Goal.Ge

"საბურთალო" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის მატჩი "მიხეილ მესხზე", სადაც "საბურთალო" დანიურ "მიდტიულანდთან" 1-2 დამარცხდა. მე-10 წუთზე, პირველი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ნიკოლაშვილის ჩაწოდებას ერთი შეხებით გოშთელიანი გამოეხმაურა, რომლის დარტყმაც ოლივერ ოტესენმა კუთხურზე მოიგერია. მე-17 წუთზე საპასუხო სიმძაფრის შეტევით „მიდტიულანდმა“ გვიპასუხა. ნიკოლაი კორკის გასროლა ბექა ქურდაძემ ნახტომში კუთხურზე მოიგერია. 27-ე წუთზე, საჯარიმოში ბექა ნიკოლაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, რომლის დარტყმაც სტუმართა მეკარემ კუთხურზე გადააგდო. 29-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ჯონას გემერმა სუსტად დაარტყა, რომელზე გამკლავებაც ბექა ქურდაძეს არ გასჭირვებია. 36-ე წუთზე, თბილისელთა კომბინაციამ ბექა გვარაძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი დანიელთა კარში ბურთი სწორად ვერ გადაგზავნა. 38-ე წუთზე, „საბურთალოს“ ანგარიშის გახსნა კვლავ შეეძლო. ირაკლი ბიძინაშვილის დარტყმას კუთხურზე მოგერიებით ოლივერ ოტესენი გაუმკლავდა. 40-ე, „მიდტიულანდმა“ ანგარიში გახსნა. რასმუს ნისენის თავური ბექა ქურდაძესთვის აუღებელი აღმოჩნდა. მეორე ტაიმი ქართული გუნდის აქტიურობით დაიწყო. 47-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილის დარტყმა საჯარიმოს გარედან დანიური გუნდის კარს მცირე მანძილით აცდა. 53’-ე ნიკოლაი კირკის გარღვევა 3-მა „საბურთალოელმა“ ვერ შეაჩერა, რომლის პასითაც მიკაელ ანდერსენი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა. უკანასკნელმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 58-ე წუთზე, გიორგი ხარაიშვილის საჯარიმო ჩაწოდებას გაგი მარგველაშვილი თავით გამოეხმაურა, თუმცა დარტყმა არაზუსტი იყო. 62-ე „საბურთალომ“ ანგარიშის შემცირება შეძლო. თემურ ჩოგაძის პასით გიორგი ხარაიშვილმა „მიდტიულანდის“ კარი დალაშქრა.

„საბურთალო“ 1-2 „მიდტიულანდი“, „მიხეილ მესხი“, პირველი მატჩი(3-1)

გოლი: ხარაიშვილი ’62 - ნისენი ’40, ანდერსენი ‘53

„საბურთალო“: ქურდაძე, მარგველაშვილი, ნიკოლაშვილი(ჩოგაძე '60), მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი(კაპ), ჩაბრაძე, ბიძინაშვილი(კოხრეიძე '81), ნადარაია(ლაკვეხილიანი '73), ალთუნაშვილი, გვარაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„მიდტიულანდი“: ოტესენი, ნიკოლაისენი, ლაურიტსენი, ნისენი, გემერი(კაპ), კირკი(ოლსენი '83), რუტიკანგა, ანდერსონი(პოულოსენი), მუნკსგაარდი, ტიჩოსენი, ტომსენი(სტერინგი ’68)

მთავარი მწვრთნელი: კენეტ ანდერსენი

გაფრთხილება: ალთუნაშვილი

გაძევება: ნისენი '88

მთავარი მსაჯი: რაჰიმ ჰასანოვი(აზერბაიჯანი)


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჰიონესი: "ახლაც არ გჯერათ კოვაჩის შესაძლებლობების?"

მიუნხენური კლუბის პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ გუნდის თავკაცი ნიკო კოვაჩი შეაქო.

გუშინ, 23:41

ბალაკი: "ეს ბაიერნს არ ეკადრება!"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, ლეგენდარული მიხაელ ბალაკი, "ლივერპულთან" გუშინდელი თამაშის შემდეგ ერთი ფაქტორით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.

გუშინ, 23:40

არსენალის ლეგენდა: "ვენგერი ჩელსისთვის იდეალური ვარიანტია"

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მეკარემ, დევიდ სიმენმა, არსენ ვენგერის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:38

კოვაჩმა აღიარა, რომ ბაიერნს ბოლო წუთებზე დრო გაყავდა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, "ლივერპულთან" პირველი 1/8 ფინალური შეხვედრის წინ არ დამალა, რომ მისი გუნდი "ეშმაკობას" მიმართავდა.

გუშინ, 23:19

შალკე - სიტი: ლეროი სანე თადარიგში დარჩა

გელზენკირხენის "შალკესა" და "მანჩესტერ სიტის" პირველი 1/8 ფინალური პაექრობა 00:00 საათზე დაიწყება.

გუშინ, 23:12

სევილიამ ლაციო სახლშიც დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა [VIDEO]

ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე "სევილიამ" რომის "ლაციოს" ბარიერი დამაჯერებლად გადალახა.

გუშინ, 22:58

ატლეტიკო - იუვენტუსი: სასტარტო შემადგენლობები

მადრიდის "ატლეტიკოსა" და ტურინის "იუვენტუსის" პირველი 1/8 ფინალური შეხვედრა ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.

გუშინ, 22:56

6 ერი: საფრანგეთმა შოტლანდიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთი შოტლანდიის წინააღმდეგ დაირაზმა

გუშინ, 22:50

დიბალა: "ალეგრიმ ბევრი რამ მასწავლა"

ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა ნახევარმცველმა, პაულო დიბალამ, გუნდში საკუთარ როლზე ისაუბრა.

გუშინ, 22:42

ემერიმ იოზილის ფორმა შეაფასა

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, გუნდში მესუთ იოზილის მდგომარეობა შეაფასა.

გუშინ, 22:36

რუდიგერმა ჩელსის ვარჯიშები სკოლას შეადარა

ლონდონის "ჩელსის" მცველმა, ანტონიო რუდიგერმა, მაურიციო სარის მეთოდებზე უარყოფითი კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:32

პიონტეკი: "მილანი ჩემი წყალობით კვლავ დიდი გუნდი გახდება!"

"მილანის" ახალწვეულმა თავდამსხმელმა, კშიშტოფ პიონტეკმა, თავისი წარმატებული დებიუტი შეაფასა.

გუშინ, 22:28

ნევერმა მატარაძე და პაპიძე გამოისყიდა

ახალგაზრდა ქართველი ბურჯები "ნევერი" სრულფასოვანი წევრები გახდნენ

გუშინ, 22:26

სარი: "გულშემატკივრების კარგად მესმის"

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი, გულშემატკივრების კრიტიკას გამოეხმაურა.

გუშინ, 21:54

კარაგერი: "მოურინიოს წასვლა ლივერპულისთვის კარგია"

"ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა და მცველმა, ლეგენდარულმა ჯეიმი კარაგერმა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოახლოვებულ პრინციპულ შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:49

მორატა: "იესო ქრისტეც კი არ მოსწონდა ყველას"

მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, მისდამი გულშემატკივრების განწყობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:45

მოურინიომ იუვენტუსი - ატლეტიკოს თამაშზე პროგნოზი გააკეთა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, "იუვენტუსისა" და "ატლეტიკოს" დღევანდელ პაექრობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:38

იუვენტუსი რეალს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

"იუვენტუსი" "რეალის" მცველ მარსელოს დამატებითაა დაინტერესებული.

გუშინ, 20:50

ვერატიმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ"-ს ნახევარმცველის, მარკო ვერატის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

გუშინ, 20:45

ბელგიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა აზარს კლუბი ურჩია

ბელგიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ემილ მპენზამ თანამემამულე ედენ აზარს რჩევა მისცა.

გუშინ, 20:38

ლა ლიგის პრეზიდენტი: "მინდა ესპანეთის ჩემპიონატში ეს მწვრთნელები კვლავ ვიხილო"

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:33

ჩემპიონთა ლიგაზე სუარესის საშინელი გასვლითი სერია გრძელდება

"ბარსელონას" თავდამსხმელს, ლუის სუარესს საშინელი სტატისტიკა აქვს.

გუშინ, 20:29

ფილ ნევილმა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:22

პსჟ-მ და ბარსელონამ თვალი მოურინიოს ყურადღების ქვეშ მყოფ ფეხბურთელს დაადგეს

გასულ უქმეებზე ამ ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელი დააკვირდა.

გუშინ, 20:19

ალვეშს ზაფხულში კონტრაქტი ეწურება - პსჟ-ს პოზიცია ცნობილია

უახლოეს პერიოდში "პსჟ"-ს ხელმძღვანელობასა და დანი ალვეშს შორის შეხვედრა შედგება.

გუშინ, 20:12

კიელინიმ მსოფლიოს საუკეთესო მცველი დაასახელა

"იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:06

რამდენი დაუჯდება ჩელსის სარის გათავისუფლება?

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი უახლოეს პერიოდში შესაძლოა გაათავისუფლონ.

გუშინ, 19:59

დე ლიგტის ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

"აიაქსის" მცველი, მატეის დე ლიგტი ევროპულ გრანდებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

გუშინ, 19:53

ფორლანმა ატლეტიკოსა და იუვენტუსის წყვილის ფავორიტი დაასახელა

"ატლეტიკოს" ექს-ფორვარდმა ჩეპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:49

ყველა სიახლე

ცხრილები