სელტიკმა კოული დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სელტიკმა კოული დაიმატა



"ვესთ ჰემიდან" წასული კარლტონ კოული, რომელიც აქამდე უგუნდოდ იყო, "სელტიკმა" დაიმატა და 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. 32 წლის ფეხბურთელი ლონდონური გუნდიდან მაისში წავიდა და "სელტიკთან" ერთად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა. კოულის დამატებით დაინტერესებული იყო, ასევე, MLS-ის გუნდებიც, თუმცა, ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ამერიკაში გადასვლას ბრიტანეთში დარჩენა ამჯობინა. ინგლისელი ფეხბურთელი სამშაბათს შეუერთდება გუნდს და შეეძლება "დანდი იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები