი, 22:45 უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი გველის ლონდონში, კერძოდ "ემირეითსზე", სადაც "მეთოფეები" თავიანთ კედლებში მიუნხენის "ბაიერნს" დაეტაკებიან. არსენ ვენგერის გუნდს ქულები ძალიან სჭირდება. ამიტომაც, დღეს ლონდონელთა მთავარი მიზანი გამარჯვების მოპოვება იქნება. წინა ორივე ტურში "არსენალმა" სენსაციურად ჯერ "დინამო ზაგრებთან", ხოლო შემდეგ კი "ოლიმპიაკოსთან" იწვნია მარცხი. "ბაიერნი" ფანტასტიურ ფორმაშია. ბოლო 16 შეხვედრაში "რეკორდმაისტერმა" ყველა შესაძლო შემთხვევაში გამარჯვებას მიაღწია. შესაბამისად, გერმანელებმა ჩემპიონთა ლიგის ორივე ტურში 3-3 ქულის ჩაწერა მოახერხეს. გვარდიოლას გუნდის პროგრამა მინიმუმი დღეს ფრე იქნება, თუმცა, პირველ ადგილზე დასამკვიდრებლად მიუნხენელები არც გამარჯვებაზე იტყვიან უარს. დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდება. "არსენალს" დაზიანების გამო უელბეკი, ოსპინა, უილშირი, როსიცკი, არტეტა და ფლამინი დააკლდება, ხოლო "ბაიერნს" იგივე მიზეზის გამო როდე, რიბერი, რობენი, ბადშტუბერი, ბენატია და გიოტცე ვერ დაეხმარებიან. დუგლას კოსტას მცირე ტრავმა აწუხებს. ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში 2-ჯერ გამარჯვებას "არსენალმა" მიაღწია, 2-ჯერ მოიგო "ბაიერნმაც" და 2 მატჩიც ფრედ დასრულდა. "დინამო ზაგრები" - "ოლიმპიაკოსი" "მაქსიმირი", მსაჯი - პაოლო ტალიავენტო, 22:45 ბრძოლა მეორე ადგილისთვის. ორივე გუნდმა დაამარცხა "არსენალი" და მარცხი იწვნია "ბაიერნთან". ეს მატჩი დროებით ჯგუფის მე-2 ადგილოსანს გამოარკვევს. ორივე გუნდი თავის ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს. "დინამო" დღევანდელ მატჩს ყოველგვარი დანაკლისის გარეშე შეხვდება, ხოლო "ოლიმპიაკოსს" დღეს თამაში მანიატისის გარეშე მოუწევს.

G ჯგუფი

"პორტუ" - "მაკაბი" "დო დრაგაო", კლემენტ ტურპინი, 22:45 ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში "ჩელსის" დამარცხებამ "პორტუს" პოზიცია ჯგუფში საკმაოდ გაამყარა. პორტუგალიელები ჯგუფს "დინამო კიევთან" ერთად ლიდერობენ. დღეს "პორტუს" აქვს შანსი, რომ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდეს. "მაკაბის" ორივე შეხვედრა წაგებული აქვს და თითქმის უშანსოდაა. ისრაელის წარმომადგენელი კლუბი დღევანდელი შეხვედრის უდავო აუტსაიდერია. "დინამო" - "ჩელსი" "ოლიმპისკი", მსაჯი - დემირ სკომინა, 22:45 ჟოზე მოურინიოს გუნდი კიევში გაემგზავრება, რათა "პორტუსთან" განცდილი მარცხის შემდგომ რეაბილიტაცია მოახდინოს და დაკარგული პოზიციები აღიდგინოს. "არისტოკრატები" გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფის ზედა საფეხურებამდე დაწინაურდებიან. "დინამოს" ამ წელს ჩემპიონთა ლიგაზე, ჯერჯერობით, წაგება არ აქვს. უკრაინელებმა "პორტოსთან" ფრეს მიაღწიეს და "მაკაბი" დაამარცხეს. შიდა ჩემპიონატში კიეველებმა ლიდერობა დაკარგეს. წინა ტურში მათ თავიანთ მოედანზე "შახტართან" სოლიდური ანგარიშით (0:3) წააგეს.

H ჯგუფი

"ზენიტი" - "ლიონი" "პეტროვსკი", მარტინ ატკინსონი, 22:45 სანქტ-პეტერბურგში ადგილობრივი "ზენიტი" ფრანგულ "ლიონს" მიიღებს. ფრანგები ევროტურნზე საკმაოდ არადამაჯერებლად ასპარეზობენ. მათ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების შემდეგ გამარჯვება ჯერ კიდევ არ მოუპოვებიათ. მიუხედავად იმისა, რომ "ზენიტი" შიდა ჩემპიონატში არც ისე კარგად ასპარეზობს, რუსებს ჩემპიონთა ლიგაზე 2-იდან 2 მოგება აქვთ. ისინი ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ. "ლიონს" დღეს 3 ქულა სჭირდება იმისთვის, რომ პლეი-ოფში გასასვლელად იბრძოლოს. "ვალენსია" - "გენტი" "მესტალია", ფელიქს ზვაიერი, 22:45 "ვალენსიამ" თამაშის ხარისხი მკვეთრად გამოასწორა. "მესტალიას" ბინადრებმა სეზონი ცუდად დაიწყეს, თუმცა, ნელ-ნელა ძველ ფორმას უბრუნდებიან. ლა ლიგის გასულ ტურში მათ "მალაგა" უშანსოდ დატოვეს (3:0), მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით სტუმრად "ლიონი" დაამარცხეს (0:1). "გენტმა" ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში "ზენიტთან" იწვნია მარცხი. ბელგიელებისთვის ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ისინი დღესაც დამარცხდებიან, მაშინ პლეი-ოფში გასვლის შანსს თითქმის დაკარგავენ. დღეს ბელგიელები მოედანზე აუტსაიდერის სტატუსით გავლენ.

მომზადებულია, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ანჩელოტის ინგლისური კარიერა მანჩესტერთან მარცხს შეეწირა - სარის დღეს იგივე ელის?!

"კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის კარლოს გაწეული შრომის გამო, მაგრამ ამჟამინდელი შედეგები არ შეესაბამება ჩვენს ამბიციებს."

დღეს, 14:20

თვითმფრინავის ფრენა, რომლითაც სალა მგზავრობდა, სიმულატორით აღადგინეს

თვითმფრინავის ფრენა, რომლითაც არგენტინელი თავდამსხმელი, ემილიანო სალა მგზავრობდა, სიმულატორზე შექმნეს.

დღეს, 14:02

ლივერპულს საკადრო პრობლემები აქვს - ვან დეიკის გარდა, მატჩს ლოვრენიც გამოტოვებს

მიუნხენის "ბაიერნთან" "ლივერპულის" დაცვის ცენტრში ფაბინიოს მოუწევს თამაში.

დღეს, 13:52

აზარის ტრანსფერი რეალში ნეიმარზეა დამოკიდებული

ედენ აზარის ტრანსფერი მადრიდის "რეალში" ნეიმარზეა დამოკიდებული.

დღეს, 13:17

შაქირი: "ბაიერნთან საპასუხო დაპირისპირებას მოუთმენლად ველი"

"ლივერპულის" შემტევმა "ბაიერნში" თამაშს პერიოდი გაიხსენა.

დღეს, 13:05

ალისონი: "ნოიერის წინააღმდეგ თამაში ძალიან საინტერესო იქნება"

"ლივერპულის" მეკარემ, ალისონ ბეკერმა, "ბაიერნთან" მოახლოვებული შეხვედრა შეაფასა.

დღეს, 13:00

კაფუ: "ვინისიუსი - კრიშტიანუ რონალდუ არ არის, მათ შორის უდიდესი სხვაობაა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა.

დღეს, 12:48

მარსელოს შემდეგ, ბეილი კურტუამაც გააკრიტიკა - რატომ არ დაესწრო უელსელი რეალის ვახშამს?

ბელგიელმა მეკარემ გაამხილა, თუ რატომ არ დაესწრნენ გუნდის ვახშამს გარეტ ბეილი და ტონი კროოსი.

დღეს, 12:42

ზიდანი ჩელსის მხოლოდ ორი პირობით ჩაიბარებს - The Sun

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლონდონურ კლუბს საკუთარი პირობები წაუყენა.

დღეს, 12:33

გიგსი: "ვან გაალი მეუბნებოდა, რომ 3 წლის შემდეგ, ადგილს მე დამითმობს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელის თქმით, ჰოლანდიელი სპეციალისტი მასში შემცვლელს ხედავდა.

დღეს, 12:28

კაფუ: "პსჟ-ს ფინალში გასვლა ნეიმარის გარეშეც შეუძლია"

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, "პარი სენ-ჟერმენის" საჩემპიონთალიგო შანსებზე ისაუბრა.

დღეს, 12:23

ლინგარდი და მარსიალი გრაფიკს ასწრებენ - როდის ბრუნდებიან ემიუს შემტევები?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ორი შემტევის მოედანზე დაბრუნება ახლოვდება.

დღეს, 12:18

იკარდის მეუღლე: "ეს გადაწყვეტილება მაუროსთვის ფეხის დაკარგვის ტოლფასი იყო"

მაურო იკარდის მეუღლე და აგენტი, ვანდა ნარა, არგენტინელისთვის "ინტერის" კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევას გამოეხმაურა.

დღეს, 12:11

სოლსკიაერი: "სანჩესი კეტჩუპის ბოთლივით არის"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე-გუნარ სოლსკიაერმა ალექსის სანჩესზე ისაუბრა.

დღეს, 11:59

ნეიმარის მამა: "მისი აწმყო და მომავალი პარიზს უკავშირდება"

ნეიმარის მამამ, ნეიმარ და სილვამ შვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დღეს, 11:51

რეალის კიდევ ერთი ანტი-რეკორდი

"ჟირონასთან" წაგების შემდეგ, მადრიდის "რეალმა" მორიგი ანტი-რეკორდი დააფიქსირა.

დღეს, 11:43

იკარდი ინტერი-სამპდორიას მატჩს დაესწრო

მიუხედავად იმისა, რომ მილანის "ინტერსა" და მაურო იკარდის შორის შავმა კატამ გაირბინა, ფეხბურთელი თავის გუნდს უყურადღებოდ მაინც ვერ ტოვებს.

დღეს, 11:33

პსჟ და ვერატი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

ფრანგული პრესის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" მარკო ვერატისთან შეთანხმებას მიაღწია კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

დღეს, 11:24

მარსელომ კრიტიკოსებს უპასუხა: "ყველაფერი ჩემი ბრალია!"

მარსელონასთან ერთად, მადრიდის "რეალმა" მიმდინარე სეზონში უკვე მე-8 თამაში ვერ მოიგო.

დღეს, 11:15

მანჩესტერი დე ხეას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ბრიტანული პრესის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას დიდი ხნით შენარჩუნებაზე მუშაობს.

დღეს, 11:12

მოურინიო: "საფრანგეთში ვიმუშავებდი"

როგორც ვიცით, ჟოზე მოურინიო "ლილი" - "მონპელიეს" მატჩს დაესწრო, რის შემდეგაც პორტუგალიელმა თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 11:01

ანჩელოტი: "ეს აღარ უნდა განმეორდეს!"

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ეთამაშა.

დღეს, 10:56

ტორინოსთან მატჩში ნაპოლიმ მიმდინარე სეზონის რეკორდი დააფიქსირა

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" შინ "ტორინოს" დამარცხება ვერ მოახერხა.

დღეს, 10:50

რეალის სტატისტიკა, რომლითაც გუნდი ლა ლიგაში საუკეთესოა

მადრიდის "რეალი" ლა ლიგის გასულ ტურში "ხირონას" შეხვდა და 1:2 წააგო.

დღეს, 10:41

მბაპეს უნიკალური შედეგი ლიგა 1-ში

"სენტ-ეტიენის" დამარცხების შემდეგ, "პარი სენ-ჟერმენმა" გაიმყარა ლიდერობა.

დღეს, 10:39

ხირონამ რეალთან გამარჯვებით საოცარი შედეგი დააფიქსირა

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალმა" "ხირონას" უმასპინძლა და სენსაციურად, 1:2 დამარცხდა.

დღეს, 10:29

რეალის საშინელი სტატისტიკა მარსელოსთან ერთად

მადრიდის "რეალის" განაპირა მცველმა მარსელომ სრულად ჩაატარა მატჩი, რომელშიც "სამეფო კლუბი" შინ 1:2 დამარცხდა.

დღეს, 10:24

ვილიარეალმა 21-ე საუკუნის ყველაზე ცუდი სერია დაასრულა

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ერთმანეთს "ვილიარეალი" და "სევილია" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:14

გიორგი ქვილითაია "ამ სიყვარულისთვის მე ყოველთვის 100%-ით დავიხარჯები!"

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა გიორგი ქვილითიამ "გენტის" ძირითად გუნდში გაიტანა.

დღეს, 02:59

4-დან 3! - ლორია გერმანიაში კვლავ არ აგებს

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ს გასულ ტურში "არმინია" "მაგდებურგს" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

დღეს, 02:56

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები